ვალაბჰაი პეტელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალაბჰაი პეტელი
ვალაბჰაი პეტელი
ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრის მოადგილე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 აგვისტო, 1947 – 15 დეკემბერი, 1950
პრეზიდენტი  რაჯენდრა პრასადი
პრემიერ-მინისტრი  ჯავაჰარლალ ნერუ
მემკვიდრემორარჯი დესაი

შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 აგვისტო, 1947 – 15 დეკემბერი, 1950
პრემიერ-მინისტრიჯავაჰარლალ ნერუ
მემკვიდრელაჯაგოპალაჩარი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 აგვისტო, 1947 – 15 დეკემბერი, 1950
პრეზიდენტირაჯენდრა პრასადი
პრემიერ-მინისტრიჯავაჰარლალ ნერუ

დაბადებული31 ოქტომბერი, 1875
ნადიადი, მუმბაის პროვინცია, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვლილი15 დეკემბერი, 1950 (75 წლის)
მუმბაი, ინდოეთი
პოლიტიკური პარტიაინდოეთის ეროვნული კონგრესი
მამაჯჰავერბჰაი პეტელი
დედალადბა
მეუღლეჯჰავერბა პეტელი
შვილებიმანიბენ პეტელი
დაჰიაბჰაი პეტელი
პროფესიაბარისტერი, პოლიტიკოსი, აქტივისტი, თავისუფლებისთვის მებრძოლი
ჯილდოებიბჰარატ რატნა (1991)

ვალაბჰაი პეტელი (დ. 31 ოქტომბერი, 1875 — გ. 15 დეკემბერი, 1950) — ინდოელი პოლიტიკოსი, ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრის მოადგილე. ის იყო ინდოელი ბარისტერი და სახელმწიფო მდივანი, ამასთანავე ინდოეთის ეროვნული კონგრესის ლიდერი. ის ინდოეთის რესპუბლიკის დამფუძნებელ მამათაგან ერთ-ერთია. იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და წამყვანი როლი ითამაშა ინდოეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოების სიაში შესაყვანად.[1] როგორც ინდოეთში ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მას სარდარსაც უწოდებენ, რაც ჰინდიზე, ურდუზე და სპარსულად ნიშნავს „მთავარს“. ინდოეთის პოლიტიკური ინტერგაციისა და ინდოეთ-პაკისტანის პირველი ომის (1947) დროს ის მოქმედებდა, როგორც ინდოეთის შეიარაღებული ძალების დე-ფაქტო მეთაური.

პეტელი გაიზარდა გუჯარათის გარეუბანში.[2] ის წარმატებული იურისტი იყო. გუჯარათში მან ხედას, ბორსასა და ბარდოლის წევრები გააერთიანა და მშვიდობიანი დაჯგუფება დააარსა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ბრიტანეთის მმართველობას ინდოეთში. ამით პეტელი გახდა გუჯარათის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პიროვნება. ის აირჩიეს ინდოეთის ეროვნული კონგრესის 49-ე პრეზიდენტად, 1934-1937 წლების პარტიის მიერ ორგანიზებულ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რომელიც ინდოეთის აგვისტოს მოძრაობასის ხელშეწყობით ჩატარდა.

ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას ის ეხმარებოდა პენჯაბიდან და დელიდან გაქცეულ დევნილებს, რათა მშვიდობა დაემყარებინა. ის ხელმძღვანელობდა ერთიანი დამოუკიდებელი ინდოეთის გამოყოფას ბრიტანეთის კოლონიალიზმიდან. გარდა იმ პროვინციებისა რომელიც პირდაპირ ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა დაახლოებით 565-მა თვითმართველმა შტატმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა 1947 წლის ინდოეთის დამოუკიდებლობის აქტით. სამხედრო მუქარით პეტელმა თითქმის ყველა დამოუკიდებელი შტატი დაარწმუნა, რომ შეერთებოდა ინდოეთს. მისი ერთგულება ეროვნული გაერთიანებისადმი თითქმის დამოუკიდებელ სახელმწიფოში ფასდაუდებელია და სწორედ ამის გამო მიიღო „ინდოეთის რკინის კაცის“ წოდება.[3] მას ასევე „ინდოეთის სამოქალაქო დამცველთა წმინდანს“ უწოდებენ. „ერთიანობის ძეგლი“, რომელიც 2018 წლის 31 ოქტომბერს მიეძღვნა სწორედ პეტელს, დაახლოებით 182 მეტრი სიმაღლით მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქანდაკებაა.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]