თომა მოციქული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თომა მოციქული
დაიბადა I საუკუნე
გალილეა[1] [2] [3]
გარდაიცვალა 3 ივლისი, 72
Mylapore
დასაფლავებულია San Thome Basilica
ხსენების დღე 3 ივლისი, რომის კათოლიკური ეკლესია, 6 ოქტომბერი და მართლმადიდებლობა
მოღვაწეობა მისიონერობა
ენა ძველი ბერძნული ენა[4] [5]

წმიდა მოციქული თომა (გ. 3 ივლისი, 72) — ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, მარჩბივად წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში. ხსენება - 6 (19) ოქტომბერი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი „თომა“ არამეულია. ბერძნულად გამოითქმის როგორც „დიდიმ“. ორივე სახელი ნიშნავს „ტყუპისცალი ანუ მარჩბივი“ (იოან.21:2). გადმოცემით თომა მოციქული გალილეას პენეადიდან იყო. თომა მოციქული გამოირჩეოდა სკეპტიციზმით (იოან.14:4-5), (იოან.20:25-29).

ქადაგება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ, თომა მოციქული ქადაგებდა პალესტინასა და მესოპოტამიაში. იმას, რომ თომა მოციქული ქადაგებდა სპარსეთში, წერენ ორიგენე, ევსები, რუფინუსი. ეთიოპიაში ქადაგების შესახებ წერს იოანე ოქროპირი, ხოლო გრიგოლ ღვთისმეტყველი კი მის ინდოეთში მოღვაწეობაზე წერს.

წმინდა თომას ასევე ურწმუნო თომას სახელითაც მოიხსენიებენ, რადგანაც არ სჯეროდა ქრისტეს ხორცით აღდგომა და მოითხოვა, რომ დარწმუნებულიყო თავად. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელით შეეხო აღმდგარი ქრისტეს ჭრილობებს, მხოლოდ მაშინ იწამა ქრისტეს აღდგომა. სასწაულია, მაგრამ ღვთის განგებით იდენტური შემთხვევა მოხდა, როცა †48 წელს მიიძინა ღვთისმშობელმა მარიამმა. იმ დროს, როცა თომა მოციქული სახარებას ინდოეთში ქადაგებდა, ქრისტეს ყველა მოციქული სხვადასხვა ქვეყნებიდან სულიწმიდის მიერ ზეცად იქნა აღტაცებული და გადმოყვანილნი იყვნენ გეთსიმანიის ბაღში, სადაც განისვენებდა ყოვლადკურთხეული მარადის ქალწული მარიამი. მაშინ თომა ინდოეთში მყოფ სხვა მოციქულთა მსგავსად აღტაცებულ იქნა ზეცად და გადმოყვანილი იერუსალიმში, მაგრამ მან მაინც ვერ ჩამოუსწრო ღვთისმშობლის დაკრძალვას. ის დაკრძალვიდან მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა და დიდად მწუხარებდა. მაშინ წმიდა მოციქულებმა საერთო შეთანხმებით გადაწყვიტეს, გაეხსნათ თომასათვის ღვთისმშობლის საფლავი, რათა მასაც ენახა უკანასკნელად მისი ყოვლადპატიოსანი სხეული და თაყვანი ეცა მისთვის. მაგრამ, როდესაც საფლავი გახსნეს, საფლავი ცარიელი დახვდათ, იქ მხოლოდ ღვთისმშობლის მოსასხამი იყო დარჩენილი. ამით ყველანი მტკიცედ დარწმუნდნენ იმაში, რომ დედა ღვთისა, თავისი ღვთაებრივი ძის მსგავსად, მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს და სხეულით იქნა აყვანილი ზეცად. იგივე ზეცად აყვანა მოხდა წმინდა იოანე ღვთისმეტყველისაც. ერთადერთი მოციქული რომელიც ქრისტე ღმერთს ძალზედ უყვარდა და რომელმაც მხოლოდ ერთმა არ მიატოვა უფალი განსაცდელში სხვა მოციქულების მსგავსად.

მოწამეობრივი აღსასრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმ. მოციქული თომა (ნიურემბერგის ქრონიკა, 1493)

წმინდა ნაწილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თომა მოციქულის თავის ქალა ინახება საქართველოში - თბილისის სიონში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]