ელიზაბეტ ბატორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელიზაბეტ ბატორი
უნგრ. Erzsébet Báthory სლოვაკ. Alžbeta Bátoriová
ნამდვილი სახელი ერჟებეტ ბათორი
დაბ. თარიღი 1560 წლის 7 აგვისტო
დაბ. ადგილი უნგრეთის დროშა ნირბატორი, უნგრეთის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 1614 წლის 21 აგვისტო
გარდაცვალების ადგილი ჩეიტეს ციხესიმაგრე, უნგრეთის სამეფო, ამჟამად სლოვაკეთი
გარდაცვალების მიზეზი თავისუფლების სამუდამო აღკვეთა
ეროვნება უნგრელი
მოქალაქეობა უნგრეთის დროშა უნგრეთის სამეფო
მეტსახელი სისხლიანი გრაფინია
ცნობილია, როგორც სისხლიანი გრაფინია
დაპატიმრების თარიღი 1610 წლის 29 დეკემბერი
განაჩენი თავისუფლების სამუდამო აღკვეთა
მსხვერპლის რაოდენობა 80-650
მკვლელობის მეთოდი მსხვერპლის სისხლისგან დაცლა, წამება
მკვლელობების არეალი ჩეიტე, შარვარი, პოჟონი, ვენა
მოტივი არ არის ცნობილი

ეჩედის გრაფინია ელიზაბეტ ბატორი ან ეჩედის ერჟებეტ ბათორი-ნადაშდი (უნგრ. ecsedi Báthory Erzsébet (-Nádasdy)) ან ალჟბეტა ბატოროვა-ნადაშდი (სლოვაკ. Alžbeta Bátoriová-Nádašdy) (დ. 17 აგვისტო, 1560 — გ. 21 აგვისტო, 1614) — ბატორების ოჯახის გრაფინია. იგი ისტორიაში შესულია როგორც ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელი, სისხლიანი გრაფინია, სისხლიანი ლედი.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ელიზაბეტი მის ოთხ მოსამსახურესთან ერთად დამნაშავედ ცნეს ასობით გოგონასა და ახალგაზრდა ქალების მკვლელობისთვის. ჯამში მათი რაოდენობა 600-მდეა, თუმცა რაოდენობა, რისთვისაც ისინი გაასამართლეს იყო 80. 1610 წელს ის დაატყვევეს თავისივე სასახლეში, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი 4 წელი გაატარა.

მოგვიანებით, უნგრული პროზა მას მოიხსენიებდა როგორც სისხლისმსმელ გრაფინიას. მწერლობაზე დაყრდნობით იგი ქალიშვილების სისხლს სვამდა და საბანაოდ იყენებდა, რომ ახალგაზრდობა შეენარჩუნებინა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]