ზაზა ურუშაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაზა ურუშაძე
დაბადების თარიღი 30 ოქტომბერი, 1966
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 7 დეკემბერი, 2019 (53 წლის)
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 1989–2019
მშობლები მამა: რამაზ ურუშაძე

ზაზა ურუშაძე (დ. 30 ოქტომბერი, 1966, თბილისი — გ. 7 დეკემბერი, 2019) — ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი.

დაიბადა ქართველი მეკარის, რამაზ ურუშაძის ოჯახში.

1987 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტი. 2002-2004 წლებში იყო საქართველოს კინოცენტრის დირექტორი. 2013 წლის 8 მაისიდან[1] 2019 წლის 11 სექტემბრამდე იყო საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი.[2]

2013 წელს გამოვიდა მის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული პროდუქცია „მანდარინები“. ფილმი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე.[3] ასევე ნომინირებული იყო ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.[4]

გარდაიცვალა 2019 წლის 7 დეკემბერს, გულის შეტევით.[5] დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებული აქვს ფილმები
გადაღებული აქვს სერიალი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თავმჯდომარე. საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი, 2017.
  2. ზაზა ურუშაძემ საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. imedinews.ge (11 სექტემბერი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-07. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2019.
  3. 2015 GOLDEN GLOBE NOMINATIONS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-25. ციტირების თარიღი: 2015-01-15.
  4. Oscar Nominations 2015: See The Full List. Huffington Post. ციტირების თარიღი: 15 იანვარი, 2015.
  5. გარდაიცვალა რეჟისორი ზაზა ურუშაძე. 1tv.ge (7 დეკემბერი, 2019). ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2019.