ივიცა ოსიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივიცა ოსიმი
Ivica Osim
1999
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ივან ოსიმი
Ivan Osim
დაბადების
თარიღი
6 მაისი 1941
დაბადების
ადგილი
სარაევო
სიმაღლე 189 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1959–1968 Željezničar 166 (56)
1968 Zwolsche Boys 2 (0)
1969–1970 Željezničar 54 (9)
1970–1972 Strasbourg 58 (16)
1972–1975 Sedan 105 (16)
1975–1976 Valenciennes 30 (1)
1976–1978 Strasbourg 32 (4)
სულ 447 (102)
ეროვნული ნაკრები
1964–1969 ისფრ ნაკრები 16 (9)
სამწვრთნელო კარიერა
1978–1986 Željezničar
1986–1992 ისფრ ნაკრები
1991–1992 Partizan
1992–1994 Panathinaikos
1994–2002 Sturm Graz
2003–2006 JEF United
2006–2005 იაპონიის ნაკრები
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ივან (ივიცა) ოსიმი (ბოსნ. Ivan (Ivica) Osim; 6 მაისი 1941, სარაევო) — იუგოსლავი ფეხბურთელი და მწვრთნელი. ევროპის 1968 წლის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. 2011 წლიდან ბოსნია და ჰერცეგოვინის საფეხბურთო კავშირის თავმჯდომარე.
დაიბადა 1941 წლის 6 მაისს სარაევოში, რომელიც იმ დროს გერმანიის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა, ნახევრად სლოვენი-ნახევრად გერმანელი მიხაილოსა და ნახევრად პოლონელი-ნახევრად ჩეხი კაროლინა ოსიმების ოჯახში.[1] საფეხბურთო კარიერა დაიწყო სარაევოს კლუბ ჟელეზნიჩარში, შემდგომ თამაშობდა ჰოლანდიის ჩემპიონატში , შემდეგ ისევ სარაევოში და 1970 წლიდან ფეხბურთელი კარიერის დასასრულამდე – საფრანგეთში.
იუგოსლავიის ნაკრებში ოსიმმა ჩაატარა 16 მატჩი და გაიტანა 8 გოლი. მონაწილეობდა ნაკრებში 1964 წლის ოლიმპიადაზე და 1968 წლის ევროპის ჩემპიონატზე.
ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ხდება მწვრთნელი, ბრუნდება იუგოსლავიაში და წვრთნის სარაევოს ჟელეზნიჩარს, შემდეგ კი იუგოსლავიის ნაკრებსა და კლუბ პარტიზანს. 1992 წლიდან იწყება მისი საერთაშორისო სამწვრთნელო კარიერა, სადაც იგი თავკაცობდა პანათინაიკოსს, შტურმს, ჯეფ იუნაიტედს და იაპონიის ნაკრებს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kako ojačati i ući u prvi tim?;Plavi vjesnik, January–February 1969