თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (სიდნეი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

მუზეუმის შენობა
33°51′36″ ს. გ. 151°12′32″ ა. გ. / 33.86000° ს. გ. 151.20889° ა. გ. / -33.86000; 151.20889
დაარსდა 1991 წ.
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
დამაარსებლები ჯონ ფაუერი
მდებარეობა ახალი სამხრეთი უელსი
ექსპონატი დაახ. 4,500
კლასიფიკაცია ხელოვნების მუზეუმი
ვიზიტორები 1,206,243 (2016)
დირექტორი სუზან კოტერი
კურატორი ლარა სტრონგმანი
ოფიციალური საიტი mca.com.au
Map

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (თხმ) (ინგლ. The Museum of Contemporary Art (MOCA)) - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ქალაქ სიდნეიში. როქსის სამეზობლოში, ჯორჯის ქუჩაზე. სპეციალიზირდება თანამედროვე ხელოვნების შეგროვებსზე ავსტრალიის და მსოფლიოს მასშტაბით. მუზეუმი უმეტესად კოლექციონირებს ფერწერას, ქანდაკებას, ფოტოგრაფიას, ქაღალდის და მოძრავ სურათებს.

მუზეუმი არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას სამხრეთი უელსის და ერთა თანამეგობრობის მთავრობიდან იღებს. თუმცა, ეს მუზეუმის შემოსავლის მხოლოდ 30%-ს შეადგენს. [1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის შენობის ადგილას თავდაპირველად ორი კომისარიატის ცენტრი იდგა. კომისარიატის ცენტრები კოლონიის საზღვარგარეთიდან, უმეტესად მეტროპოლიიდან, მიღებული მომარაგების შესანახად იხმარებოდა, ითვლებოდა ფინანსურ და ექსპორტის ცენტრად. [2] პირველი აიგო 1809 წელს ჯოზეფ ფოვოს დიზაინით, მეორე - 1811 წელს გუბერნატორ ლაქლან მაქუარის ბრძანებით. ორივე შენობა აიგო პატიმრების შრომის გამოყენებით.

1907 წელს კომისარიატის ცენტრების კონტროლი კოლონიურმა მთავრობამ დაიწყო და მათი მნიშვნელობა შემცირებული იყო. 1937 წელს მათი დანგრევა და მათ ადგილხე ფლოტის დეპარტამენტის აგებს გადაწყდა. დანგრევა 1939 წელს დასრულდა, მაგრამ მშენებლობის დაწყებას ხელი მეორე მსოფლიო ომმა შეუშალა. მშენებლობა 1944 წელს განახლდა და 1948 წელს დამთავრდა.

მუზეუმის დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავსტრალიელმა მხატვარმა ჯონ ფაუერმა 1943 წლის ანდერძში თავისი ქონება, შემოქმედება და პირადი კოლექცია სიდნეის უნივერსიტეტს, თავის ალმა მატერს, დაუტოვა საგანმანათლებლო საქმიანობისთვის. უნივერსიტეტმა 1970 წელს მსგავსი ანდერძი მიიღო, სადაც ბიზნესმენმა ევერესტ იორკ სეიმურმა უნივერსიტეტს დრამატული და მუსიკალური ხელოვნების ცენტრის დაარსებს სთხოვა. უნივერსიტეტს ორი მოთხოვნის გაერთიანება და ხელოვნების ერთიანი ცენტრის დაარსება უნდოდა. [3] [4] სეიმურის სახელობის დრამატული ხელოვნების ცენტრი 1975 წელს გაიხსნა, მაგრამ მის გეგმაში ფაუერის კოლექციისთვის ადგილი არ გათვალისწინდა.

ჯონ ფაუერის კოლექცია მოგზაურ გალერეად იქცა. 1970-იან წლებში უნივერსიტეტი მას საკუთარ ბიბლიოთეკაში ინახავდა, 1980-1990 წლებში - ერთ-ერთი კამპუსის შენობაში. [5]

1989 წელს ფლოტის დეპარტამენტმა 1948 წლის ხუთსართულიანი შენონა უფრო დიდ სივრცეში გადასასვლელად დატოვა. სამხრეთი უელსის მთავრობამ შენობა სიდნეის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისთვის გამოყო. [6] მას სიდნეის უნივერსიტეტი აფინანსებდა.. მათ შორის ფაუერის შემოწირული თანხით. შენობის განახლება 1990 წელს დაიწყო ენდრიუ ანდერსონის ხელმძღვანელობით. მუზეუმი 1991 ნოემბერს გაიხსნა.

2012 წელს მუზწუმს ახალი შენონა დაემატა. [7] მას მუზეუმის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, საიმონ მორდანის პატივსაცემად დაარქვეს. ეს ადგილი 2020 წელს ლორენ ტარაბაიმ დაიკავა., [8]

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობა განახლებამდე

მუზეუმი მოიცავს ორ შენობას - ყოფილ ფლოტის დეპარტამენტს და ახალ, მორდანის სახელობის შენობას. ძირითადი შენონა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის გამარტივებული კლასიციზმის სტილშია შესრულებული არტ-დეკოს სტილის დეტალებით და კონტრასტშია ახალ, პოსტმოდერნულ შენობასთან, რისთვისაც მუზეუმი როგორც კრიტიჯას, ასევე ქებით შეფასებებს იღებს. [9]

ფლოტის დეპარტამენტის პერიოდიდან ძირითად შენობაზე საზღვაო თემის იკონოგრაგიაა შემორჩენილი. ის აღიარებულია ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლად როგორც ფედერალურ, ასევე სახელმწიგო დონეზე. [10] შენობის დიდი ნაწილი შეუცვლელად დარჩა ფლოტის დეპარტამენტის პერიოდიდან, რის გამოც მისი გალერეად გამოყენება პრობლემური იყო და ის შემდგომში განახლდა.

კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონ ფაუერმა, რომლის კოლექციამ საფუძველი დაუდო მუზეუმს, თავის ანდერძში კოლექციაში მხოლოდ უცხოური ხელოვნების შემატება მოითხოვა, ავსტრალიური ხელოვნების კი მხოლოდ იშვიათად. [11] მუზეუმმა პრიორიტეტად ავსტრალიური ხელოვნებს 2002 წლიდან გაიხადა. დღეს მუზეუმი 4,500 ექსპონატს ფლობს, მათგან უმეტესობა ავსტრალიურია.

აბორიგენების ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1984-1985 წლებში სიდნეის უნივერსიტეტმა ავსტრალიის აბორიგენების თანამედროვე ხელოვნების კოლექცია შეიძინა. მასში შევიდა დაწნილი და ხეზე დახატული ექსპონატები, ასევე ტომების კულტურული ობიექტები - იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები და ა.შ.. კოლექცია მუზეუმის დაარსებამდე ფაუერის გალერეაში ინახებოდა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. კოლექციას შემდგომ წლებში ცალკე გამოფენები ეძღვნებოდა.

1996 მუზეუმს დაემატა ასევე მანინგრიდას ტომის ხელოვნების კოლექცია. ტომის და მუზეუმის შორის გაფორმდა უნიკალური ხელშეკრულებს, რომლის თანახმად კოლექცია ფორმალურად მუზეუმს არ ეკუთვნის. [12] მხარეებს შორის პოზიტიური ურთიერთობის შესანარჩუნებლად შეთანხმების პირობები რეგულარულად მოწმდება. კოლექციაში 560 ობიექტი შედის. მის გამოსაკვლევად მუზეუმი აბორიგენ მკვლევარებთან, მხატვრებთან და კურატორებთან მუშაობს.

2018 წელს მუზეუმმა აბორიგენული წარმოშობის მხატვრის, ჯონ მავურნდჯუის გამოფენა გამართა სახელწოდებით "ჯონ მავურნდჯუი: მე ვარ ძველი და ახალი". მას 130,000 ადამიანი დაესწრო. გამოფენა ასევე ავსტრალიის რეგიონებში იმართებოდა. გამოფენიდან ორი სურათი მუზეუმს ჯერ კიდევ 1989 წელს ჰქონდა ნაყიდი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]