ემი მაკდონალდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემი მაკდონალდი

ემი მაკდონალდი New Pop Festival 2018-ზე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 25 აგვისტო, 1987 (1987-08-25) (36 წლის)
დაბ. ადგილი ბიშოპბრიგსი,
შოტლანდია
ჟანრ(ებ)ი როკი,
მსუბუქი როკი,
ფოლკ როკი,
ინდი როკი
საქმიანობა მომღერალი,
სიმღერების ავტორი,
მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა,
ვოკალი, კლავიშიანი
ინსტრუმენტები
აქტიური 2007-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Vertigo,
Mercury,
Melodramatic Records
საიტი
ემი მაკდონალდი ვიკისაწყობში

ემი მაკდონალდი (ინგლ. Amy Macdonald; დ. 25 აგვისტო, 1987, ბიშოპბრიჯსი, შოტლანდია) — შოტლანდიელი მომღერალი. მაკდონალდმა სახელი გაითქვა 2007 წელს, მსადებიუტო ალბომით This Is the Life (2007) და ალბომის მეოთხე სინგლით „This Is the Life“. ამ სიმღერამ მიაღწია ჩარტებში პირველ ადგილს 6 სხვადასხვა ქვეყანაში და მოხვდა საუკეთესო ათეულში მსოფლიოს 11 ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით.

სიმღერის წარმატებამ გამოიწვია მაკდონალდის წარმატება ამერიკულ მუსიკალურ ბაზარზე, ის იყო სტუმრად ისეთ შოუებში, როგორიცაა „The Ellen DeGeneres Show“ და „The Late Late Show with Craig Ferguson“ 2008 წელს, სადაც მან შეასრულა 2 სიმღერა ალბომიდან. მისმა ალბომმა This Is the Life მიაღწია 92-ე ადგილს Billboard 200-ში. მან ასევე მიაღწია პირველ პოზიციას 6 ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს, დანიის და სხვა ევროპის ქვეყნების წამყვანი ალბომების ჩარტებში. This Is the Life სულ გაიყიდა 3 მილიონი ასლით მსოფლიოს მასშტაბით.[1]

„Don't Tell Me That It's Over“ 2010 წლის მარტში გამოვიდა ალბომის A Curious Thing მთავარი სინგლის სახით. ალბომი გამოვიდა 2010 წლის 8 მარტს. მას შემდეგ ალბომიდან გამოიცა 5 სინგლი. მაკდონალდის მესამე ალბომი Life in a Beautiful Light გამოვიდა 2011 წლის, 11 ივნისს. 2017 წლის 17 თემბერვალს მან გამოსცა რიგით მეოთხე ალბომი Under Stars.[2]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკდონალდი სწავლობდა ბიშოპბრიგსის საშუალო სკოლაში. ემი თვითნასწავლი მუსიკოსია, ის უკრავდა მამის გიტარაზე, ცოტა ხნის შემდეგ დაესწრო Travis-ის გამოსვლას T in the Park Festival-ზე 2000 წელს. სიმღერის „Turn“ მოსმენა მის შთაგონებად იქცა და მას თავადაც დაებადა დაკვრის სურვილი. დაიწყო დაკვრა ლუდის და ყავის ბარებში, მათ შორის ბრენსვიკის სარდაფში Sauchiehall Street-ზე გლაზგოს ცენტრში. მისი პირველი სიმღერა იყო „The Wall“. მუსიკალური კარიერა ემიმ 15 წლის ასაკში დაიწყო. გამოდიოდა მუსიკალურ ფესტივალებზე, როგორებიცაა გლასტონბერის ფესტივალი, Hyde Park Calling, „T in the Park“ და „The V Festival“.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარღვევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემი მაკდონალდი T On The Fringe-ის სცენაზე

მაკდონალდმა გააგზავნა დემო CD NME-ში ახალი კომპანიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების პასუხად, რომელიც შექმნეს პეტ უილკინსონმა და სარა ერასმუსმა.

ინტერვიუში HitQuarters-თან უილკინსონმა განაცხადა, რომ იგი „გადაუჭარბებლად გაოცებული დატოვა“ სიმღერების წერის შესაძლებლობებმა, როდესაც პირველად მოისმინა მაკდონალდის მიერ შესრულებული სიმღერები „This Is the Life“ და „Mr. Rock and Roll“.

ვიკიციტატა
„მე ვთქვი, „ემი ვინ დაწერა ეს სიმღერები?“ და მან განაცხადა „მე“. მე ვუთხარი, „არა, შენ არა“ ხითხითით, იმ იმედით რომ მართლაც მან დაწერა. მან თქვა, რომ ის იყო ამ სიმღერების ავტორი და მე ვუთხარი, რომ ის არაჩვეულებრივად ნიჭიერია.“
(პეტ უილკინსონი)

შემდეგ უილკინსონმა გაატარა დაახლოებით 8-9 თვე ემისთან ერთად, მისი სახლის სტუდიაში იმ მიზნით, რომ უზრუნველყო რეკორდული გარიგება თავისი კლიენტისთვის. 2007 წელს მაკდონალდმა ხელშეკრულება გააფორმა Vertigo Records-თან.

This Is the Life (2007–2009)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემი მაკდონალდი, 2009

2007 წელს მაკდონალდმა გამოუშვა სადებიუტო ალბომი სახელწოდებით This Is the Life. გაიყიდა ალბომის 3 მილიონი ასლი. დისკმა მიაღწია #1 პოზიციამდე გაერთიანებულ სამეფოში, ნიდერლანდებში, შვეიცარიასა და დანიაში. ალბომის პირველი სინგლი „Poison Prince“ შეზღუდული რაოდენობით გამოიცა. მეორე სინგლი, „Mr. Rock and Roll“ გახდა მაკდონალდის პირველი სინგლი, რომელიც მოხვდა საუკეთესო 40-ეულში, #12 პოზიციაზე გაერთიანებულ სამეფოში. მესამე სინგლმა „L.A.“ მიაღწია #48 პოზიციამზე, მაგრამ #5 პოზიციამდე შოტლანდიის სიმღერების ჩარტში.

მეოთხე და ყველაზე წარმატებული სიმღერა „This Is the Life“ გავიდა # 28-ადგილზე გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ #1 პოზიციაზე ევროპის ხუთ სხვა ქვეყანაში. სიმღერას მიენიჭა პლატინა გერმანიასა და ბელგიაში, ოქრო ესპანეთსა და შვეიცარიაში. მეხუთე სინგლმა ამ ალბომიდან, Run მუსიკოსს მოუტანა მეორე ყველაზე დაბალი ადგილი გაერთიანებულ სამეფოში — #75, თუმცა გავიდა #36 პოზიციაზე გერმანიაში. მეექვსე და ფინალური სინგლი იყო ხელახლა გამოცემული „Poison Prince“, რომელმაც მოიპოვა #148 პოზიციაზე გაერთიანებულ სამეფოში და გახდა ყველაზე დაბალადგილიანი სინგლის მისი ალბომის სიმღერებს შორის.

მოწვეული შემსრულებლის სახით მაკდონალდი გამოჩნდა სხვადასხვა გადაცემაში — The Album Chart Show, Loose Women, Friday Night Project, Taratata (საფრანგეთი) და This Morning. 2008 წელს Silver Clef Awards-ით დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო ახალბედა მუსიკოსი.

A Curious Thing (2010–2011)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკდონალდი 2010 წელი

მაკდონალდმა დაიწყო სიმღერების წერა მეორე ალბომისთვის 2009 წლის გაზაფხულში, მოკლე შესვენებით მისი ტურნეს ვალდებულებების გამო. თავიდან ემიმ დაიწყო მისი ძველი რვეულების ყურადღებით წაკითხვა, რათა მოეძებნა სიმღერის იდეა, განსხვავებით მისი წინა ალბომისგან რომელიც უფრო მალე დაწერა. ბევრი სიმღერა იყო შთაგონებული რეალურ ცხოვრებაში შეხვედრილი პიროვნებებით ან ყოველდღიური ცხოვრების მოვლენებით. საწინააღმდეგოდ ზოგიერთი ცნობისა „Spark“ მას მოკლული ბავშვისათვის, ჯეიმზ ბალგერისთვის არ მიუძღვნია. „What Happiness Means To Me“ ეძღვნება მის ფეხბურთელ მეუღლეს სტივ ლოველს, ხოლო „An Ordinary Life“ არის შთაგონებული „Z-list Celebs-ით“. ალბომში აგრეთვე შეტანილია სიმღერა მაიკლ ჯექსონზე და კიდევ ერთი, რომელიც მან ბაბუასა და ბებიას მიუძღვნა. სიმღერები ჩაიწერა Weller's BlackBarn-ის სტუდიაში სურეიში

მეორე ალბომი A Curious Thing გამოვიდა 2010 წლის მარტში. მას ერთი კვირით ადრე, 2010 წელს 1 მარტს წინ უსწრებდა პირველი სინგლი „Don't Tell Me That It's Over“. სიმღერა გამოჩნდა გაერთიანებული სამეფოს რადიოში 11 იანვარს. იმავე დღეს ემიმ შეასრულა ახალი სიმღერა საიმონ მაოს შოუში, BBC Radio 2-ში. „Don't Tell Me That It's Over“ გამოჩნდა ისეთი ქვეყნების რადიოებში როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, შვეიცარია, გერმანია და საფრანგეთი. ალბომის მეორე სიმღერა „Spark“ გამოვიდა 10 მაისს 2010 წელს, ციფრული ჩამონატვირთის ფორმატში. მაკდონალდმა ასევე დაადასტურა, რომ 2010 წელს ექნებოდა ტურნეები გაერთიანებული სამეფოსა და ევროპის სხვა ნაწილებში.

ალბომის მესამე სინგლი „This Pretty Face“ გავრცელდა 2010 წელს 9 ივლისს, მაკდონალდმა ასევე დაადასტურა ჩაატარებდა ტურნეს სახელწოდებით The Love Love Tour.

Life in a Beautiful Light (2011–2015)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს მაისში დადასტურდა, რომ ემიმ უკვე დაიწყო მუშაობა მესამე ალბომზე. 2012 წელს 13 აპრილს მაკდონალდმა ოფიციალურ საიტზე დაადასტურა ალბომის სახელწოდება Life in a Beautiful Light და რომ ის გამოდიოდა 2012 წელს 11 ივნისს.[3] ასევე დადასტურდა ერთ-ერთი სიმღერის სათაური, „Slow it Down“, რომელიც პირველად შესრულდა 13 აპრილის დილით ზოი ბეილის შოუში და გამოჩნდა მაკდონალდის ოფიციალურ არხზე, YouTube-ზე.

2016–2018: Under Stars[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის ნოემბერში მაკდონალდმა დააანონსა ახალი ალბომი Under Stars, რომელიც გამოვიდა 2017 წლის 17 თებერვალს. აგრეთვე გამოვიდა ალბომის სინგლის „Down By The Water“ აკუსტიკური ვერსიის ვიდეო.

2018–დღემდე: Woman Of The World (The Best Of 2007-2018)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის სექტემბერში მან დაანონსა ალბომი სახელწოდებით Woman Of The World, რომელშიც შევიდა მის მიერ ადრე გამოშვებული საუკეთესო კომპოზიციები, მათ შორის აქამდე გამოუცემელი სიმღერა „Woman of the World“. კომპილაციური ალბომი გამოვიდა 2018 წლის 23 ნოემბერს.

პოპულარობა აშშ-ში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკდონალდმა მოიპოვა ზომიერი პოპულარობა აშშ-ს მუსიკალურ ბაზარზე. ის გამოჩნდა აშშ-ს რამდენიმე შოუში როგორიცაა The Late Late Show with Craig Ferguson (2008), სადაც შეასრულა „Mr. Rock and Roll“ და ასევე The Ellen DeGeneres Show (2008), სადაც მან შეასრულა ჰიტი, „This Is the Life“.

მისმა სადებიუტო ალბომმა მიაღწია #92 აშშ-ს Billboard 200-ში. სიმღერამ „This is the Life“ მიაღწია #25 აშშ-ს Billboard Triple-A Hot 100-ის სიმღერების ჩარტებში.

ოსტატობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკალური სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრიტიკოსები აღწერენ ემის როგორც რბილად მოლაპარაკეს, მაგრამ სწრაფი სასიმღერო ხმით.

მაკდონალდზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა Travis-მა. ასევე იქონიეს გავლენა ჯგუფებმა The Killers და The Libertines.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს ემი დაინიშნა ყოფილ ფეხბურთელ სტივ ლოველთან, მაგრამ მალე, 2012 წლის ივნისში ისინი დაშორდნენ. მაკდონალდი ასევე არის საფეხბურთო კლუბ „რეინჯერსის“ დიდი გულშემატკივარი.

2018 წელს იგი დაქორწინდა შოტლანდიელ ფეხბურთელ რიჩარდ ფოსტერზე.

ჯილდოები და ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ჯილდო კატეგორია შედეგი
2011 შვეიცარიული მუსიკის დაჯილდოება საუკეთესო საერთაშორისო ალბომი როკ/პოპ ჟანრში – A Curious Thing გამარჯვებული
2011 Echo Awards საუკეთესო საერთაშორისო მომღერალი ქალი როკ/პოპ ჟანრში გამარჯვებული
2010 ტარტანის გასაღების ჯილდო საუკეთესო ალბომი – A Curious Thing გამარჯვებული
2009 შვეიცარიული მუსიკის დაჯილდოება საუკეთესო საერთაშორისო ალბომი – This Is The Life გამარჯვებული
საუკეთესო საერთაშორისო სიმღერა – This Is The Life გამარჯვებული
Echo Awards საუკეთესო საერთაშორისო ახალი შემსრულებელი გამარჯვებული
საუკეთესო საერთაშორისო მომღერალი ქალი ნომინირებული
წლის სინგლი This Is the Life ნომინირებული
NRJ Music Awards წლის საერთაშორისო ალბომი This Is the Life ნომინირებული
წლის საერთაშორისო რევოლუცია ნომინირებული
2008 Daily Record წლის შოტლანდიელი პიროვნება გამარჯვებული
2007 ვერცხლის გასაღების ჯილდო საუკეთესო ახალი შემსრულებელი გამარჯვებული

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sutherland, Mark. "Music: 6 Questions with Amy MacDonald." Billboard – the International Newsweekly of Music, Video and Home Entertainment 122, no. 9 (6 მარტი, 2010): 31.
  2. Amy Macdonald reveals she's engaged to footballer boyfriend with 'honkin' selfie on Facebook. The Mirror. ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი, 2016.
  3. Life in a Beautiful Light (13 აპრილი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აპრილი, 2012. ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2012.