ვახტანგ III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ვახტანგ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ვახტანგ.
ვახტანგ III

ვახტანგ III-ის ბარელიეფი
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1302
მმართ. დასასრული: 1308
წინამორბედი: დავით VIII
მემკვიდრე: დავით VIII
მეუღლე: რიფსიმე დედოფალი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დემეტრე II თავდადებული

ვახტანგ III — საქართველოს მეფე 1298 ან 1299 და 1302-08. დემეტრე II თავდადებულის ძე. 1298 წელს, დავით VIII -სთან დაპირისპირების მიზნით, ყაზან ყაენმა ვახტანგი მეფედ დაამტკიცა. ფაქტობრივად, ვახტანგ III -ის სამფლობელო თბილისსა და თბილისის სამხრეთით მდებარე ნაწილით, დმანის-სამშვილდით შემოიფარგლებოდა.

დავით VIII -მ შეიპყრო ვახტანგი და შემდეგ ივანე ბურსელის შუამდგომლობით გაათავისუფლა. 1302 წელს იგი ყაზან ყაენმა ხელახლა დაამტკიცა საქართველოს მეფედ.

1299 წლიდან მოყოლებული ვახტანგ III საქართველოს ლაშქართან ერთად მონაწილეობდა მონღოლების მიერ წარმოებულ ბრძოლებში ჯერ ეგვიპტის, შემდეგ კი გილანელების წინააღმდეგ (1306წ.).

ვახტანგ III 1308 წელს გარდაიცვალა. მეფე წმინდანადაა აღიარებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. ხსენების დღე არის ძველი სტილით 10 დეკემბერი, ახალი სტილით - 23 დეკემბერი.

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ვახტანგი დასაფლავებულია დმანისის სიონში.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ., 3, თბ.,, 1966
  • ქსე, ტ. 4, გვ. 336, თბ. , 1979

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
დავით VIII
საქართველოს მეფე
1302 - 1308
შემდეგი:
დავით VIII