ივანე ენიკოლოფაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ივანე კონსტანტინეს ძე ენიკოლოფაშვილი (ენიკოლოფოვი რუს. Ениколопов) (დ. 31 აგვისტო, 1893 — გ. 1980) — ქართველი ისტორიკოსი, სამუზეუმო და საარქივო საქმის სპეციალისტი, ავტორი მრავალი გამოკვლევისა ქართულ-რუსულ ლიტერატურულ ურთიერთობათა საკითხებზე. საქართველოს სსრ-ის კულტურის დამსახურებული მუშაკი (1963).

იყო გრიბოედოვის მუზეუმის დაარსების ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომლის კვალობაზეც დაარსდა თბილისის ლიტერატურული მუზეუმი. ათწლეულების მანძილზე იყო მთაწმინდისა და დიდუბის მწერალთა პანთეონის დირექტორი. აქვს გამოქვეყნებული ნაშრომები. მისი ერთ-ერთი ნაშრომია — «дидубийский пантеон», სადაც მას აღწერილი აქვს მისი დირექტორობის პერიოდში დიდუბის პანთეონში დასაფლავებულ პირთა 111 საფლავი და მათი ბიოგრაფიები.

ენიკოლოფაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ პუშკინისმცოდნეობის განვითარებაში. მას ასევე შედგენილი აქვს არაერთი ნაშრომი გრიბოედოვზეც.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • А. С. Грибоедов в Грузии и Персии : Историко-биограф. очерк / Ениколопов И.К. - Тифлис: Заккнига. - 1929. - 207 с.: ил., портр.
  • Пушкин в Грузии / Ениколопов Иван Константинович. - Тбилиси: Заря Востока. - 1950. - 132 с.
  • Пушкин на Кавказе / Ениколопов И.К. - Тбилиси: Заря Востока. - 1938. - 190 с.
  • Лев Николаевич Толстой в Грузии - Тб. : Заря Востока, 1962 : Тип. изд-ва ЦК КП Грузии "Заря Востока" - 84с. : фот. ; 20см. - - Библиогр. в подстроч. примеч. - : [4л.], 10000экз.
  • Грибоедов в Грузии / Под ред. О. Поповой - Тб. : Заря Востока, 1954 : Тип. "Заря Востока" - 158с. - - Библиогр. в подстроч. примеч. - : [4л.50т.], 10000экз
  • Грибоедов и Восток. Ер.: Айастан. 1974. 160 с. Тираж 5000.
  • Дидубийский пантеон ?

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 157.
  • მიქაძე გ. ქართულ ფსევდონიმთა სამყაროში. – თბ., 1998. – გვ. 80, 118 ( წიგნში: ა. ს. პუშკინი საქართველოში. კრებული წერილებისა და მასალებისა. 1938 ).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]