ელიზაბეთ ავსტრიელი (1436-1505)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელიზაბეთ ავსტრიელი
პოლონეთის დედოფალი და ლიტვის დიდი მთავარი
კორონაცია: 10 მარტი, 1454, კრაკოვი
მმართ. დასაწყისი: 10 მარტი, 1454
მმართ. დასასრული: 7 ივნისი, 1492
წინამორბედი: სოფია ჰოლშანსკა
მემკვიდრე: ელენა მოსკოველი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1436
დაბ. ადგილი: ვენა, ავსტრია
გარდ. თარიღი: 7 ივნისი, 1492, (68-69 წლის)
გარდ. ადგილი: კრაკოვი, პოლონეთი
მეუღლე: კაზიმირ IV, პოლონეთის მეფე
შვილები: ვლადისლავ II, უნგრეთის მეფე
ჰედვიგია, ბავარიის ჰერცოგინია
წმინდა კაზიმირი
იან I, პოლონეთის მეფე
ალექსანდრე I, პოლონეთის მეფე
სიგიზმუნდ I, პოლონეთის მეფე
ანა, პომერანიის ჰერცოგინია
ბარბარა, საქსონიის ჰერცოგინია
სოფია, ბრანდენბურგ-ანსბახის ლანდგრაფინია
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ალბრეხტ II, გერმანიის მეფე
დედა: ელიზაბეთ ლუქსემბურგელი
რელიგია: კათოლიციზმი

ელიზაბეთ ავსტრიელი (გერმ. Elisabeth von Österreich, პოლ. Elżbieta Rakuszanka; დ. 1436 — გ. 7 ივნისი, 1492) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. გერმანიის მეფე ალბრეხტ II-ისა და ელიზაბეთ ლუქსემბურგელის ასული. საღვთო რომის იმპერატორ სიგიზმუნდ I ლუქსემბურგელის შვილიშვილი. მან თავისი ბავშვობა იმპერატორ ფრიდრიხ III-ის კარზე გაატარა, სადაც იგი პოლონეთის პრინცზე დაინიშნა. 1454-92 წლებში იყო პოლონეთის დედოფალი და ლიტვის დიდი მთავარი, როგორც კაზიმირ IV-ის მეუღლე. უნგრეთისა და ბოჰემიის მეფე ვლადისლავ II-ისა და პოლონეთ-ლიტვის სამი მონარქის: იან I-ის, ალექსანდრე I-ისა და სიგიზმუნდ I-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეთ ავსტრიელი დაიბადა 1436 წელს ვენაში. იგი იყო გერმანიის მეფე ალბრეხტ II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ელიზაბეთ ლუქსემბურგელის ასული. დედის მხრიდან მისი ბაბუა უნგრეთის ყოფილი მეფე სიგიზმუნდ I იყო. 1439 წელს ალბრეხტ ავსტრიელი გარდაიცვალა, რის შემდეგაც სულ სამ თვეში ელიზაბეთ ლუქსემბურგელმა ვაჟი გააჩინა, რომელსაც ვლადისლავი დაარქვეს და "მამის სიკვდილის შემდეგ დაბადებული" უწოდეს მეტსახელად. ჯერ კიდევ პატარა ელიზაბეთ ავსტრიელი სერიოზული პოლიტიკური დავის ეპიცენტრში აღმოჩნდა. მას შემდეგ რაც უნგრეთის ტახტზე ჩვილი ვლადისლავი ავიდა, რეგენტად დედამისი დაინიშნა. გერმანელთა გაბატონებით უნგრელები დიდად უკმაყოფილონი დარჩნენ, რის გამოც მათ დაამხეს ვლადისლავის მმართველობა და სამეფო ოჯახმა თავს ავსტრიაში გაქცევით უშველა.

უნგრელმა დიდგვაროვნებმა ტახტის დაკავება პოლონეთისა და ლიტვის მმართველ ვლადისლავ I-ს შესთავაზეს, რომელიც დიდი სიხარულით დასთანხმდა. მან მალევე ელიზაბეთ ლუქსემბურგელს პირობა მისცა, რომ მის ასულს, პრინცესა ელიზაბეთს თავის ძმაზე, პრინც კაზიმირზე დააქორწინებდა. საქორწინო კონტრაქტის გაფორმებიდან რამდენიმე დღეში ელიზაბეთ ლუქსემბურგელი გარდაიცვალა. 1444 წელს გარდაიცვალა მეფე ვლადისლავ I-ც, რის გამოც ისარგებლეს თურქებმა და უნგრელები ვარნას ბრძლაში დაამარცხეს. უშვილო ვლადისლავის გარდაცვალების გამო, პოლონეთის, ლიტვისა და უნგრეთის ტახტზე მისი ძმა კაზიმირ IV ავიდა, რომელმაც 1454 წლის 10 მარტს ცოლად შეირთო ელიზაბეთ ავსტრიელი. ამავე დღეს შედგა მისი პოლონეთის დედოფლად კორონაცია.

მას შემდეგ, რაც მისი ძმა, ვლადისლავი გარდაიცვალა, უნგრეთის ტახტისათვის ბრძოლა წამოიწყო ელიზაბეთის უფროსმა დამ, ანა ავსტრიელმა. უნგრელი დიდგვაროვნები ყველანაირად ეწინააღმდეგებოდნენ ანას, რის გამოც უნგრეთის ტახტი კვლავ ელიზაბეთს დარჩა. მალე თავად უნგრეთში იფეთქა აჯანყებამ პოლონელების წინააღმდეგ და ტახტზე ადგილობრივი დიდგვაროვანი: მატიაშ ჰუნიადი ადის. ელიზაბეთი უნგრეთის ტახტისათვის ბრძოლას მაინც განაგრძობდა. ბედის განგება მის წისქვილზე ასხამდა წყალს, რადგანაც 1490 წელს მეფე მატიაში უშვილოდ აღესრულა, რითაც მან სასწრაფოდ ისარგებლა და უნგრეთის ტახტზე თავისი უფროსი ვაჟი ვლადისლავ II დასვა.

1492 წელს კაზიმირ IV გარდაიცვალა და ტახტზე მათი უფროსი ვაჟი იან I ადის, რომელიც სულ ცხრა წელიწადში უშვილოდ აღესრულა. ამის გამო ტახტზე მათი კიდევ ერთი ვაჟი, ალექსანდრე I ადის, რომელიც 1506 წელს ასევე უშვილოდ დაიღუპა, თუმცა ამას უკვე ელიზაბეთი ვეღარ მოესწრო, რადგან იგი 1505 წელს გარდაიცვალა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვლადისლავ II (1456-1516), უნგრეთისა და ბოჰემიის მეფე, პირველად იქორწინა ბარბარა ბრანდენბურგელზე, რომელსაც უშვილობის გამო გასცილდა და ცოლად ბეატრიჩე ნეაპოლელი შეირთო, რომელთანაც ასევე უშვილობის გამო განქორწინდა და იქორწინა ანა დე ფუა-კანდალზე, რომელთანაც შეეძინა ავსტრიის ერცჰერცოგინია ანა იაგელონი და უნგრეთისა და ბოჰემიის მომავალი მეფე ლაიოშ II;
  2. ჰედვიგია (1457-1502), ცოლად გაჰყვა ბავარიის ჰერცოგ გეორგ ვიტელსბახს, რომელთანაც შეეძინა ორი ქალიშვილი;
  3. კაზიმირი (1458-1484), ლიტვის მფარველი წმინდანი;
  4. იან I ალბერტი (1459-1501), პოლონეთ-ლიტვის მეფე, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  5. ალექსანდრე I (1461-1506), პოლონეთ-ლიტვის მეფე, ცოლად შეირთო ელენა მოსკოველი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  6. სოფია (1464-1512), ცოლად გაჰყვა ბრანდენბურგ-ანსბახის მარკგრაფ ფრიდრიხ I-ს, რომელთანაც ოთხი ვაჟი შეეძინა, მათ შორის პრუსიის პირველი მონარქი ალბერტი;
  7. ელიზაბეტა (1465-1466), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  8. სიგიზმუნდ I (1467-1548), პოლონეთ-ლიტვის მეფე, პირველად იქორწინა ბარბარა ზაპოლიაზე, რომელთანაც ორი გოგონა შეეძინა და რომლის გარდაცვალების შემდეგაც მეორედ დაქორწინდა ბონა სფორცაზე, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა, მათ შორის უნგრეთის დედოფალი იზაბელა იაგელონი, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგინია სოფია იაგელონი, შვედეთის დედოფალი კატარინა იაგელონი, პოლონეთ-ლიტვის მეფე სიგიზმუნდ II და პოლონეთ-ლიტვის დედოფალი ანა I;
  9. ფრედერიკი (1468-1503), ნიესნოს არქიეპისკოპოსი;
  10. ელიზაბეტა (1472-1481), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  11. ანა (1476-1503), ცოლად გაჰყვა პომერანიის ჰერცოგ ბოგისლავ X-ს, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა, მათ შორის დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის დედოფალი სოფია პომერანიელი;
  12. ბარბარა (1478-1534), ცოლად გაჰყვა საქსონიის ჰერცოგ გეორგ ვეტინს, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი;
  13. ელიზაბეტა (1482-1517), ცოლად გაჰყვა ლენიკას ჰერცოგ ფრიდრიხ II-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Buchholz, Werner (1999). Pommern. Deutsche Geschichte im Osten Europas . Siedler. p. 149. ISBN 3886802728.
  • Brzezińska, Anna (1999). "Female Control of Dynastic Politics". In Balázs Nagy; János M. Bak; Marcell Sebők. The Man of Many Devices, who Wandered Full Many Ways. Central European University Press. ISBN 963911667X. Retrieved October 25, 2012.
  • Duczmal, Małgorzata (2012). Jogailaičiai . translated by Birutė Mikalonienė and Vyturys Jarutis. Vilnius: Mokslo ir enciklopedijų leidybos centras. ISBN 978-5-420-01703-6.