ერითროციტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადამიანის ერითროციტები

ერითროციტები (ბერძნ. ἐρυθρός — წითელი და κύτος — უჯრედი, სათავსი), ასევე ცნობილი სახელწოდებით სისხლის წითელი უჯრედებიადამიანის, ხერხემლიანი ცხოველებისა და ზოგიერთი უხერხემლოების სისხლის უჯრედები. ერითროციტების შემადგენლობაში შედის ცილოვანი ნივთიერება ჰემოგლობინი, რომელიც განსაზღვრავს სისხლის წითელ ფერს. ერითროციტების რაოდენობა 1მმ კუბში 4.5-5 მილიონია.

ფუნქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერითროციტების მთავარ ფუქნციად ითვლება ჟანგბადის გადატანა ფილტვებიდან ორგანიზმის ქსოვილებში და ნახშიროჟანგის უკუმიმართულებით გამოყვანა, ამაში მათ ჰემოგლობინის მოლეკულა ეხმარება.. თუმცა, სუნთქვის პროცესში მონაწილეობის გარდა, ერითროციტები ასრულებენ შემდეგ ფუნქციებსაც:

  • გარემოს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის რეგულირება;
  • სისხლისა და ქსოვილების იიზოოსმოსური წნევის შენარჩუნება;
  • სისხლის პლაზმიდან ამინომჟავების, ლიპიდების აბსორბცია და მათი ქსოვილებში გადატანა.

ერითროციტების მომწიფებას ძვლის ტვინში 10-12 დღე ესაჭიროება.

სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანემიების შეფასებისას ჰემოგლობინის კოცენტრაციასთან და ჰემატოკრიტთან ერთად მნიშვნელოვანი როლი უჭირავს სისხლში ერითროციტების რაოდენობის განსაზღვრას. ერითროციტების დასათვლელად გამოიყენება

  1. გორიაევის სათვლელი ბადე;
  2. ავტომატური მთველი ან ანალიზატორი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: