თებერდა (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
თებერდა
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 43°27′00″ ჩ. გ. 41°45′00″ ა. გ. / 43.45000° ჩ. გ. 41.75000° ა. გ. / 43.45000; 41.75000
დაარსდა 1868
ცენტრის სიმაღლე 1280 მეტრი
მოსახლეობა 8 670 (1 იანვარი, 2018)[1] [2]
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 87872
საფოსტო ინდექსი 369210–369214
თებერდა (ქალაქი) — რუსეთი
თებერდა (ქალაქი)

თებერდა (ყარაჩ.-ბალყ. Теберди́) — ქალაქი (1971-მდე დაბა) რუსეთის ფედერაციის ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში. გაშენებულია კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე (ზღვის დონიდან 1280-1420 მ სიმაღლეზე), თებერდის ხეობაში, სოხუმის სამხედრო გზაზე, რკინიგზის სადგურ ჯეგუთიდან 90 კმ.

თებერდა მაღალმთიანი კლიმატური კურორტია. იცის ზომიერად თბილი ზაფხული (აგვისტოს საშ. ტემპერატურა 16°C) და რბილი ზამთარი (იანვრის საშ. ტემპერატურა -3°C). ნალექები 690 მმ წელიწადში. სამედიცინო ჩვენება: ფილტვის ტუბერკულოზი. არის სანატორიუმი. თებერდის რაიონში ალპინისტური ბანაკები და ტურბაზებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]