ვიორიკა დენჩილე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიორიკა დენჩილე
ვიორიკა დენჩილე
რუმინეთის 67-ე პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 იანვარი, 2018 – 4 ნოემბერი, 2019
პრეზიდენტი  კლაუს იოჰანისი
წინამორბედიმიჰაი ფიფორი (მოვალეობის შემსრულებელი)
მემკვიდრელუდოვიკ ორბანი

ევროპის პარლამენტის წევრი რუმინეთიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 იანვარი 2009 – 28 იანვარი, 2018
მემკვიდრეგაბრიელა ზოანე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 მაისი 2019 – 26 ნოემბერი, 2019
წინამორბედილივიუ დრაგნია
მემკვიდრემარჩელ ჩიოლაკუ

დაბადებული16 დეკემბერი, 1963 (1963-12-16) (60 წლის)
როშიორიი-დე-ვედე, რუმინეთი
პოლიტიკური პარტიასოციალ-დემოკრატიული პარტია
მეუღლეკრისტინელ დენჩილე[1]
შვილები1
განათლებაპეტროლუმ-გაზის უნივერსიტეტი
პოლიტიკისა და სახალხო ადმინისტრირების ეროვნული უნივერსიტეტი

ვასილიკა ვიორიკა დენჩილე (რუმ. Viorica Dăncilă; დ. 16 დეკემბერი, 1963)[2]რუმინელი პოლიტიკოსი და რუმინეთის პრემიერ-მინისტრი 2018 წლის 29 იანვრიდან 2019 წლის 4 ნოემბრამდე.[3] ის გახდა პირველი ქალი ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც დაიკავა ეს თანამდებობა. 2014 წელს აირჩიეს ევროპის პარლამენტის წევრად მეორე ვადით რუმინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. 2015 წლიდან დენჩილე ასევე იკავებს სოციალ-დემოკრატიული ქალთა ორგინიზაციის პრეზიდენტის თანამდებობას.

ვიორიკა დენჩილე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი 1996 წელს გახდა, ტელეორმანის ჟუდეციდან.[4] წლების განმავლობაში მას რამდენიმე თანამდებობა ეკავა, როგორც პარტიაში, ასევე ადგილობრივ ადმინისტრაციაში. დენჩილე აგრეთვე იყო რაიონის საბჭოს წევრი.

პოლიტიკაში მოსვლამდე იყო ინჟინერი და ვიდელეს ინდუსტრიული უმაღლესი სკოლის მასწავლებელი.

ვიორიკა დანჩილეს პრემიერ-მინისტრად არჩევის შესახებ ცნობილი 2018 წლის 26 იანვარს გახდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. M. Z.. (January 19, 2018) Cum arată soțul premierului Viorica Dăncilă și cu ce se ocupă acesta - GALERIE FOTO Romanian. Antena 3.
  2. Lucian Negrea. (January 16, 2018) BIOGRAFIE - Cine este Viorica Dăncilă, premierul propus de PSD Romanian. stiripesurse.ro.
  3. Romanian Protests Put Ruling Party Under Renewed Pressure (22 January 2018). ციტირების თარიღი: 29 January 2018.
  4. Portret: Cine este Viorica Dăncilă, premierul desemnat al României Romanian. Digi 24 (January 17, 2018).