ვისოკი-დეჩანის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოსოვოს შუა საუკუნეების მონუმენტები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა სერბეთის დროშა სერბეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 42°32′48″ ჩ. გ. 20°16′18″ ა. გ. / 42.54667° ჩ. გ. 20.27167° ა. გ. / 42.54667; 20.27167
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2004  (28-ე სესია)
ნომერი 724
საფრთხის ქვეშ 2006 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 724
ინგლ.რუს.ფრ.

ვისოკი-დეჩანი (სერბ. Високи Дечани) — სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი მონასტერი კოსოვოში, ქალაქ პეჩიდან 12 კმ-ით სამხრეთით.

მონასტერი 1327 წელს წაბლის პატარა ტყეში დააარსა სერბეთის მეფე სტეფან უროშ III-მ. ჩანაწერი ამის შესახებ 1330 წლით თარიღდება. მომდევნო წელს, მეფე გარდაიცვალა და დაკრძალულ იქნა მონასტერში. მშენებლობა მისმა ვაჟმა, იმპერატორმა სტეფან უროშ IV-მ განაგრძო. სამუშაოები 1335 წელს დასრულდა, მაგრამ ფრესკების წერა 1350 წლამდე გრძელდებოდა.

მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა და ნაგებია მეწამული და ღია ყვითელი მარმარილოთი. სამუშაობეს უძღვებოდა ფრანცისკანელი ბერი ვიტუსი ქალაქ კოტორიდან. ეკლესია გამოირჩევა შთამბეჭდავი ზომითა, ასევე სტრუქტურის რომანული და ადრეული გოტიკური დაგეგმარებით. კარგად შემონახული ფრესკების გვერდით, ინტერიერში მდებარეობს XIV საუკუნის პატარა ქვის „ტაძარი", იღუმენის ტახტი და დეკორირებული ხის სარკოფაგი, რომელშიც მონასტრის დამფუძნებელი, მეფე სტეფანე განისვენებს.

1990 წელს, ვისოკი-დეჩანის მონასტერი გაფორმდა როგორც განსაკუთრებული კულტურული მნიშვნელობის მონუმენტი, რომელსაც სერბეთის სახელმწიფო იცავს. 2004 წლიდან, ასევე შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. იუნესკო მის ფრესკებს შემდეგნაირად ახასიათებს: „ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ნიმუში პალეოგენური რენესანსისა ბიზანტიურ მხატვრობაში". 2006 წელს, ეთნიკური ალბანელების მხრიდან პოტენციური თავდასხმის გამო, მონასტერმა საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში გადაინაცვლა. ამჟამად დაცულია გაეროს კოსოვოს ძალების მიერ.

2007 წლის 30 მარტს, მონასტრის სიახლოვეს აფეთქება მოხდა, რასაც ადასტურებენ სერბული და საერთაშორისო წყაროები. მონასტრის წინამძღვარი ამ ფაქტს ალბანელ ტერორისტებს მიაწერს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]