ერიკ ჰობსბაუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერიკ ჰობსბაუმი
ინგლ. Eric John Ernest Hobsbawm
დაბ. თარიღი 9 ივნისი, 1917(1917-06-09)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი ალექსანდრია[1] [7]
გარდ. თარიღი 1 ოქტომბერი, 2012(2012-10-01)[1] [2] [11] [3] [4] [6] [7] [8] [10] (95 წლის)
გარდ. ადგილი ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო[7]
დასაფლავებულია ჰაიგეიტის სასაფლაო
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა მწერალი, economic historian, social historian, უნივერსიტეტის პროფესორი, მუსიკალური ჟურნალისტი და ისტორიკოსი
მუშაობის ადგილი ბირკბეკი
ალმა-მატერი სამეფო კოლეჯი, წმინდა მერილებონის სკოლა[12] და Prinz-Heinrichs-Gymnasium
მეუღლე Muriel Seaman და Marlene Hobsbawm
მამა Leopold Percy Hobsbaum
დედა Nelly Hobsbaum
შვილ(ებ)ი ჯულია ჰობსბაუმი, ენდი ჰობსბაუმი და Joss Bennathan
ჯილდოები ბალცანის პრემია, ბოხუმის ისტორიული პრემია, ერნსტ ბლოხის პრემია, Wolfson History Prize, ლაიონელ გელბერის პრემია, დოიჩერის მემორიალური პრემია, ჟირონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ვენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[13] , კარლის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ბრიტანეთის აკადემიის წევრი, ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი, honorary citizen of Vienna, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, ლაიფციგის წიგნების პრემია ევროპულ ურთიერთგაგებაში შეტანილი წვლილისათვის, ღირსების კავალერი[14] და Medlicott Medal[15]

ერიკ ჯონ ერნესტ ჰობსბაუმი (ინგლ. Eric John Ernest Hobsbawm, დ. 9 იანვარი, 1917, ალექსანდრია — გ. 1 ოქტომბერი, 2002, ლონდონი) — ბრიტანელი ისტორიკოსი-მარქსისტი. მას ეკუთვნის არცისე ცნობილი ნამუშევრები (რევოლუციის ეპოქა: ევროპა 1789-1848; კაპიტალიზმის ეპოქა: ევროპა 1848-1875; იმპერიის ეპოქა: ევროპა 1875-1914) — ნაციონალიზმის კრიტიკოსი და თეორეტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერიკ ჰობსბაუმი დაიბადა ავსტრიელი ებრაელების ოჯახში. დედა წარმოშობით ვენიდან, მამა კი პოლონელი ებრაელი, რომელიც დაიბადა ლონდონში. იგი სწავლობდა ვენაში, შემდეგ ბერლინში (1931-1934). მშობლების გარდაცვალების შემდეგ კი თავის დასთან ერთად გაემგზავრა ლონდონში. ერიკ ჰობსბაუმი ემიგრაციაში მოხვდა მას შემდეგ რას ავსტრია შეუერთდა ნაცისტურ გერმანიას. 1936 წლიდან სწავლობდა სამეფო კოლეჯში - კემბრიჯის უნივერსიტეტიში, ისტორიის და ეკონომიკის ფაკულტეტზე.

გერმანიაში ერიკი დაინტერესდა მარქსიზმით. სტუდენტურ წლებში იგი იყო გაზეთ „გრანტის“ კულტურული მომომხილველი. აგრეთვე მუშაობდა კინოოპერატორად და დადიოდა გადაღებებზე საფრანგეთში, ალჟირში და ტუნისში.

1947 წელს ერიკ ჰობსბაუმი გახდა ისტორიის მასწავლებელი ლონდონის უნივერსიტეტში, სადაც ხელმძღვანელობდა ისტორიისა და ეკონომიკის კათედრას 1969-1984 წლებში. ამის გამო მას მიენიჭა პროფესორის საპატიო წოდება. იგი არამარტო ლონდონის უნივერსიტეტში არამედ საზღვარგარეთის უნივერსიტეტებშიც კითხულობდა ლექციებს.

მან იმოგზაურა ხმელთაშუა ზღვისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. 1957 წელს ლათინოამერიკაში მოგზაურობის შემდეგ მან დაწერა წიგნი „უბრალო მეამბოხე“ 1960 წელს იგი ჩამოყალიბდა როგორც მშრომელთა მოძრაობის ისტორიკოსი. იგი აყალიბებდა მშრომელთა მოძრაობებს და ყურადღებას ამახვილებდა მათ კულტურულ მოღვაწეობაზე. ჰობსბაუმი აქტიურად მონაწილეობდა დისკუსიებში მარქსისტებთან, მან დაწერა საპროტესტო წერილი ევროპელ ისტორიკოსებთან ერთად სსრკის შეჭრის შესახებ უნგრეთში, მაგრამ ამასთან ერთად ის რჩებოდა კომუნისტური პარტიის წევრად.

ბრიტანელი ჯაზის მოყვარულებისთვის ჰობსბაუმი ცნობილია, როგორც კრიტიკოსი და თანამედროვე მუსიკის მცოდნე.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1959 — უბრალო ამბოხებული“; „ჯაზის სცენა“
  • 1962 — „რევოლუციის ერა“
  • 1964 — „მშრომელები“
  • 1968 — „ინდუსტრია და იმპერა“
  • 1969 — „კაპიტანი სვინგი“; „ბანდიტები"
  • 1973 — „რევოლუციონერები“
  • 1975 — „კაპიტალიზმის ეპოქა“
  • 1978 — „მარქსიზმის ისტორია“
  • 1987 — „იმპერიის ეპოქა“
  • 1990 — „მარსელიოზას გამოძახილი“
  • 1997 — „წიგნი ისტორიის შესახებ“
  • 1998 — „უცნაური ადამიანები“
  • 1999 — „ახალი საუკუნე“
  • 2002 — „საინტერესო დრო“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #120342081 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. The Fine Art Archive — 2003.
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 www.accademiadellescienze.it
  8. 8.0 8.1 Babelio — 2007.
  9. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  10. 10.0 10.1 Munzinger Personen
  11. Eric Hobsbawm dies, aged 95The Guardian.
  12. https://web.archive.org/web/20200705005943/https://www.lrb.co.uk/the-paper/v41/n08/susan-pedersen/i-want-to-love-it
  13. http://geschichte.univie.ac.at/en/persons/eric-j-hobsbawm-prof-dr
  14. https://elpais.com/cultura/2012/10/01/actualidad/1349086514_771066.html
  15. https://www.history.org.uk/aboutus/resource/8702/the-medlicott-medal