ვიტაუტას ლანდსბერგისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიტაუტას ლანდსბერგისი

ვიტაუტას ლანდსბერგისი (ლიეტ. Vytautas Landsbergis; დ. 18 ოქტომბერი, 1932, კაუნასი) — ლიტველი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, მუსიკათ- და ხელოვნებათმცოდნე, პუბლიცისტი.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1988 წელს საიუდისის საინიციატივო ჯგუფში იქნა არჩეული (თავდაპირველად „მოძრაობა ლიტვის გარდაქმნისათვის“). საიუდისის საწესდებო ყრილობაზე 1988 წლის 22-23 ოქტომბერს აირჩიეს საიუდისის სეიმის საბჭოსა და სეიმში. 1988-1991 წლებში სეიმის საპატიო თავმჯდომარეა.

1989 წლის მარტში აირჩიეს სსრკ-ის სახალხო დეპუტატად და მონაწილეობა მიიღო სახალხო დეპუტატების ყრილობაში.

1990-92 წლებში ლიტვის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ლიტვის სეიმისა (1996—2000). სამამულო მემარჯვენე პარტიის ერთ-ერთი შემქმნელი (1993) და თავმჯდომარე.

2004 წლიდან ევროპარლამენტის წევრია და ევროპის სახალხო პარტიისა (European People’s Party (Christian Democrats) და ევროპელი დემოკრატების European Democrats) უმსხვილეს ფრაქციაში შედის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ლიტვის პრეზიდენტი

19901992
შემდეგი:
ალგირდას ბრაზაუსკასი