თეოდორ მომზენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეოდორ მომზენი
გერმ. Theodor Mommsen
დაბადების თარიღი 30 ნოემბერი, 1817(1817-11-30)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბადების ადგილი გარდინგი, შლეზვიგი
გარდაცვალების თარიღი 1 ნოემბერი, 1903(1903-11-01)[1] [2] [3] [4] [5] [9] [11] (85 წლის)
გარდაცვალების ადგილი შარლოტენბურგი, გერმანიის იმპერია
დასაფლავებულია Dreifaltigkeitskirchhof II
საქმიანობა იურისტი, ძველი მსოფლიოს ისტორიკოსი
ენა გერმანული ენა
ეროვნება გერმანელები
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო
Duchy of Schleswig
ალმა-მატერი კილის უნივერსიტეტი და Christianeum Hamburg
Magnum opus The History of Rome და Corpus Inscriptionum Latinarum
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[12] [13] , ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ბავარიის მაქსიმიალიანის ორდენი სამეცნიერო და სახელოვნებო მიღწევებისათვის და Honorary citizen of Rome
მეუღლე მარი ავგუსტა მომზენი
შვილ(ებ)ი კარლ მომზენი
ნათესავ(ებ)ი ულრიხ ფონ ვილამოვიც-მიოლენდორფი

თეოდორ მომზენი (გერმ. Theodor Mommsen; დ. 30 ნოემბერი, 1817, გარდინგი — გ.1 ნოემბერი, 1903, შარლოტენბურგი) — გერმანელი ისტორიკოსი, ძველი რომის ისტორიისა და რომის სამართლის სპეციალისტი.

მღვდლის შვილი ლაიფციგის (1848-იდან), ციურიხის (1852-იდან), ბრესლაუს (ვროცლავი; 1954-დან), ბერლინის (1858-1903) უნივერსიტეტების პროფესორი. 1848-1849 წლების რევოლუციის დროს გერმანიის ბურჟუაზიის მარცხენა ფლანგს მიემხრო, მოითხოვდა შლეზვიგის შეერთებას პრუსიასთან, რედაქტორობდა შლეზვინ-ჰოლშტაინის დროებითი მთავრობის ორგანოს . პრუსიის ლანდტაგის (1863-1866 და 1873-1879) და გერმანიის რაიხსტაგის (1881-1884) დეპუტატი პროგრესისტების პარტიისაგან.

მომზენის ცნობილი ნაშრომის „რომის ისტორია“, რომელშიც მან დაასაბუთა და განავითარა „დემოკრატიული მონარქიის“ იდეა; მომზენის აზრით, ეს იდეა საუკეთესოდ იყო განხორციელებული იულიუს კეისრის დიქტატურის სახით. რომის ისტორია გადმოცემულია ძვ. წ. 46-მდე. მე-4 ტომი არ გამოქვეყნებულა. მე-5 ტომში რომის იმპერიის ეპოქის პროვინციის ისტორიაა მიმოხილული. თხზულება დაწერილია პოპულარულ ენაზე, სხარტად, შეიცავს დიდძალ ფაქტობრივ მასალას.

მომზენი ძირითადად სამხედრო-პოლიტიკურ ისტორიას იკვლევდა, თუმცა სოციალური ისტორიის ელემენტებსაც შეეხო. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა დიდ ადამიანებს (ალექსანდრე მაკედონელი, ჰანიბალი, გაიუს გრაკქუსი, იულიუს კეისარი და სხვა). მომზენს ეკუთვნის 1500-ზე მეტი შრომა, გამოკვლეული აქვს რომის ისტორიის თითქმის ყველა საკითხი — სახელმწიფო სამართალი, ნუმიზმატიკა, ეპიგრაფიკა, ქრონოლოგია, მეტროლოგია, ლიტერატურა, ლინგვისტიკა.

მომზენის ინიციატივით და ხელმძღვანელობით დაიწყეს ლათინური წარწერების კრებულის („Corpus Inscriptionum latinarum“) გამოცემა (1863-იდან). ნობელის პრემიის ლაურეატი (1902).

თეოდორ მომზენმა გაილაშქრა „ფსევდოდოქტორების“ წინააღმდეგ და ამგვარ ცრუმეცნიერულ დამოკიდებულებას ისტორიის სამეცნიერო, პროფესიონალური კვლევა დაუპირისპირა. ის განსაკუთრებული აკულატურობით უდგებოდა დოკუმენტური წყაროების დამუშავებას და ზედმიწევნით მკაცრად იცავდა სიზუსტეს ისტორიული ფაქტების დადგენის საქმეში. თუმცა, ისტორიული დეტალების დიდოსტატს, მომზენს, მისმა მთავარმა ისტორიულმა ნაშრომმა - „რომის ისტორია“, აღიარება მოუტანა, როგორც მხატვრული სიტყვის ოსტატს. 1954-1956 წლებში გამოქვეყნებულ ამ დაუმთავრებელ ნაწარმოებს 1902 წელს ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში.

თეოდორ მომზენის დაინტერესება რომის ისტორიით, განსაკუთრებით კი იულიუს კეისრის ფიგურით (მომზენი აშკარად გამოკვეთილი „ცეზარისტი“ იყო, იგი განადიდებდა იულიუს კეისარს, მას „გამორჩეულ კაცსა“ და „გენიოსს“ უწოდებდა), განპირობებული იყო მომზენის თანამედროვე პრუსიაში არსებული საერთო საზოგადოებრივ-პოლიტიკური სულისკვეთებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118583425 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Nationalencyklopedin — 1999.
  5. 5.0 5.1 KNAW Past Members
  6. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  8. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 www.accademiadellescienze.it
  10. Babelio — 2007.
  11. 11.0 11.1 The Fine Art Archive — 2003.
  12. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1902/
  13. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/