ვიტენბერგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ვიტენბერგი
Lutherstadt Wittenberg
გერბი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
მხარე საქსონია-ანჰალტი
კოორდინატები 51°52′00″ ჩ. გ. 12°39′00″ ა. გ. / 51.86667° ჩ. გ. 12.65000° ა. გ. / 51.86667; 12.65000
მაიორი Torsten Zugehör
ფართობი 240.32 კმ²
ცენტრის სიმაღლე 67
მოსახლეობა 49,914 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 208 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC(UTC+1/+2)
სატელეფონო კოდი 03491
საფოსტო ინდექსი 06295
საავტომობილო კოდი WB
ოფიციალური საიტი wittenberg.de
ვიტენბერგი — გერმანია
ვიტენბერგი
ვიტენბერგი — საქსონია-ანჰალტი
ვიტენბერგი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 783
ინგლ.რუს.ფრ.

ვიტენბერგი (გერმ. Lutherstadt Wittenberg), ოფიციალურად ლუთერშტადტ-ვიტენბერგი — ქალაქი გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში, მდინარე ელბაზე. 2009 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 49 914 ადამიანს შეადგენს.[1]

ქალაქის ისტორიული მნიშვნელობა მართლაც დიდია - ერთ დროს წარმოადგენდა საქსონიის საკურფიურსტოს ცენტრს, ასევე ამ ქალაქთანაა დაკავშირებული მარტინ ლუთერის მოღვაწეობა და შესაბამისად პროტესტანტული რეფორმაცია. ამ პერიოდს მრავალი შენობა-ნაგებობა უკავშირდება, მათ შორისაა ავგუსტინელთა მონასტერი, სადაც ლუთერი მოღვაწეობდა ჯერ როგორც ბერი, ხოლო შემდეგ ოჯახთან ერთად მისი მფლობელი გახდა. მონასტერი ამჟამად დაცულია და მსოფლიოში პირველ ლუთერისადმი მიძღვნილ მუზეუმს წარმოადგენს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიტენბერგი XII საუკუნეში დაარსდა. XVI საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვან ეკონომიკურ, ტექნიკურ და ხელოვნების ცენტრს წარმოადგენდა. აქ არსებული უნივერსიტეტის წყალობით, განსაკუთრებით ძლიერი იყო მისი პოზიციები ინტელექტუალური თვალსაზრისით. 1508 წლიდან, ამ უნივერსიტეტში მარტინ ლუთერი თეოლოგიას ასწავლიდა, სადაც 1517 წელს გამოაქვეყნა 95 თეზისი ინდულგენციების წინააღმდეგ. სწორედ ამ მომენტიდან, ვიტენბერგი პროტესტანტული რეფორმაციის სულისჩამდგმელი ხდება.

პირველად გერმანიაში, ასევე ვიტენბერგში მოხდა გერმანული სამართლის სწავლება 1797 წელს.

1996 წელს, ქალაქის მარტინ ლუთერთან დაკავშირებული მემორიალური ადგილები, ქალაქ აისლებენის ანალოგიურ ადგილებთან ერთად, იუნესკოკმ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-16. ციტირების თარიღი: 2011-05-14.