ვრანგელის მთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვრანგელის მთები
ვრანგელის მთები, მწვერვალი ვრანგელი
ვრანგელის მთები, მწვერვალი ვრანგელი
კოორდინატები: 61°48′ ჩ. გ. 143°30′ დ. გ. / 61.800° ჩ. გ. 143.500° დ. გ. / 61.800; -143.500
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
უმაღლესი წერტილი სანფორდი
სიმაღლე 4949 
სიგრძე 150 კმ
სიგანე 80 კმ
ვრანგელის მთები — ალასკა
ვრანგელის მთები

ვრანგელის მთები (ინგლ. Wrangell Mountains) — ვულკანური მთის მასივი ალასკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. აღმოსავლეთით ებჯინება წმინდა ილიას მთებს. გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ 150 კმ-ზე, სიგანე 80 კმ. ზოგიერთი მწვერვალი მოქმედი ვულკანია, მათ შორის ყველაზე მაღალია სანფორდი (4949 მ). აღსანიშნავია აგრეთვე მწვერვალები ბლექბერნი (4918 მ) და ვრანგელი (4268 მ). ჩრდილოეთ კალთაზე თოვლის ხაზის საზღვარი 1650-1800 მ-ზე გადის, ხოლო სამხრეთ კალთაზე — 1950-2100 მ-ზე. გამყინვარების საერთო ფართობია 8300 კმ². დიდი მყინვარია ნაბესნა, რომლის სიგრძეა 87 კმ. ზოგიერთი მყინვარი ეშვება 500-700 მ სიმაღლეზე. მასივის ცენტრალურ ნაწილში არის ფირნის ველები, საიდანაც სათავეს იღებს მყინვარები. გაბატონებულია მთის ტუნდრა. სახელი ეწოდა რუსი ზღვაოსანის ფერდინანდ ვრანგელის პატივსაცემად. არის ვრანგელ-წმინდა ელიას ეროვნული პარკი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]