ვიშის რეჟიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საფრანგეთის სახელმწიფო
État français


19401944
დროშა გერბი
დევიზი
"Travail, Famille, Patrie"
ჰიმნი
La Marseillaise

  •   საფრანგეთი
  •   გერმანელთა საოკუპაციო ზონა საფრანგეთში
  •   საფრანგეთის პროტექტორატები
დედაქალაქი ვიში (დე-ფაქტო)
პარიზი (დე-იურე)
ზიგმარინგენი (1944-1945)
ენა ფრანგული
ფულის ერთეული ფრანკი
მმართველობის ფორმა ავტორიტარული სახელმწიფო

ვიშის რეჟიმი (ფრანგ. Régime de Vichy), ვიშის საფრანგეთი ან ვიშის მთავრობა1940 წლის აგვისტოდან 1944 წლამდე არსებული საფრანგეთის მთავრობა. ვიშის რეჟიმის წინ არსებობდა საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა, ხოლო მის შემდგომ იყო დროებითი მთავრობა. ვიშის რეჟიმის შექმნას წინ უძღოდა მეორე მსოფლიო ომში საფრანგეთის მარცხი ნაცისტურ გერმანიასთან. ახლად შექმნილ სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგა მარშალი ანრი ფილიპ პეტენი.

ვიშის რეჟიმი ვერ აკონტროლებდა საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილს, ვინაიდან ეს ტერიტორია გერმანულ ვერმახტს ჰქონდა დაკავებული. რეჟიმის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქალაქი ვიში. პეტენი და ვიშის რეჟიმის წარმომადგენლები, თანამშრომლობდნენ გერმანელებთან. აქაც ისევე ხორციელდებოდა ებრაელების დევნა როგორც გერმანულების მიერ დაპყრობილ სხვა ტერიტოირებზე.

რამდენიმე წილის შემდეგ, შარლ დე გოლმა ვიშის რეჟიმის არალეგიტიმურობის საკითხი დააყენა. მოკავშირეების მიერ საფრანგეთში შეჭრის და ოპერაცია ოვერლორდის წარმატებით გახორციელების შემდეგ, შარ დე გოლი გახდა საფრანგეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი. 1944 წელს გათავისუფლდა პარიზი. მოკავშირეების მიერ შარ დე გოლის მთავრობა ლეგიტიმურად იქნა აღიარებული.

პეტენის მთავრობა გადავიდა გერმანიაში და 1945 წლის აპრილამდე დევნილი მთავრობის სტატუს ატარებდა. მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეების გამარჯვების შემდეგ, ვიშის რეჟიმის წარმომადგენლების უმრავლესობას დახვრეტა მიესაჯა, ანალოგიური ბედი ელოდა პეტენსაც. მას წაუყენეს სამშობლოს ღალატის ბრალდება, თუმცა მოგვიანებით დახვრეტა სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Azema, Jean-Pierre, ed. Collaboration and Resistance: Images of Life in Vichy France 1940–1944 (2000) 220pp; photographs
  • Boyd, Douglas. Voices from the Dark Years: The Truth About Occupied France 1940-1945 (The History Press, 2015)
  • Burrin, Philippe. France Under the Germans: Collaboration and Compromise (1998)

ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურაები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]