ვისოკე-მიტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ვისოკე-მიტო
ჩეხ. Vysoké Mýto
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
შიდა დაყოფა Brteč[1] , Domoradice[1] , Choceňské Předměstí[1] , Knířov[1] , Lhůta[1] , Litomyšlské Předměstí[1] , Pražské Předměstí[1] , Svařeň[1] , Vanice[1] და Vysoké Mýto-Město[1]
კოორდინატები 49°57′00″ ჩ. გ. 16°10′00″ ა. გ. / 49.95000° ჩ. გ. 16.16667° ა. გ. / 49.95000; 16.16667
მმართველი František Jiraský[2]
დაარსდა 1262
პირველი ხსენება 1264
ფართობი 42.07 კმ²
ცენტრის სიმაღლე 284
მოსახლეობა 12,634 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 300 კაცი/კმ²
საფოსტო ინდექსი 566 01[3]
საავტომობილო კოდი UO
ოფიციალური საიტი vysoke-myto.cz
ვისოკე-მიტო — ჩეხეთის რესპუბლიკა
ვისოკე-მიტო

ვისოკე-მიტო (ჩეხ. Vysoké Mýto) — ქალაქი ჩეხეთში, პარდუბიცის მხარეში, უსტი-ნად-ორლიცის რაიონში. 12 ათ. მცხ. (2011 წლის მონაცემებით). გაშენებულია მდინარე მლინსკი-პოტოკისა და ლოუჩნის შესართავთან. ქალაქზე გადის ადგილობრივი რკინიგზის ხაზი 018, ხოცენიდან ლიტომიშლის მიმართულებით და ჩქაროსნული ავტომაგისტრალი E35 (E442), რომელიც ქალაქს ორ ნაწილად ყოფს. ასევე ვისოკე-მიტოში არის ავტობუსების მწარმოებელი კომპანია Iveco Czech Republic-ის ოფისი (ყოფილი Karosa).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსდა მეფე პრჟემისლ II ოტოკარის მიერ 1262 წელს. წარმოადგენდა ერთ-ერთ სავაჭრო კვანძს პრაღა-ოლომოუცის გზაზე. 1265 წელს მეფე პრჟემისლ ოტაკარ II-ის ბრძანებით განისაზღვრა ქალაქის არქიტექტურულ-ურბანისტული სტილი. სავაჭრო გზის წყალობით ქალაქი სწრაფად განვითარდა. გამაგრდა თავდაცვითი მაღალი გალავნით, თხრილებითა და კოშკებით. 1307 წელს მეფე რუდოლფ ჰაბსბურგმა შეცვალა ქალაქის სტატუსი სადედოფლო ქალაქით, რის შედეგადაც ქალაქი გადაეცა მის მეუღლეს, დედოფალ ელიშკა რეიჩკას.

1349 წელს პირველად იხსენიება წმ. ვავრჟინის ტაძარი. 1421 წელს მცირე წინააღმდეგობის შემდეგ ქალაქი აიღეს პრაღელმა ჰუსიტმა მებრძოლებმა, რასაც ბევრი ხალხი ემსხვერპლა და ასევე დაიწვა ქალაქის ნაწილი. 1567 წელს სამეფო ქალაქებში ჩატარდა სახლების აღწერა. იმჟამად ვისოკე-მიტოში 380 სახლი იყო.

1700 წელს ხანძარს ემსხვერპლა. 1808 წელს დაანგრიეს თავდაცვითი ნაგებობები ქალაქის შესასვლელებში. 1851-1959 წლებში იყო ვისოკე-მიტოს რაიონის ცენტრი. 1879 წელს დაარსდა გიმნაზია. 1882 წელს ქალაქი მიუერთდა სარკინიგზო ქსელს. 1968-1990 წლებში იყო საბჭოთა ოკუპანტების ბაზირების ადგილი.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. DeníkVltava Labe Media, 2015.
  3. Register of territorial identification, addresses and real estates