ვეფხისტყაოსნის თარგმანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვეფხისტყაოსანი“ დღეისათვის მრავალ ენაზეა გადათარგმნილი. თარგმანი ზოგიერთ ენაზე ნაწილობრივია, უმრავლესობაზე კი სრული. არაერთ ენაზე „ვეფხისტყაოსანი“ ნათარგმნია, როგორც პროზაული გაურითმავი ნაწარმოები.

„ვეფხისტყაოსნის“ თარგმნის ისტორია იწყება XIX საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც 1802 წელს ევგენი ბოლხოვიტინოვმა გამოაქვეყნა პოემის პირველი სტროფის სიტყვასიტყვით ნათარგმნი რუსული ვერსია[1]. 1828-1831 წლებში მარი ბროსე აქვეყნებდა პროზაული თარგმანის ნაწყვეტებს ფრანგულ ენაზე[2][3]. „ვეფხისტყაოსნის“ რუსულ ენაზე თარგმნის პირველი სერიოზული მცდელობაა პოეტ იპოლიტე ბარტდინსკის თარგმანი, რომელიც პირველად 1845 წელს გამოქვეყნდა[4]. ამ თარგმანში მონაწილეობა მიუღია დავით ჩუბინაშვილს[5][6] და, როგორც ირკვევა, გრიგოლ დადიანს[7]. XIX საუკუნეში „ვეფხისტყაოსანი“ კიდევ რამდენიმეჯერ ითარგმნა რუსულად, მათ შორის ი. ევლახოვის[8], ა. აბაშიძის (პროზაულად)[9] მიერ. გარდა სრული თარგმანებისა, XIX საუკუნეში გამოიცემოდა პოემის ცალკეული ნაწყვეტების თარგმანები სხვადასხვა ენებზე, მათ შორის რუსულ, ფრანგულ, გერმანულ და სომხურ ენებზე[10]. 1840-იან წლებში კაზიმირ ლაფჩინსკიმ გიორგი ერისთავის დახმარებით „ვეფხისტყაოსანი“ პროზაულად პოლონურ ენაზე თარგმნა[11]. 1889 წელს გამოქვეყნდა არტურ ლაისტის თარგმანი გერმანულად[12], რომელიც პირველი პოეტური თარგმანი გახდა დასავლეთ-ევროპულ ენაზე. ამავე საუკუნის მიწურულს პოემა ორჯერ ითარგმნა სრულად ფრანგულად, თუმცა მხოლოდ ერთი თარგმანი გამოიცა[13].

1912 წელს, მთარგმნელის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა მარჯორი უორდროპის ინგლისურენოვანი პროზაული თარგმანი, რომელიც მკვლევართა შეფასებით ერთ-ერთი საუკეთესოა შინაარსობრივად დედანთან სიახლოვის მხრივ[14][15]. ასევე ინგლისურად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ ვენერა ურუშაძემ[16]. XX საუკუნის დასაწყისში რუსულ ენაზე კვლავ რამდენიმეჯერ ითარგმნა „ვეფხისტყაოსანი“, მათ შორის ნიკო მარის (მხოლოდ პროლოგ-ეპილოგი)[17], კ. ბალმონტისა (სრული)[18] და ს. შარტის თარგმანები (ცალკეული ნაწყვეტების სახით)[19]. „ვეფხისტყაოსანი“ ბელა ვიკარის მიერ ნათარგმნია უნგრულ ენაზეც[20]. არაერთხელ გამოიცა სხვადასხვა მწერლის თარგმანი სომხურად[21][22][23].

1937 წლიდან, საბჭოთა კავშირში აღნიშნულ „ვეფხისტყაოსნის“ 750-ე წლისთავთან დაკავშირებით, დაიწყო პოემის რუსულ ენაზე თარგმნის ახალი ტალღა. „ვეფხისტყაოსანი“ რუსულად ამ პერიოდში გადათარგმნეს გიორგი ცაგარელმა[24], პანტელეიმონ პეტრენკომ[25], შალვა ნუცუბიძემ[26], მოგვიანებით ნ. ზაბოლოცკიმ[27], ასევე თარგმანების ნაწყვეტები გამოაქვეყნეს სხვა მწერლებმაც[28].

გარდა რუსულისა, XX საუკუნეში საბჭოთა კავშირში იუბილესთან დაკავშირებით პოემა ითარგმნა უკრაინულად[29], ბელარუსულად[30], სომხურად[31], აზერბაიჯანულად[32], უზბეკურად ორჯერ[33][34], ყაზახურად[35], ყირგიზულად[36], თუქმენულად[37], აფხაზურად[38], ოსურად[39], ჩეჩნურად[40], ებრაულად (ნაწილობრივი თარგმანი)[41], ტაჯიკურად (ნაწილობრივი)[42], ბაშკირულად, ჩუვაშურად, თათრულად და სხვა[43].

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ევროპაში „ვეფხისტყაოსანი“ ნათარგმნია ასევე უნგრულად[44], რუმინულად (ორჯერ, ერთხელ პროზაულად[45], მეორედ კი ლექსად[46]), მოლდავურად[47], პოლონურად[48], ჩეხურად[49], ესპანურად[50]. 1938 წელს პარიზში დაიბეჭდა კიდევ ერთი ფრანგულენოვანი პროზაული თარგმანი გიორგი გვაზავასა და მარსელ-პაონის მიერ[51]; 1945 წელს — იტალიური პროზაული თარგმანი[52], 1974, 2016 - ბერძნულად პოეტური თარგმანი, 1955 წელს კი — ჰუგო ჰუპერტის გერმანული პოეტური თარგმანი[53].

აზიური ენებიდან „ვეფხისტყაოსანი“ სხვადასხვა დროს ითარგმნა ჩინურ[54], იაპონურ[55], მონღოლურ[56], ებრაულ[57], ქურთულ ენებზე[58]. პოემის ნაწყვეტები ნათარგმნია ასევე სპარსულად[59].

„ვეფხისტყაოსნის“ სპარსული ვარიანტი გამოიცა ფარშიდ დელშადის თარგმანით თეირანში 1998 წელს, ჯემშიდ გიუნაშვილის დახმარებით.

სხვადასხვა ენაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენა სათაური მთარგმნელი თარგმნის
წელი
აზერბაიჯანული Pələng dərisi geymiş Pəhləvan სამედ ვურღუნი
აჰმედ ჯავადი
1978
არაბული الفارس ذو جلد النم
الفارس في إهاب النمر [60]
ნიზარ ხალილი[61] 1980-იანი წლები

2016

აფხაზური Абжьaс-цәa зшәу[62] დიმიტრი გულია
მუშნი ლასურია[63]

1981
ბასკური Zaldun tigrelarruduna შაბიერ კინტანა[64] 1999
ბელარუსული Віцязь у тыгравай шкуры მიკოლა ხვედაროვიჩი

ალეს ზვონაკი

1996
ბერძნული Ο Ιππότης με δέρμα τίγρη მანოლის მიტაპიდი 1974, 2016
ბულგარული Витязът в тигрова кожа ივანე ბიწაძე 1984

</ref>

გერმანული Der Recke im Tigerfell არტურ ლაისტი
ალექსი მაჭავარიანი
ჰერმან ბუდენზიგი[65]
რუთ ნოიკომი[66]
1889
1970-იანები
1972
ებრაული עוטה עור הנמר ბორის გაპონოვი[67] 1969 [68]
ესპანური El Caballero en la Piel de Pantera გუსტავო ალფრედო დე ლა ტორე ბოტარო 1964
ესპერანტო Kavaliro en tigra felo ზურაბ მაყაშვილი 1989
ესტონური Kangelane Tiigrinahas იუტა ბედია 1991
თათრული Yulbarıs tiresendä batır
თურქმენული კაიუმ ტანღრიყულიევი
თურქული Kaplan Postlu Şövalye ბილალ დინდარი

ზეინალაბიდინ მაქასი

1991
იაპონური 豹皮の騎士 ფუკურო იპეი 1972
ინგლისური The Knight in the Panther's Skin მარჯორი უორდროპი
ვენერა ურუშაძე
რობერტ სტივენსონი
ქეთრინ ვივიანი
1880–იანი წლები
1960–იანი წლები
ისლანდიური Riddarinn í hlébarðafeldinum
იტალიური Il cavaliere con la pelle di pantera რაფიელ ივანიცკი (ინგილო)
შალვა ივანიძე
კატალანური L'embolcallat amb pell de pantera
ლათინური Eques pelle pantherina indutus
ლაკური ЦIиникьрал луттиравусса нарт[69] იუსუფ ხაპალაევი[70] 1984
ლატვიური Bruņinieks tīģera ādā რაულ ჩილაჩავა 2009
ლიტვური Karžygys tigro kailiu იონას გრაიჩუნასი 1984
ლუქსემბურგული De Ritter mam Tiger-Pelz დორჟიინ გომბოჟავი
მეგრული ყილოში ტყებამი
ჸილოშტყებამ
გედევან შანავა[71]
კაკა ჟვანია
1991
1986
მოლდავური იგორ კრეცუ
მონღოლური Барсан хэвнэгт баатар დორჟიინ გომბოჟავი 1960

2009

ნიდერლანდური De ridder in het pantervel
ოსური Стайыцармдарæг მუხტარ შავლოხოვი
გიორგი ბესთაუთი[72]
1943
პოლონური Rycerz w tygrysiej skórze იგორ სიკირიცკი
კაზიმირ ლაფჩინსკი
იერზი ზაგურსკი[73]
1960

1976
პორტუგალიური O Cavaleiro na Pele de Pantera
რუმინული Viteazul în blană de tigru ვიქტორ კერნბახი 1956
რუსული Витязь в Тигровой шкуре კონსტანტინე ბალმონტი
პანტელემონ პეტრენკო
გიორგი ცაგარელი
შალვა ნუცუბიძე
ნიკოლოზ ზაბოლოცკი
1895
1936
1937
1937—1940
1957
სერბული Витез у тигровој кожи
Vitez u tigrovoj koži
1989
სლოვაკური Junák v tigrej koži მილოშ კრნო 1980
სომხური Ընձենավոր სტეფანე ბასტამიანი (სარგისი)
ართურ მირიმანიანი
გეორგ ასატური
ჰოვანეს კარაიანი
1850–1860–იანი წლები
1890–იანი წლები

1930-იანები
სპარსული پلنگینه پوش ფარშიდ დელშადი 1998, თეირანი
სუაჰილი Mshujaa anayevaa ngozi ya chui
ტაჯიკური Палангинапӯш ალსამ ადჰამი[74]
მუჰიდდინ ამინზოდა
1979
უელსური Y Marchog mewn croen Panther
უზბეკური Yoʻlbars terisini yopingan paxlavon მაკსუდ შეიხზადე და ტ.მირტემირი 1959
უკრაინული Витязь у тигровій шкурі ნიკოლოზ ბაჟანი
მიკოლა გულაკი
1937
 ?
უნგრული A Tigrisbőrös Lovag შანდორ ვეორეში
ბელა ვიკარი
1910–იანი წლები
ფინური Pantterinteljainen ოლავი ლინნუსი[75] 1990
ფრანგული Le Cheuvallier en la Peau de Léopard სერგო წულაძე[76]
ბ. ნევსკაია
1964
ქურთული Wergirê Postê Piling ჯარდოე ასადი 1978-1993
ყაზახური Жолбарыс терісін жамылған батыр ხამზა აბდულინი
ყირგიზული Жолборс терисин кийген баатыр აკილუკ ოსმონოვი[77] 1940
შვედური Riddaren i tigerskruden
ჩეჩნური ЦIоькъалоьман цIоканахь турпал ნურდინ მუზაევი[78] 1969
ჩეხური Muž v tygří kůži არტურ და ბერტა ზუტნერი[79]
ფსოვდ. (B. Oulet ან Jemand)
იარომირ იედლიჩკა
1876-1885
ჩინური 虎皮武士 ლი ცი ე[80] 1943
ჩუვაშური Тигăр тирĕпе витĕннĕ витязь მიში იუხმა 2008
ხორვატული Vitez u tigrovoj koži ლუკო პალიეტაკი 1990-იანები
ჰინდი शेर की खाल वाला वीर

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (რუსული) Историческое изображение Грузии в политическом, церковном и учебном ее состаянии, СПб., 1802
  2. (ფრანგული)Premiere Historie de Rostevan, roi d'Arabie, traduite du roman georgien intitule L'homme a la peau de tigre (Nouveau Journal Asiatique, 1828, t. II, გვ. 277-294
  3. Recherches sur la poesie georgienne; notice de deux manuscrits et extraits du roman de Tariel, Nouveau Journal Asiatique, 1830, ტ. V, გვ. 257-284, ტ. VI, გვ. 372-394; ტ. VII, გვ. 321-372
  4. (რუსული) ჟურნალი Иллюстрация, N 6, 7, Тариель, Барсова кожа
  5. ლ. ანდღულაძე, „ვეფხისტყაოსნის“ პირველი რუსული თარგმანი, ძველი ქართული მწერლობის საკითხები, I, 1962, გვ. 206-207
  6. ლ. ანდღულაძე, „ვეფხისტყაოსნის“ რევოლუციამდელი რუსი მთარგმნელები, ძველი ქართული მწერლობის საკითხები, III, 1968, გვ. 127
  7. ს. ჯანაშია, „ვეფხისტყაოსნის“ პირველი რუსული თარგმანის გამო, ლიტერატურული გაზეთი, 30.I.35
  8. (რუსული) Кавказ, 1846, N 15
  9. Кавказ, 1849, N 22</
  10. (რუსული) Шота Руставели, грузинский народный поэт, Тбилиси, 1885, 1888
  11. (პოლონური) Biblioteka Warszawska, IV, გვ. 1-38, 250-292, 495-514
  12. (გერმანული) Der Mann in Tigerfelle, von Schota Rustaveli, Aus dem georgischen übersetzt von Arthur Leist, Dresden, Leipzig, 1889
  13. ალ. ბარამიძე, შოთა რუსთაველი, „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანები, თბილისი, 1975, გვ. 327
  14. ნ. თაქთაქიშვილი-ურუშაძე, მარჯორი უორდროპი და ქართული საზოგადოება, მნათობი, 1960, N 1, გვ. 142-148
  15. ნ. თაქთაქიშვილი-ურუშაძე, მარჯორი უორდროპი, თბილისი, 1965
  16. (ინგლისური) The Knight in the Panther's Scin, Translated from the Georgian by Venera Urushadze, Tbilisi, 1968
  17. (რუსული) ТР, XII, СПб., 1910
  18. (რუსული) Шота Руставели, Носящий барсову шкуру, Грузинская поэма XII века, Перевод К. Бальмонта, Издание М. и С. Сабашниковых, М., 1917
  19. (რუსული) Шота Руставели, Барсова кожа, в переводе С. Я. Шарти, Выпуск первыи, 1918
  20. გრიგოლ ილარიონის ძე წერეთელი, „ვეფხისტყაოსანი“ უნგრულ ენაზე, ლიტერატურული მემკვიდრეობა, I, 1935, გვ. 661-664
  21. ს. ავჩიანი, შოთა რუსთაველი სომხურ ენაზე, გაზეთი კომუნისტი, 20.VII.37
  22. ლ. მელიქსეთ-ბეგი, რუსთაველი და სომხური ლიტერატურა, კრებული: შოთა რუსთაველი სკოლაში, თბილისი, 1937, გვ. 281-291
  23. (რუსული) М. Г. Бабурян, Армянские переводы «Витяза в тигровой шкуре», Автореферат, Ереван, 1968
  24. (რუსული) Шота Руставели. Витяз в тигровой шкуре. Перевод с грузинского Георгия Цагарели под редакций Вл. Элснера. Москва, 1937
  25. (რუსული) Шота Руставели. Витязь в тигровой шкуре. Перевод с древнегрузинского Пантелеймона Петренко, при участии и под редакцией Константина Чичинадзе. Отвественный редактор академик Иосиф Орбели. М.-Л., 1937
  26. (რუსული) Шота Руставели. Вытяз в тигровой шкуре. Поема в стихах. Перевод с грузинского Шалвы Нуцубидзе, редакция Сергея Городецкого, М., 1941, აგრეთვე М., 1950, Тб., 1949, 1957, 1966
  27. (რუსული) Шота Руставели, Витяз в тигровой шкуре. Перевел с грузинского Н. Заболоцкий, М., 1957
  28. ალ. ბარამიძე, შოთა რუსთაველი, „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანები, თბილისი, 1975, გვ. 333
  29. მთარგმნელი: მიკოლა ბაჟანი. თარგმანი რამდენიმეჯერ დაიბეჭდა კიევში: 1937, 1939, 1950, 1957, 1966
  30. თარგმანი ალესია ზვონაკისა და მიკოლა ხვედაროვიჩისა, მინსკი, 1966
  31. თარგმანი გ. ასატურისა, ერევანი, 1937, 1966
  32. თარგმანი ს. ვურღუნისა, მ. რაჰიმისა და ს. რუსტამისა, ბაქო, 1937
  33. ტაშკენტი, 1938, 1941
  34. მეორე თარგმანის მთარგმნელები: მ. შაჰზოდა, თ. მირთემირი. 1959
  35. ალმა-ატა, 1938
  36. ფრუნზე, 1956
  37. აშხაბადი, 1957
  38. თარგმანი დ. გულიასი, სოხუმი, 1941, 1953
  39. თარგმანი მ. შავლოხოვისა, სტალინირი, 1943
  40. თარგმანი ნურადინ მუზაევისა, გროზნო, 1969
  41. მოსკოვი, 1937
  42. სტალინაბადი, 1938
  43. ალ. ბარამიძე, შოთა რუსთაველი, „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანები, თბილისი, 1975, გვ. 344
  44. თარგმანი შანდორ ვერეშისა, ბუდაპეშტი, 1954
  45. თარგმანი ვერა რომანისა, ბუქარესტი, 1947
  46. მთარგმნელი ვიქტორ კერნბახისა, ბუქარესტი, 1956
  47. მთარგმნელი იგორ კრეცუ, კიშინიოვი, 1966
  48. დ. მელუხა, „ვეფხისტყაოსნის“ პოლონური გამოცემა, გაზეთი თბილისი, 29.4.61
  49. მთარგმნელი იარომირ იედლიჩკა, პრაღა, 1958
  50. მთარგმნელი დოქტორი გუსტავო დე ლა ტორე ბოტარო, სანტიაგო დე ჩილე, 1964
  51. Chota Rustaveli, L'homme a la peau de leopard. Texte francais de m. Georges Gvazava et de m-me Anie Marcel-Paon, Paris, 1938
  52. La pelle di Leopardo di Schotha Rusthaveli, Milano, 1945
  53. Schota Rusthaveli, Der Recke im Tigerfell, Altgeorgisches Poem, Deutsche Nachdichtung von Hugo Huppert, Berlin, 1955, 1970
  54. მთარგმნელი ლი-ცი-ე, შანხაი, 1943
  55. ნოდარ კოჭლაშვილი, იპეი ფუკურო, ლიტერატურული გაზეთი, 13.4.62
  56. მთარგმნელი დ. გომბოჟავი, ულან-ბატორი, 1965
  57. დ. აგიაშვილი, „ვეფხისტყაოსანი“ ებრაულ ენაზე, გაზეთი კომუნისტი, 3.2.67
  58. მთარგმნელი ჯადორე ასადი, ბოლო თავები ქერიმ ანყოსისა, 2007
  59. მთარგმნელი მორთეზა ფათემი, თბილისი, 1966
  60. კაიროში საქართველოს საელჩოს მიერ "ვეფხისტყაოსნის" არაბული თარგმანის გამოცემა
  61. ვ. მარდალეიშვილი, სად წაიყვან სადაურსა..., გაზ. „კომუნისტი“, 1985, 13 თებ., № 37, გვ. 4
  62. საქართველოს მთავრობის გვერდი აფხაზურად. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-06. ციტირების თარიღი: 2011-09-04.
  63. ბორის გურგულია, მთარგმნელის ღვაწლი, გაზ. „ლიტ. საქართველო“, 1981, 6 ივნისი, № 20, გვ. 11.
  64. გრეტა ჩანტლაძე-ბაქრაძე, „ვეფხისტყაოსანი“ ესპანურ და ბასკურ ენებზე, ჟურ. „ლიტერატურული აჭარა“, ბათუმი, 2000, № 6, გვ. 75-77.
  65. ნოდარ ნათაძე, სიტყვა და სახე, 1986, თბ., „მეცნიერება“, გვ. 190-233
  66. კიტა ჩხენკელთან ერთად, წარმოადგენს პროზაულ თარგმანს. სერგო თურნავა, შვეიცარიელი ქართველოლოგები, ალმანახი „მწიგნობარი“, თბ. 1989, გვ. 134-143.
  67. მანანა გოცირიძე, სიტყვათწარმოების ძირითადი ტიპები „ვეფხისტყაოსნის“ ებრაულ თარგმანში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. 107, №3, 1982, გვ. 645-648
  68. ავრაჰამ შლონსკის დახმარებით.
  69. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
  70. Н.С. Джидалаев, ,,Витязь в барсовой шкуре“ на лакском языке, Ж. ,,Лит. Грузия“, 1984, № 9, с. 174.
  71. NPLG.gov.ge
  72. მიხეილ ბულკათი, მარადისობის დიდი მგზავრი, ჟურ. „განთიადი“, ქუთაისი, 1993, № 1-2, გვ. 165-168
  73. . Мария Филина-Рамишвили, Рыцарь переводческого дела, Жур. „Лит. Грузия“, 1985, № 9, с. 191-195.
  74. ჯემალ ცერცვაძე, „ვეფხისტყაოსნის“ ტაჯიკური თარგმანები, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის XVII სამეცნიერო სესია, მოხს. თეზისები, თბ., 1982, გვ. 15-16
  75. საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი, გაზ. „ლიტ. საქართველო“, 1991, 31 მაისი, № 22, გვ. 11-12.
  76. ბ. ნევსკაია და სერგო წულაძე (რუსული)
  77. ა.ოსმონოვი (რუსული)
  78. ChechnyToda.com, Музаев Нурдин (1913 – 1983) вина 100 шо кхачарна
  79. ჩეხური ვიკიპედია ბერტა ზუთნერის შესახებ (ჩეხური)
  80. წარმოადგენს პროზაულ თარგმანს. ლ. მენაბდე, რუსთველი აღმოსავლეთის ქვეყნებში, ჟურ. ,,მაცნე“, ელს, 1987, № 2, გვ. 71-91.