ვაცლავ დობრუსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაცლავ დობრუსკი (დ. 11 აგვისტო, 1858, გერმანუვ-მესტეცი, ავსტრიის იმპერია — გ. 24 დეკემბერი, 1916, პრაღა, ავსტრია-უნგრეთი) — ჩეხი არქეოლოგი, ეპიგრაფი და ნუმიზმატი. ბულგარეთის არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმის პირველი დირექტორი 1893-1910 წლებში. მოღვაწეობის უმეტესი წლები გაატარა ბულგარეთში.[1]

ვაცლავ დობრუსკი დაიბარა აღმოსავლეთ ბოჰემიის პატარა ქალაქ გერამნუვ-მესტეცში. დაამთავრა კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1880 წელს საცხოვრებლად გადავიდა ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში, სადაც ლათინური ენის მასწავლებლად მუშაობდა სკოლაში. 1885 წელს გადავიდა სოფიაში. 1886-1893 წლებში ვაჟთა სკოლაში ასწავლიდა ლათინურს, ხოლო 1890-1910 წლებში კითხულობდა ლექციებს ანტიკური არქეოლოგიის შესახებ დღევანდელ სოფიის უნივერსიტეტში. 1893 წელს დაინიშნა ახლად დაარსებული არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმის დირექტორად, სადაც 1910 წლამდე მუშაობდა. 1911 წელს ვაცლავ ვაცლავ დობრუსკი დაბრუნდა პრაღაში, სადაც 1912-1914 წლებში ბერძნულ და ლათინურ ნუმიზმატიკას ასწავლიდა კარლის უნივერსიტეტში.

გარდაიცვალა 1916 წლის 24 დეკემბერს პრაღაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Славова, Мирена. Изучаването на античността в България (история и съвременност). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-25. ციტირების თარიღი: 2009-05-02.