ზურაბ კიკნაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზურაბ კიკნაძე

ზურაბ კიკნაძე
დაბადების თარიღი 1933 წლის 3 ოქტომბერი
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 23 ნოემბერი 2022
თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
განათლება
  • თბილისის მე-7 ვაჟთა სკოლა
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • პროფესია
  • ორიენტალისტი-ასირიოლოგი
  • ბიბლეისტი
  • ფოლკლორისტი
  • ლიტერატორი
  • ილიას უნივერსიტეტის ემერიტუსი
  • თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი
  • საიტი http://www.reso-kiknadze.de/zurab.html

    ზურაბ კიკნაძე (დ. 3 ოქტომბერი 1933, თბილისი – გ. 23 ნოემბერი 2022, თბილისი) — ქართველი ორიენტალისტი-ასირიოლოგი, ბიბლეისტი, ფოლკლორისტი, ლიტერატორი, ილიას უნივერსიტეტის ემერიტუსი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი.

    მისი საკვლევი სფერო შუამდინარეთის ლიტერატურა, მითოლოგია, რელიგია; ასევე ქართული მწერლობა, ფოლკლორი, მითოლოგია, ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა იყო.

    ზურაბ კიკნაძემ თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა ბიბლია.

    მას ეკუთვნის გილგამეშიანის თარგმანი ქართულ ენაზე, რომელიც 1963 წელს გამოიცა. 1978 წელს კი თამაზ ჩხენკელთან ერთად თარგმნა ჰომეროსის „ოდისეა“.

    ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    1940-1951 წლებში სწავლობდა თბილისის მე-7 ვაჟთა სკოლაში. 1951 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1956 წელს სემიტოლოგიის განხრით.

    1956-1960 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში შუმეროლოგიას. 1960 წლიდან და 1977 წლიდან დღემდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ძველი აღმოსავლეთის ენათა განყოფილებაში. 1977 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე, თსუ დიდი საბჭოს წევრი. 2002 წლიდან მოღვაწეობს ს. ორბელიანის სახელობის თეოლოგიის, ფილოსოფიის, კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტში.

    1992 წელს იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი, 1992–1993 წლებშიადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1996 წლიდან არის „გაერთიანებულ ბიბლიურ საზოგადოებათა საქართველოს წარმომადგენლობის“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.

    1985 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ქართულ რელიგიურ გადმოცემათა სისტემა“. 1986 წლიდან ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

    2006 წლიდან ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.

    შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    ზურაბ კიკნაძე მეგობრებთან ერთად. 1962 წელი

    არის რამდენიმე წიგნისა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; პეტერბურგის, მოსკოვის, იერუსალიმის, ხოლონის, პარიზის, რომის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, ბიბლიური საზოგადოების ფორუმების (ბუქარესტი, კვიპროსი, მოსკოვი, ბრიუსელი) მონაწილე. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა პეკინში, როდოსში, მალაგასა და გრანადაში.

    ზურაბ კიკნაძეს ჰომეროსის „ოდისეის“ თარგმნისათვის (1975, თ. ჩხენკელთან ერთად) 1978 წელს მიენიჭა ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია. არის თბილისის უნივერსიტეტის სახელობის პრემიის ლაურეატი (1986 წ.), მიენიჭა სახელმწიფო პრემია (2005 წ.) ავტორთა ჯგუფთან ერთად პუბლიცისტიკის დარგში წიგნისათვის „საყმაწვილო მითოლოგიური ლექსიკონი“. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი (2006 წ.)

    პირველი თარგმანი – „გილგამეში“ (შესავლით, ლექსიკონითა და კომენტარებითურთ) 1963 წელს გამოაქვეყნა.

    ზურაბ კიკნაძის კვლევის სფეროა შუამდინარული ლიტერატურა, შუამდინარული მითოლოგია და შუამდინარული რელიგია; ქართული მწერლობა, ქართული ფოლკლორი და მითოლოგია; ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა; ბიბლიის (ძველი და ახალი აღთქმის) თარგმანი და ეგზეგეტიკა, საზოგადოებრივი პრობლემები.

    ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    ავტორია შემდეგი წიგნების:

    1. გილგამეშის ეპოსი, 1963 წ.
    2. თამუზის სიზმარი 1969 წ.
    3. შუამდინარული მითოლოგია, 1976, 1979, 2006 წ. წ.
    4. შუამდინარული მითოლოგიის ლექსიკონი, 1984 წ.
    5. გილგამეშიანი, 1984 წ.
    6. ძველი შუამდინარული პოეზია, 1987 წ.
    7. ხამურაბის კანონები, 1988 წ.
    8. საუბრები ბიბლიაზე, 1989 წ.
    9. ქართული მითოლოგია I, „ჯვარი და საყმო“, 1996 წ.
    10. შობიდან შობამდე, 1998 წ.
    11. ავთანდილის ანდერძი, 2001 წ.
    12. ქართული ხალხური ეპოსი, 2002 წ.
    13. მითოლოგია, VIII კლასის სახელმძღვანელო, 2002 წ.
    14. ძველი აღთქმის წუთისოფელი, 2003 წ.
    15. ქართული მითოლოგია (მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის), 2004 წ.
    16. „ხუთწიგნეულის თარგმანება“, თბ.: ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრი, 2004 წ.
    17. ქართული ფოლკლორი, 2008;
    18. ანდრეზები, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიურ–მითოლოგიური გადმოცემები, 2009.

    ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

    • ქე.– თბილისი.–ენციკლოპედია. თბ. 2002

    რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]