თამარ ერისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თამარ ერისთავი
დაბადების თარიღი 30 აპრილი, 1932(1932-04-30)
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაცვალების თარიღი 8 იანვარი, 2014(2014-01-08) (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თამარ ერისთავი (დ. 30 აპრილი, 1932, თბილისი — გ. 8 იანვარი, 2014, თბილისი) — ქართველი პოეტი და მთარგმნელი.

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1960–1973 წლებში მუშაობდა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ინგლისური ენის კათედრაზე. 1974–1993 წლებში ხელმძღვანელობდა მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის ახალგაზრდა მთარგმნელთა სექციას. მონაწილეობდა მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის რედკოლეგიისა და შექსპირის სრული ქართული გამოცემის რედკოლეგიის მუშაობაში.

პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1954 წელს. პოეტურ კრებულთაგან აღსანიშნავია: „იარე მზეზე“ (1965), „იალკიალი“ (1981), „ვარსკვლავიანი ცის ქვეშ“ (1986).

თარგმნა და შეადგინა შოტლანდიური პოეზიის ანთოლოგია (1979), თარგმნა აგრეთვე რობერტ ბერნსის ლექსები (1959), „ლირიკა“ (1964), ჯ. ბაირონის, ჟაკ პრევერის, მ. ლერმონტოვის, ნიკოლაი ტიხონოვისა და სხვათა ნაწარმოებები. მისი ლექსები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე.

გარდაიცვალა 2014 წლის 8 იანვარს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]