იან პალახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იან პალახი
იან პალახის მემორიალური დაფა

იან პალახი (ჩეხ. Jan Palach; დ. 11 აგვისტო, 1948, ვშეტატი — გ. 19 იანვარი, 1969, პრაღა) — კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი. 1969 წლის 16 იანვარს პრაღაში ვაცლავის მოედანზე, საბჭოთა ჯარების და ვარშავის პაქტის სხვა ქვეყნების მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა[1].

თავის დაწვისას სხეულის 85 %-ზე მიიღო მესამე ხარისხის დამწვრობა. გადაიყვანეს კარლის უნივერსიტეტის კლინიკაში სადაც გარდაიცვალა სამი დღის შემდეგ. 25 იანვარს დაკრძალეს ოლშანის სასაფლაოზე. 1991 წელს პალახი სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს ტომაშ გარიგ მასარიკის ორდენით.

პალახის გარდაცვალების შემდეგ 1969 წლის აპრილამდე კიდევ 26 ადამიანმა სცადა თავის დაწვა იმავე მიზეზით, მათგან შვიდი გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dowling Maria. Czechoslovakia (Brief Histories). — London: Hodder Arnold, 2002. — P.121-122. — ISBN 0-340-76369-8