ესტონეთის მეცნიერებათა აკადემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ესტონეთის მეცნიერებათა აკადემია
Eesti Teaduste Akadeemia
შეიქმნა 28 იანვარი, 1938
ტიპი national academy და მეცნიერებათა აკადემია
შტაბ-ბინა ტალინი, ესტონეთი
პრეზიდენტი ტარმო სოომერე
ქვეყანა ესტონეთი
კავშირები საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო[1] , InterAcademy Partnership[2] , International Union of Academies[3] და All European Academies[4]
www.akadeemia.ee

ესტონეთის მეცნიერებათა აკადემია (ესტ. Eesti Teaduste Akadeemia) — ეროვნული მეცნიერებათა აკადემია ესტონეთში, ტალინში. დაარსდა 1938 წელს. ისევე, როგორც სხვა ეროვნული აკადემიები, ესტონეთის მეცნიერებათა აკადემია მოიცავს გამოჩენილ მეცნიერთა დამოუკიდებელ ჯგუფს, რომლის წევრების მთავარი მიზანია კველევების და განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის დამყარება და ცოდნის საზოგადოებისთვის გაზიარება[5][6]. 2012 წლის დეკემბრისთვის, აკადემიას ჰყავდა 75 სრულუფლებიანი და 15 უცხოელი წევრი[7]. 2014 წლიდან აკადემიის პრეზიდენტი ტარმო სოომერეა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესტონეთის მეცნიერებათა აკადემია დაარსდა 1938 წელს, როორც სამეცნიერო საზოგადოება. 1940 წლის 17 ივლისს, ესტონეთის საბჭოთა კავშირში შესვლის შემდეგ, აკადემია გაუქმდა. 1945 წლის ივნისში, იგი მეორედ დაარსდა, როგორც ესტონეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემია (ესტ. Eesti NSV Teaduste Akadeemia). საბჭოთა პერიოდში, იგი მოიცავდა ცენტრალურ ბიბლიოთეკას და 15 კვლევითი ინსტიტუტისგან შემდგარ 4 განყოფილებას. ამასთანავე, სამეცნიერო საზოგადოებებსა და მუზეუმებს. 1989 წლის აპრილში, ესტონეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ცოტა ხნით ადრე, აკადემიამ აღიდგინა თავდაპირველი სახელწოდება და კვლავ ესტონეთის მეცნიერებათა აკადემია ეწოდა. ამავდროულად, მას ჩაუტარდა რესტრუქტურიზაცია და დაუბრუნდა პირვანდელ ფორმას[8][9].

განყოფილებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესტონეთის მეცნიერებათა აკადემია ოთხი განყოფილებისგან შედგება[10][11]:

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემიის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა ესტონეთის მეცნიერებათა აკადემიის მედალი. აღნიშნული ჯილდო განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ესტონეთის მეცნიერების განვითარებაში ან მნიშვნელოვნად ეხმარება მის განვითარებას[12].

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემია მდებარეობს ტალინში, კოჰტუს ქუჩაზე. მისი შენობა უნგერნ ფონ შტერნბერგების სასახლე იყო, რომელიც 1865 წელს, არქიტექტორმა მარტინ გროპიუსმა ააშენა[13].

აკადემიის პრეზიდენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1946-1950 — ჰანს კრუუსი;
  • 1950-1968 — იოჰან ეიჰფელდი;
  • 1968-1973 — არნოლდ ვეიმერი;
  • 1973-1990 — კარლ რებანი;
  • 1990-1994 — არნო კიოორნა;
  • 1994-2004 — იური ენგელბრეხტი;
  • 2004-2014 — რიხარდ ვილემსი[8];
  • 2014 - დღემდე — ტარმო სოომერე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://council.science/members/online-directory/
  2. https://www.interacademies.org/network/member-academies
  3. https://web.archive.org/web/20240125131018/http://www.unionacademique.org/en/members
  4. https://allea.org/members
  5. Academy, web page at the Estonian Academy of Sciences. Accessed on line September 12, 2007.
  6. Estonian Academy of Sciences დაარქივებული 2007-09-17 საიტზე Wayback Machine. , web page at the Union of European Academies for Science Applied to Agriculture, Food, and Nature. Accessed on line September 12, 2007.
  7. Membership, web page at the Estonian Academy of Sciences. Accessed on line December 9, 2012.
  8. 8.0 8.1 Facts of history, web page at the Estonian Academy of Sciences. Accessed on line September 12, 2007.
  9. Kronoloogia დაარქივებული 2019-02-09 საიტზე Wayback Machine. , web page at the Estonian Academy of Sciences. Accessed on line September 12, 2007.
  10. Structure დაარქივებული 2018-12-16 საიტზე Wayback Machine. , web page at the Estonian Academy of Sciences. Accessed on line September 12, 2007.
  11. Struktuur დაარქივებული 2019-02-09 საიტზე Wayback Machine. , web page at the Estonian Academy of Sciences. Accessed on line September 12, 2007.
  12. Estonian Academy of Sciences:Medals, Prizes, Scholarships დაარქივებული 2018-11-02 საიტზე Wayback Machine. (Accessed April 2013)
  13. Estonian Academy of Sciences:Medals, Prizes, Scholarships დაარქივებული 2018-11-02 საიტზე Wayback Machine. (Accessed April 2013)