ვინისიუს ჟუნიორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვინისიუს ჟუნიორი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვინისიუს ჟოზე პაიშან დე ოლივიერა ჟუნიორი
დაბადების
თარიღი
12 ივლისი, 2000 (2000-07-12) (23 წლის)
დაბადების
ადგილი
სან-გონსალუ,
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
სიმაღლე 176 სმ
სათამაშო
პოზიცია
გარემარბი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
რეალ მადრიდი
ნომერი 20
ახალგაზრდული კარიერა
2005–2017 ფლამენგო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2017–2018 ფლამენგო 37 (7)
2018 რეალ მადრიდ კასტილია 5 (4)
2018– რეალ მადრიდი 170 (46)
ეროვნული ნაკრები
2015–2016 ბრაზილია 15 წლ. 10 (7)
2016–2017 ბრაზილია 17 წლ. 19 (17)
2018– ბრაზილია 20 წლ. 4 (0)
2019– ბრაზილია 26 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 16 მარტი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 17 ნოემბერი, 2023

ვინისიუს ჟოზე პაიშან დე ოლივიერა ჟუნიორი (პორტ. Vinícius José Paixão de Oliveira Júnior; დ. 12 ივლისი, 2000) — ბრაზილიელი ფეხბურთელი. მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი. ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.[1][2][3][4][5][6][7]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სან-გონსალუში. პროფესიული კარიერა დაიწყო კლუბ ფლამენგოში, სადაც მისი დებიუტი შედგა 2017 წელს, 16 წლის ასაკში. რამდენიმე კვირის შემდეგ ვინისიუსი გადავიდა ლა ლიგის კლუბ მადრიდის „რეალში“, რომელთანაც ხელი მოაწერა 38 მილიონი გირვანქა სტერლინგის კონტრაქტს, რაც ქვეყანაში რეკორდული იყო 18-წლამდე ფეხბურთელისათვის.[8] ტრანსფერი ძალაში შევიდა მისი მე-18 დაბადების დღის შემდეგ. ვინისიუსის დებიუტი კლუბში შედგა 2018–19 წლების სეზონზე. მეოთხე სეზონისთვის ვინისიუსმა თავი დაიმკვიდრა მადრიდის რეალის გუნდის გამოჩენილ წევრად, დაეხმარა რა კლუბს 2021–22 წლების ლა ლიგის ტიტულის მოპოვებაში[9] და გაიტანა რა გამარჯვების გოლი უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022 წლის ფინალში.[10]

რაც შეეხება ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებს, ვინისიუსმა მთავარი როლი შეასრულა 2015 წლის სამხრეთ ამერიკის 15-წლამდელთა ჩემპიონატზე და 2017 წლის სამხრეთ ამერიკის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე გამარჯვებებში, ამ უკანასკნელში საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. უფროსებში მისი დებიუტი 2021 წელს შედგა, კოპა ამერიკაზე ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ბრაზილიას წარმოადგენდა 2022 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზეც კატარში.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი: (3)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვინისიუს ჯუნიორი - ფეხბურთელი, ბიზნესმენი, ბლოგერი და ქველმოქმედი დიდი მიზნებით
  2. FC 100 best men's soccer forwards, 2022-23 en (2023-07-04). ციტირების თარიღი: 2023-07-05
  3. The 100 best male footballers in the world 2022. ციტირების თარიღი: 23 May 2023
  4. Banerjee, Apratim (17 October 2022). „Ballon d'Or 2022: Rankings from 6-10 revealed featuring Kylian Mbappe and Vinicius Jr“. Sportskeeda. ციტირების თარიღი: 23 May 2023.
  5. Ballon d'Or 2023 Power Rankings: Six Man City players in the top 20 as Lionel Messi continues to hold off Erling Haaland (22 May 2023). ციტირების თარიღი: 23 May 2023
  6. „Vinicius Junior tipped to become best player in the world“. OneFootball. 23 May 2023. ციტირების თარიღი: 23 May 2023.
  7. White, Mark. (2023-12-19) Ranked! The 100 best football players in the world: 2023 en-GB.
  8. „Madrid present £38.7m teenager Vinicius“. BBC Sport (ინგლისური). ციტირების თარიღი: 27 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  9. Ranked! The 10 best wingers in the world right now en (18 March 2022). ციტირების თარიღი: 27 მაისი, 2022
  10. „Champions League final: Vinícius Júnior scores only goal as Real Madrid beat Liverpool to claim 14th title“. UEFA.com. Union of European Football Associations. 28 მაისი, 2022. ციტირების თარიღი: 28 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)