იან ტინბერგენი (ნიდერლ.Jan Tinbergen; დ. 12 აპრილი, 1903 — გ. 9 ივნისი, 1994) — ნიდერლანდელი ეკონომისტი, ეკონომეტრიის ფუძემდებელი. ნიდერლანდის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. დაამთავრა ლეიდენის უნივერსიტეტი. ნიდერლანდის ეკონომეტრიის სკოლის პროფესორი. 1945-1955 წლებში დაგეგმვის ბიუროსა და პროგრამირების დირექტორი, 1965-1972 წლებში — გაეროს დაგეგმვის კომიტეტის პრეზიდენტი. ნობელის პრემია ეკონომიკაში მიენიჭა 1969 წელს ეკონომიკური პროცესების ანალიზის მათემატიკური მეთოდების დამუშავებისათვის. წამოაყენა „ოპტიმალური წყობილების“ თეორია. იკვლევდა ეკონომიკური პოლიტიკის თეორიის, ეკონომიკური განვითარების მოდელირებისა და სხვა საკითხებს.