ვლადისლავ რეიმონტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადისლავ რეიმონტი
პოლ. Władysław Stanisław Reymont
დაბადების თარიღი 7 მაისი, 1867(1867-05-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბადების ადგილი კობელე-ველკე
გარდაცვალების თარიღი 5 დეკემბერი, 1925(1925-12-05)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (58 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვარშავა[11]
დასაფლავებულია პოვონზკის სასაფლაო
საქმიანობა მწერალი[10] , რომანისტი, სცენარისტი და პროზაიკოსი
ენა პოლონური ენა
ეროვნება პოლონელები[12]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 პოლონეთის მეორე რესპუბლიკა
Magnum opus კაცები და აღთქმული მიწა
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[13] [14], საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი, პოლონეთის აღორძინების ორდენის ოფიცერი, პოლონეთის აღორძინების ორდენის კომანდორი, Grand Cross of the Order of Polonia Restituta და თეთრი არწივის ორდენი
მეუღლე Aurelia Szacnajder Szabłowska
ხელმოწერა

ვლადისლავ სტანისლავ რეიმონტი (პოლ. Władysław Stanisław Reymont, ნამდვილი გვარია რეიმენტი; დ. 7 მაისი, 1867, როდომსკოსთან ახლოს სოფელ კობელე ველკეში – გ. 5 დეკემბერი, 1925, ვარშავა) — პოლონელი მწერალი. 1924 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „მისი დიდებული ნაციონალური ეპოსისთვის „კაცები““.[15]

რეიმონტი წარჩინებულ, მაგრამ ღარიბ ოჯახში დაიბადა. მან თერძის განათლება მიიღო, თუმცა ჯერ რკინიგზის სადგურზე მუშაობდა, შემდეგ კი თეატრალური დასის წევრი გახდა. იგი ბევრს მოგზაურობდა და ხშირად აქვეყნებდა მოთხრობებს, რომლებშიც თავისი ცხოვრების გამოცდილებას აღწერდა.

რეიმონტის შემოქმედება 30 ვრცელ პროზაულ ნაწარმოებს მოიცავს. მისთვის პირველი წარმატებული და ფართოდ აღიარებული რომანი 1899 წელს გამოქვეყნებული „აღთქმული მიწა“ იყო, რომელიც ყურადღებას ამახვილებდა ისეთ თემებზე, როგორიცაა სოციალური უთანასწორობა, სიღარიბე და მუშახელის ექსპლუატაცია ინდუსტრიულ ქალაქ ლოძში. მწერლის მიზანს რომანის საშუალებით საზოგადოებაზე ინდუსტიალიზაციის გავლენის ასახვა წარმოადგენდა.

ვლადისლავ რეიმონტი დიდი პოპულარობით სარგებლობდა კომუნისტურ პოლონეთში. იგი სიმბოლისტი და რეალისტი მწერალი იყო; თავის ნამუშებრებში ასახავდა სოციალისტურ იდეებს, ახდენდა სასოფლო-აგრარული კულტურის რომანტიზირებას და აკრიტიკება კაპიტალიზმს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეიმონტი 1867 წელს სოფელ კობელე ველკეში, როდომსკთან ახლოს ორღანისტის ოჯახში დაიბადა. მისი დედა გაღარიბებული კრაკოველი დიდგვაროვანი ოჯახის შთამომავალი იყო. რეიმონტმა ბავშვობის წლები ქალაქ ტუშინში გაატარა. რამდენიმე წელი ადგილობრივ სკოლაში სწავლის შემდეგ იგი ვარშავაში გაგზავნეს, სადაც მას უფროსი და და მისი ქმარი მზრუნველობდნენ. 1885 წელს რეიმონტმა მშობლების სურვილით გამოცდების ჩაბარების შემდეგ თერძის წოდება მიიღო, რომელიც მისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე ფორმალური განათლების ერთადერთი დამადასტურებელი დოკუმენტი იყო. რეიმონტს პროფესიით არასოდეს უმუშავია. ნაცვლად ამისა, იგი მოხეტიალე მსახიობთა დასს შეუერთდა. ერთი წლის შემდეგ ტუშინში დაბრუნდა, სადაც მამამისის დახმარებით რკინიგზის სამსახურში დასაქმდა. მისი ხელფასი თვეში 16 რუბლი იყო. 1988 წელს იგი პარიზსა და ლონდონში წავიდა სამოგზაუროდ, შემდეგ კი კვლავ თეატრალურ დასს შეუერთდა, თუმცა წარუმატებელი სამსახიობო მოღვაწეობის გამო მას ისევ მშობლიურ ქალაქში მოუწია დაბრუნება.

რეიმონტი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში მოთხრობებს აქვეყნებდა, რომლებშიც თავისი ცხოვრების გამოცდილებას, სოფელში ცხოვრებას, რკინიგზის სამსახურში მუშაობას და თეატრალურ ცხოვრებას აღწერდა. მოთხრობებს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და მწერალმა რომანების დაწერა გადაწყვიტა. 1895-1896 წლებში რომანების გამოქვეყნების შემდეგ მწერლის მატერიალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. რეიმონტმა იმოგზაურა ბერლინში, ლონდონში, პარიზსა და იტალიაში. შემდეგ რამდენიმე თვე ლოძში გაატარა, სადაც მომდევრო რომანისთვის „ყოველდღიური კურიერი“ მასალებს კრებდა.

რეიმონტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი 1899 წელს გამოქვეყნებული რომანი „აღთქმული მიწაა“, რომელიც ინდუსტიული რევოლუციის პერიოდში ქალაქ ლოძის სოციალურ პანორამას ასახავს. რომანი დრატული ელემენტებითაა გაჯერებული და აღწერს, თუ როგორ იბრძვიან არსებობისთვის ქალაქში მცხოვრები ადამიანები. მწერალი გმობს ინდუსტრიალიზაციისა და ურბანიზაციის პროცესს, რომლიც გამოც მისი პერსონაჟები მაღალ ზნეობრივ იდეალებს კარგავენ. „აღთქმული მიწა“ 15-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და მისი ორი ეკრანიზაცია არსებობს. რომანის ჰონორარით მწერალმა საფრანგეთში იმოგზაურა, სადაც მან გადასახლებული პოლონელები გაიცნო.

1900 წელს რეიმონტი სარკინიზგო ავარიისას დაშავდა, რისთვისაც კომპენსაციის სახით რკინიგზის სამსახურმა მას 40 ათასი რუბლი გადაუხადა. 1902 წელს მწერალმა ცოლად შეირთო აურელია შაბლოვსკა, ექიმი, რომელიც მის რეაბილიტაციის პროცესს ხელმძღვანელობდა. 1919 წელს რეიმონტმა პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით აშშ-ში იმოგზაურა.

1904-1909 წლებში გამოქვეყნდა რეიმონტის ოთხნაწილიანი რომანი „კაცები“, რომელშიც მწერალი პროვინციული ქალაქების ცხოვრების დინამიკას და კულტურას აღწერს. რომანი ადგილობრივი დიალექტითაა დაწერილი, მასში გვხვდება ნატურალიზმისა და სიმბოლიზმის ელემენტები. რომანის მთავარ ღირსებას მისი რეალისტურობა წარმოადგენს.

რეიმონტის უკანასკნელი რომანი „ამბოხი“, რომელიც სრული სახით 1924 წელს გამოქვეყნდა, ცხოველების აჯანყებაზეა, რომლებიც თანასწორობის მოთხოვნით ფერმიდან გამოდიან. მათი ამბოხი მალევე ძალადობასა და სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზრდება. „ამბოხი“ მეტაფორულად 1917 წლის რუსეთის ბოლშევიკურ რევოლუციას აღწერს, ამიტომ 1945-1989 წლების კომუნისტურ პოლონეთში რომანი აკრძალული იყო.

1924 წელს რეიმონტს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში.[16] მისი კონკურენტები თომას მანი, ჯორჯ ბერნარდ შოუ და თომას ჰარდი იყვნენ. რეიმონტი ავადმყოფობის გამო დაჯილდოების ცერემონიას ვერ დაესწრო. ჯილდო და 116,718 კრონიანი ჩეკი მას საფრანგეთში გაუგზავნეს, სადაც იმ დროს მკურნალდობდა.

რეიმონტი 1925 წლის 5 დეკემბერს ვარშავაში გარდაიცვალა.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რომანი ''პანტერა'' (ვლადისლავ რეიმონდი)
  • რომანი „ვამპირები“ (ბარონი ოლშევრი)
  • რომანი „კომედიანტი ქალი“
  • რომანი „კაცები“ 2 ტომად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Discogs — 2000.
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 Babelio — 2007.
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 Internetowy Polski Słownik Biograficzny
  10. 10.0 10.1 10.2 The Fine Art Archive — 2003.
  11. Deutsche Nationalbibliothek Record #11878854X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  12. https://www.universalis.fr/encyclopedie/ladislas-stanislas-reymont/
  13. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1924/
  14. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  15. nobel prize in literature 1924.
  16. Nomination Archive.