იბნ ალ-ასირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იზ-ალ-დინ აბუ ლ-ჰასან ალი იბნ ალ-ასირი, ან უბრალოდ იბნ ალ-ასირი (არაბ. ابن الاثير; დ. 12 მაისი, 1160, ჯაზირათ-იბნ-უმარი — გ. 1234, მოსული) — არაბი ისტორიკოსი. მისი მთავარი ნაშრომია „სრული ისტორია“ 12 ტომად. შრომის პირველ ნაწილში (სამყაროს შექმნიდან 922/923 წლამდე) მოთხრობილია ალ-ტაბარის ისტორია შემოკლებით (ჩართულია დამატებითი წყაროები). II ნაწილი (1231 წლამდე) ორიგინალური ნაწარმოებია. მასში დაცულია მრავალი მნიშვნელოვანი ცნობა ამიერკავკასიისა და კერძოდ საქართველოს შესახებ. იბნ ალ-ასირს ეკუთვნის აგრეთვე მაჰმადის თანამოაზრეთა ბიოგრაფიული ლექსიკონი და მოსულის ათაბაგების ისტორია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]