ველიკი-პრესლავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ველიკი-პრესლავი
ბულგ. Велики-Преслав

ძველი ველიკი-პრესლავის ხედი
გერბი

ქვეყანა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
ოლქი შუმენი
თემი ველიკი-პრესლავი
კოორდინატები 43°09′31″ ჩ. გ. 26°49′00″ ა. გ. / 43.15861° ჩ. გ. 26.81667° ა. გ. / 43.15861; 26.81667
ადრეული სახელები 1878-მდე: ესკი-სტამბოლი
1993-მდე: პრესლავი
ამჟამინდელი სტატუსი 1883
ფართობი 76.76 კმ²
ცენტრის სიმაღლე 92
მოსახლეობა 9 237 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (+359) 538
საფოსტო ინდექსი 9850
ოფიციალური საიტი http://bulgaria.domino.bg/velikipreslav/
ველიკი-პრესლავი — ბულგარეთი
ველიკი-პრესლავი

ველიკი-პრესლავი (ბულგ. Велики Преслав) — ქალაქი ბულგარეთში. მდებარეობს შუმენის ოლქის ველიკი-პრესლავის თემში, მდინარე გოლიამა-კამჩიის მარცხენა ნაპირზე. ველიკი-პრესლავიდან სამხრეთით 3 კილომეტრში მდებარეობს პრესლავი, ბულგარეთის პირველი იმპერიის დედაქალაქი 893-971 წლებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბულგარეთის პირველი იმპერიის დედაქალაქი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

893 წელს ვლადიმირ რასატეს დამხობის შემდეგ ბულგარეთის ახალმა მეფემ სიმეონ დიდმა დედაქალაქი გადაიტანა პრესლავში, რომელიც ძველი წარმართული დედაქალაქის, პლისკისაგან განსხვავებით წარმოადგენდა ბულგარეთის ქრისტიანობის ცენტრს.

919 წელს პრესლავის საკათედრო ტაძარში გამოცხადდა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. 968 წელს ქალაქი, ისევე, როგორც მთელი ბულგარეთი დაიპყრო კიევის რუსეთის მთავარმა სვიატოსლავ I-მა.

971 წელს ბიზანტიის ჯარებმა იოანე I ციმისკეს სარდლობით დაიპყრო პრესლავი და აღმოსავლეთი ბულგარეთი შევიდა იმპერიის შემადგენლობაში.

ბულგარეთის მეორე იმპერიის დედაქალაქი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XI-XII საუკუნეებში, ბიზანტიის მმართველობის პერიოდში ქალაქი დაცემას განიცდიდა. ძმების პეტრესა და ასენის აჯანყების შემდეგ ქალაქი მნიშვნელოვნად დაწინაურდა. ასენი ქვეყანას მართავდა ტირნოვოდან, ხოლო პეტრე პრესლავიდან. საბოლოოდ დედაქალაქი გადაიტანეს ტირნოვოში, ხოლო პრესლავმა ნელ-ნელა დაიწყო დაცარიელება. XIII საუკუნეში ქალაქი საბოლოოდ გაანადგურეს მონღოლებმა, ხოლო ქალაქის უკანასკნელი მოსახლეები გადასახლდნენ თანამედროვე პრესლავის ადგილზე.

ველიკი-პრესლავის მუზეუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის დასასრულიდან ქალაქში მიმდინარეობს რეგულარული არქეოლოგიური გათხრები. პრესლავი შედგებოდა ორი ნაწილისაგან: ქვემო (გარე) ქალაქი, რომელიც გარშემორტყმული იყო ქვის 10 მეტრის სიმაღლის გალავნით და ზემო (შიდა) ქალაქი, რომელშიც ძირითადად განთავსებული იყო ასევე გალავანშემორტყმული სამეფო სასახლეები. ამჟამად ძველი ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს ეროვნული ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი „ველიკი-პრესლავი“.

პრესლავთან დაკავშირებული პირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: