ვასიუგანის ჭაობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოორდინატები: 57°34′00″ ჩ. გ. 75°39′00″ ა. გ. / 57.56667° ჩ. გ. 75.65000° ა. გ. / 57.56667; 75.65000

ვასიუგანის ჭაობი (რუს. Васюганское болото) — მსოფლიოში ფართობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჭაობი, მდებარეობს დასავლეთ ციმბირში, ობისა და ირტიშის შუამდინარეთში, ვასიუგანის დაბლობზე. ჭაობის უდიდესი ნაწილი მოიცავს ტომსკის ოლქის ტერიტორიას, ხოლო მცირე ნაწილი მდებარეობს ნოვოსიბირსკის ოლქში, ომსკის ოლქსა და ხანტი-მანსის ავტონომიურ ოკრუგში.

ჭაობის საერთო ფართობი 53 ათასი კმ²-ია, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადაჭიმულია 573 კილომეტრზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ —320 კილომეტრზე.

წარმოიშვა დაახლოებით 10 ათასი წლის წინათ, მას შემდეგ მისი ფართობი თანდათანობით იზრდება, ჭაობის ახლანდელი ტერიტორიის 75% სულ მცირე 500 წლის წინ დაჭაობდა. ის წარმოადგენს რეგიონში მტკნარი წყლების უდიდეს რეზერვუარს, მოცულობა 400 კმ³, ჭაობის ტერიტორიაზე დაახლოებით 800-მდე მცირე ზომის ტბაა, მისგან გამოედინება მრავალი მდინარე, კერძოდ: ავა, ბაკჩარი, დიდი იუგანი, ვასიუგანი, დემიანკა, იკსა, კარგატი, კიონგა, ნიუროლკა, ტარტასი, პატარა ტარტასი, პატარა იუგანი, ომი, პარაბელი, პარბიგი, ტარა, ტუი, უი, ჩაია, ჩერტალა, ჩიჟაპკა, ჩუზიკი, შეგარკა და შიში.

ჭაობი შეიცავს დიდი რაოდენობით ტორფს, ასევე ნახშირბადის შემცველ ნივთიერებებს, რომელიც სათბურის ეფექტის კონცენტრაციის ზრდას უწყობს ხელს. ტორფის საერთო მარაგი დაახლოებით 1 მლრდ ტონას შეადგენს. ვასიუგანის ჭაობის ფაუნა მდიდარია, მოიცავს მრავალ იშვიათ სახეობას, კერძოდ: ჩრდილოეთის ირემი, მთის არწივი, წითელთავა ღაჟო, შაკი, შავარდენი. ასევე გავრცელებულია: ციყვი, სიასამური, როჭო და სხვა.

ჭაობის ტერიტორიებზე არსებული მცენარეთა და ცხოველთა სამყარო მნიშვნელოვანი საფრთხის ქვეშაა, რაც გამოწვევულია მიმდებარე ტერიტორიებზე ნავთობისა და გაზის რესურსების ათვისებით, ამ ეკოლოგიურ საფრთხეს ხელს უწყობს, ასევე ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაჟონილი ნივთიერება არასიმეტრიული დიმეტილგიდრაზინი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Васюганское болото (природные условия, структура и функционирование)/ Под ред. Л. И. Инишевой. Томск: ЦНТИ, 2000. 136 с.
  • Инишева Л. И., Земцов А. А., Инишев Н. Г. Васюганское болото: изученность, структура, направления использования // География и природные ресурсы. 2002. № 2. С. 84—89.
  • Езупенок А. Э. К вопросу о заповедании части Васюганского болота // Болота и биосфера: материалы первой Научной школы (23-26 сент. 2002 г.). Томск, 2003. С. 104—107.
  • Ипполитов И. И., Кабанов М. В., Катаев С. Г. и др. О влиянии Васюганского болота на температуру окружающей среды // Болота и биосфера: материалы первой Научной школы (23-26 сент. 2002 г.). Томск, 2003. С. 123—135.
  • Здвижков М. А. Гидрогеохимия Васюганского болотного массива. Томск, 2005.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]