ვიაჩესლავ ტიხონოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიაჩესლავ ტიხონოვი

ვიაჩესლავ ტიხონოვი
დაბადების სახელი ვიაჩესლავ ტიხონოვი
დაბადების თარიღი 8 თებერვალი, 1928
პავლოვსკი პოსადი, რუსეთი
გარდაცვალების თარიღი 4 დეკემბერი 2009
მოსკოვი, რუსეთი
საქმიანობა მსახიობი

ვიაჩესლავ ტიხონოვი (რუს. Тихонов, Вячеслав Васильевич; დ. 8 თებერვალი, 1928 — გ. 4 დეკემბერი 2009) — რუსი საბჭოთა კინოს მსახიობი, მრავალი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი, მათ შორის სსრკ-ის სახალხო არტისტის (1974) და სოციალისტური შრომის გმირის (1982) ლაურეატი. დაიბადა პავლოვსკი პოსადში, მოსკოვთან. გარკვეული პერიოდი საამქროში მუშაობდა. 1950-60-იან წლებში იქორწინა ნონა მორდიუკოვაზე, რომელიც იმჟამად მასზე გაცილებით უფრო პოპულარული მსახიობი იყო საბჭოთა კავშირში.

ტიხონოვი შტირლიცის როლში

ტიხონოვის ყველაზე კარგად ცნობილი როლია შტანდარტენფიურერ შტირლიცი იულიან სემიონოვის ნაწარმოების მიხედვით შექმნილ ტელესერიალში „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“ და გავრილ ტროეპოლსკის რომანის ეკრანიზაციაში „შავყურა თეთრი ბიმი“. მას ასევე შერულებული აქვს ანდრეი ბოლკონსკის როლი ოსკარით დაჯილდოებულ ფილმში „ომი და მშვიდობა“ (1969) და მოხუცი კაცის როლი, ასევე ოსკარით დაჯილდოებულ ფილმში „მზით გათანგულები“ (1994).

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1948 ახალგაზრდა გვარდია Молодая гвардия ვლადიმერ ოსმუხინი
1950 მშვიდობიან დღეებში В мирные дни გრინევსკი
1951 ტარას შევჩენკო Тарас Шевченко პეტერბურგის ახალგაზრდობის წარმომადგენელი
1952 მაქსიმკა Максимка ალექსანდრე გორელოვი
1956 გული კვლავ ძგერს Сердце бьётся вновь… ლეონიდ გოლუბევი
1957 Дело было в Пенькове მატვეი მაროზოვი
1958 საგანგებო შემთხვევა ЧП. Чрезвычайное происшествие ვიქტორ რაისკი
1959 წყურვილი Жажда ოლეგ ბეზბოროდკო, ლეიტენანტი
1959 მაისის ვარსკვლავები Майские звёзды ანდრეი რუკავიჩკინი
1960 მიჩმანი პანინი Мичман Панин ვასილი პანინი, მიჩმანი
1961 ორი სიცოცხლე Две жизни სერგეი ნაშჩიოკინი
1962 На семи ветрах ვიაჩესლავ სუზდალევი
1963 ოპტიმისტური ტრაგედია Оптимистическая трагедия ალექსეი
1968 ომი და მშვიდობა Война и мир ანდრეი ბალკონსკი
1968 დავიცადოთ ორშაბათამდე Доживем до понедельника ილია მელნიკოვი
1969 ოჯახური ბედნიერება Семейное счастье კაპიტონოვი
1970 კარუსელი Карусель (новелла «Размазня») ოჯახის უფროსი
1971 ეგორ ბულიჩოვი და სხვები Егор Булычов и другие
1971 Человек с другой стороны ვიქტორ კრიმოვი
1973 გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება Семнадцать мгновений весны შტანდარტენფიურერი შტირლიცი
1974 ფრონტი ფლანგების გარეშე“ Фронт без флангов მაიორი ივან მლინსკი
1975 ისინი სამშობლოსთვის იბრძოდნენ Они сражались за Родину ნიკოლაი სტრელცოვი
1975 Повесть о человеческом сердце კითხუობს ავტორის ტექსტს
1976 და სხვა ოფიციალური პირნი И другие официальные лица კონსტანტინე ივანოვი
1977 შავყურა თეთრი ბიმი Белый Бим Чёрное ухо ივანე ივანოვი
1977 ფრონტი წინა ხაზის მიღმა Фронт за линией фронта ივან მლინსკი, პოლკოვნიკი, მაიორი
1981 უხელფასო შვებულება Отпуск за свой счет კითხუობს ავტორის ტექსტს
1819 ფრონტი მტრის ზურგში Фронт в тылу врага პოლკოვნიკი ივან მლინსკი
1982 Однолюбы ეპიზოდი
1984 ევროპული ამბავი Европейская история პეტერ ლოსერი
1984 სკსს უფლებამოსილია განაცხადოს ТАСС уполномочен заявить კონსტანტინ კონსტანტინოვი, სუკ-ის მაიორი
1987 აპელაცია Апелляция დიმიტრი პლოტნიკოვი
1988 დრაკონის მოკვლა Убить дракона შარლემანი, არქივარიუსი
1989 სიყვარული პრივილეგიებით Любовь с привилегиями კონსტანტინე კოჟემიაკინი
1991 მწვანე ოთახის მოჩვენება Призраки зеленой комнаты მარტინ ჩივერელი
1992 ეშმაკები Бесы (Николай Ставрогин) ტიხონი, ეპისკოპოსი
1993 უღირსობის კოდექსი Кодекс бесчестия ჩუგუნოვი
1993 შეუდარებელი Несравненная ხოლევი
1993 პროვინციული ბენეფისი Провинциальный бенефис ივან ველიკატოვი
1994 ბულვარული რომანი Бульварный роман სტანისლავ კანდინსკი
1994 მზით გათანგულები Утомленные солнцем ვსევოლოდი
1995 ავანტიურა Авантюра კამეო
1996 Милый друг давно забытых лет… ფიოდორი
1998 Сочинение ко Дню Победы ლიოვკა მორგულისი
1998 მოსაცდელი დარბაზი Зал ожидания მიხეილ ზაიცევი ბავშვთა სახლის დირექტორი

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიაჩესლავ ტიხონოვის ვარსკვლავი ვიბორგში, მსახიობთა დიდების ხეივანში

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]