ვერა მუხინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვერა მუხინა (რუს. Вера Игнатьевна Мухина; დ. 1 ივლისი, 1889, რიგა — გ. 6 ოქტომბერი, 1953, მოსკოვი) — საბჭოთა მოქანდაკე,სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1943), სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი (1947).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვერა მუხინა რიგაში დაიბადა მდიდარი ვაჭრის ოჯახში, რომელიც მოგვიანებით მოსკოვში გადავიდა. მოსკოვში ის სხვადასხვა კერძო ხელოვების სკოლაში სწავლობდა, მათ შორის კონსტანტინე იუონისა და ილია მაშკოვის სტუდიებში. განიცადა კუბიზმის გავლენა. 1912 წელს ის პარიზში მოგზაურობს, სადაც გრან შომიერის აკადემიაში ემილ-ანტუან ბურდელის ლექციებს ესწრება. შემდეგ იგი იტალიაში მიემგზავრება, სადაც რენესანსის პერიოდის ფერწერასა და ქანდაკებას ეცნობა. 1918 წელს ალექსეი ზამკოვზე, სამხედრო ექიმზე, იქორწინა.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი ყველაზე განთქმული ნამუშევარია "მუშისა და კოლმეურნე ქალის" უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც 1937 წლის პარიზის საერთაშორისო ექსპოზიიის საბჭოთა პავილიონის ქვაკუთხედი იყო. 24 მ სიმაღლის 75-ტონიანი ქანდაკება უჟანგავი ლითონის ფირფიტებისგან დამზადდა, რომლებიც ერთმანეთთან წერტილოვანი შედუღების ინოვაციური მეთოდით შეერთდა. ორივე ფიგურას ცალ ხელში ნამგალი და ურო უჭირავთ, რომელთა შეერთებით საბჭოთა კავშირის სიმბოლო იქმნებოდა. 1947 წელს ეს ქანდაკება, რომელიც ამჟამად სრულიად რუსეთის საგამოფენო ცენტრშია (ადრე "ვედეენხა") გამოფენილი, რუსული კინოსტუდია "მოსფილმის" სიმბოლო გახდა.

1940-იან წლებში მუხინას მხატვრული სტილი უკვე აღარ ჯდებოდა სტალინის ეპოქის სტანდარტებში. მისი პროექტები ან არასდროს აღუმართავთ, ან მნიშვნელოვნად შეუცვლიათ, როგორც ეს საბჭოთა ლიდერების იაკობ სვერდლოვისა და ვლადიმირ ლენინის, ასევე კომპოზიტორ პეტრე ჩაიკოვსკისა და მწერალი მაქსიმ გორკის მონუმენტების შემთხვევაში იყო.

მუხინას მემკვიდრეობას არც ამჟამად სწყალობს დღევანდელი მოსკოვის ხელმძღვანელობა. მუხინას სახლი და სახელოსნო პრეჩისტენსკის 3-ში დანგრევას ექვემდებარება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]