ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი
დაბადების სახელი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი
დაბადების თარიღი 10 დეკემბერი, 1973 (1973-12-10) (50 წლის)
თელავი
რეზიდენცია თბილისი
საქმიანობა რეჟისორი
აქტიური 1996 – დღემდე
მშობლები მამა: გარი კუნცევი (1943 – 2000)

ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი (დ. 10 დეკემბერი, 1973, თელავი) — ქართველი კინორეჟისორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი დაიბადა 1973 წლის 10 დეკემბერს, თელავში; ცნობილი ხმის რეჟისორის, გარი კუნცევის[1] ოჯახში.

1996 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კინოსაოპერატორო ფაკულტეტი (ლევან პაატაშვილის[2] სახელოსნო). მისი სადიპლომო ნამუშევარი, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „დილის რომანსი“ არის გრან-პრის მფლობელი (სტრასბურგი, თურქეთი) და თერთმეტი საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი.

1997 – 2003 წლებში სწავლობდა მიუნხენის უმაღლეს კინოაკადემიაში, საპროდიუსერო ფაკულტეტზე (DAAD სტიპენდიანტი).

2003 – 2005 წლებში თანამშრომლობდა ლუდის კომპანიასთან „ვარშტაინერი“ Warsteiner, მასთან ერთად აფრიკაში გადაიღო ფილმი Jambo Kenia! (Günter Gratius-თან ერთად), აგრეთვე მუსიკალური კლიპები.

2003 წელს დააარსა ქართულ-გერმნაული სტუდია „აკრობატი“.

ამჟამად ასწავლის თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში და ტელევიზიისა და რადიოს ინსტიტუტში. მუშობს კინოსტუდია „სანგუკოში“.

1998 წლიდან არის მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის ტექნიკური კოორდინატორი.

ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის[3] წევრი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეჟისორი
  • ჩემი კინო (2014), დოკუმენტური, 54 წუთი, ეძღვნება გარი კუნცევს.
  • ოცნება (2009), დოკუმენტური[4].
  • ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი (2009), დოკუმენტური[5].
  • დავიწყებული პორტრეტი ინტერირერში (2006), დოკუმენტური[6].
  • სახლი, სადაც იბადებიან ზღაპრები (2002), დოკუმენტური, 42 წუთი, გარი დავთიანის თოჯინები[7].
  • დილის რომანსი (1996), მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი[8].
სცენარის ავტორი
  • ჩემი კინო (2014).
  • ოცნება (2009).
  • ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი (2009).
  • დავიწყებული პორტრეტი ინტერირერში (2006).
  • დილის რომანსი (1996).
პროდიუსერი
  • ჩემი კინო (2014).
  • ოცნება (2009).
  • ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი (2009).
  • დავიწყებული პორტრეტი ინტერირერში (2006).
ოპერატორი
  • ჩემი კინო (2014).
  • ოცნება (2009).
  • ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი (2009).
  • დავიწყებული პორტრეტი ინტერირერში (2006).
  • ქვა (1996), მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი[9].
ხმის რეჟისორი
  • ოცნება (2009).
  • ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი (2009).
  • დავიწყებული პორტრეტი ინტერირერში (2006).
  • როკვით განფენილნი (2005)[10].
მონტაჟი
  • ოცნება (2009), დოკუმენტური.
  • ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი (2009), დოკუმენტური.
  • დავიწყებული პორტრეტი ინტერირერში (2006), დოკუმენტური.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გარი კუნცევი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-03. ციტირების თარიღი: 2015-03-20.
  2. ლევან პაატაშვილი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-03-20.
  3. საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-22. ციტირების თარიღი: 2015-03-20.
  4. ოცნება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-14. ციტირების თარიღი: 2015-03-20.
  5. ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-15. ციტირების თარიღი: 2015-03-20.
  6. დავიწყებული პორტრეტი ინტერირერში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-03-20.
  7. სახლი, სადაც იბადებიან ზღაპრები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-03-20.
  8. დილის რომანსი
  9. ქვა
  10. როკვით განფენილნი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-03-20.