ვალმის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალმის ბრძოლა

ვალმის ბრძოლასაფრანგეთ-პრუსიის ბრძოლა. გაიმართა 1792 წლის 20 სექტემბერს რევოლუციური საფრანგეთის ჯარების (შარლ დიუმურიე და ფრანსუა კელერმანი) მიერ მოპოვებული პირველი გამარჯვება ავსტრია-პრუსიის ინტერვენტთა და ფრანგ აზნაურ-ემიგრანტთა ჯარებზე (კარლ ბრაუნშვაიგი). სოფელ ვალმის რაიონში საფრანგეთის ჯარებმა ინტერვენტებს პარიზისაკენ მიმავალი გზა გადაუღობეს, წარმატებით მოიგერიეს მათი შეტევა და აიძულეს უკან დაეხიათ. 1792 წლის 5 ოქტომბრისათვის ინტერვენტები განდევნეს საფრანგეთის ტერიტორიიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 285.
  • Arthur Chuquet, Les Guerres de la Révolution. 2, Valmy (En: The Revolutionary Wars, Vol. 2: Valmy), 1887 (ფრანგული)
  • Campagne du Duc de Brunswick contre les Français en 1792 (En: Campaign of the Duke of Brunswick against the French in 1792) – an eyewitness account by a Prussian officer, first published in France in 1794 (ფრანგული)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]