ელენ სეგარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელენ სეგარა

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ელენ რიცო
დაბ. თარიღი 26 თებერვალი, 1971 (1971-02-26) (53 წლის)
დაბ. ადგილი Six-Fours-les-Plages, საფრანგეთი
წარმოშობა სიგზ-ფორ-ლე-პლაჟი,
საფრანგეთი
ჟანრ(ებ)ი პოპი ბალადა
საქმიანობა მომღერალი,
კომპოზიტორი
აქტიური 1985 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი East West,
Warner Music France
(1994-2004)
Mercury France,
Universal
(2006-2012)
Smart (2013-)
ხელმოწერა
საიტი ოფიციალური საიტი
ელენ სეგარა ვიკისაწყობში

ელენ სეგარა (დაიბადა ელენ რიცო 1971 წლის 26 თებერვალს სიგზ-ფორ-ლე-პლაჟში, საფრანგეთი) — ფრანგი მომღერალი ქალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობა ფრანგულ რივიერაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელენ სეგარა დაიბადა სიგზ-ფორ-ლე-პლაჟში ბაბუის ფერმაში. მამამისი არის იტალიური, დედა კი-სომხური წარმოშობის. მისი თქმით, ბავშვობაში მისთვის დიდი ტრავმა იყო დედ-მამის დაშორება 8 წლის ასაკში, ხოლო 8 წლის შემდეგ ბაბიუს სიკვდილი. რადგანაც, მას სურდა მომღერლობა 14 წლისამ მიატოვა სწავლა და სახლიდან წავიდა.

მას ჰქონდა უამრავი წარმატებული სამუშაო, ისეთი როგორიცაა წარმოდგენები მუსიკალურ კლუბებში ფრანგულ რივიერაზე. 18 წლისამ იმშობიარა ვაჟზე, რომელსაც დაარქვა რაფაელი. იმ პერიოდისთვის მისი რეპერტუარი გაფართოვდა ათას სიმღერამდე. 1993 წელს ჩაწერა "Loin", რომელსაც წარმატება არ ხვდომია წილად.

ცხოვრება პარიზში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წელს ელენი თავის შვილთან ერთად გადადის პარიზში, სადაც შეხვდება კრისტიან ლოიგეროს, რომელიც გახდება მისი ერთ-ერთი პირველი კომპოზიტორი. იქვე გაიცნობს ცნობილ პროდიუსერს ორლანდოს, რომელიც დალიალს ძმა იყო. ორლანდოს ზედამხედველობითა და დახმარებით, ელენის კარიერას ახალი მუხტი მიეცემა.

ელენისთვის წარმატებული აღმოჩნდა სიმღერა "Je vous aime adieu", თავისი სადებიუტო ალბომიდან "Cœur de verre" (1996) და დუეტი ანდრეა ბოჩელთან ერთად "Vivo per lei". შემდგომ იგი თამაშობს ესმერალდას როლს რიკარდო კოჩანტეს მიუზიკლში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. როდესაც მისი ხმა მოისმინეს 1997 წელს აღნიშნულ როლზე დასამტკიცებლად, მან გაამართლა და ნოას მაგივრად მიანდვეს ესმერალდას პარტიის შესრულება. "როცა იღბალი მეორეჯერ დაგიკაკუნებს კარზე, არ უნდა მივცეთ მას ჩვენი დატოვების უფლება"-თქვა სეგარამ.

ელენის კარიერას საფრთხე დაემუქრა, როდესაც ექიმმა აბიტბოლმა სახმო სიმების სიმსივნის დიაგნოზი დაუსვა. მიუხედავად ამისა, სეგარა განაგრძობდა მიუზიკლში მონაწილეობას. ერთ-ერთი კონცერტის დროს, კანადაში, მომღერალს ხმა წაერთვა. ექიმმა წარმატებული ლაზერული ოპერაციის შემდეგ აუკრძალა საერთოდ საუბარი სამი კვირის განმავლობაში, თუ კი სურდა სამომავლოდ სიმღერა შეძლებოდა.

ახალი დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოჯანმრთელების შემდეგ, ელენი ჩაწერს თავის მეორე ალბომს Au Nom d'une femme 2000 წელს . ალბომი დაიპყრობს ჩარტებს და მიიღებს ბრილიანტის ხარისსხის გაყიდვების ოდენობით. ხოლო ხუთი სიმღერა ამ ალბომიდან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლბდა. ამის შემდგომ სეგარა დაიწყებს ტურნეს, რომელიც ორი წელი გაგრძელდა. ამ კონცერტების ვიდეოჩანაწერი სეგარამ მისცა ოლიმპიის საკონცერტო დარბაზს პარიზში. "საფი"-ს (საზოგადოებრივი აზრის ფრანგული ინსტიტუტი) გამოკითხვით, ელენ სეგარა არის ყველაზე პოპულარული ფრანგი მომღერალი დღესდღეობით.

2003 წელს გამოჩნდა სეგარას მესამე ალბომი Humaine, რომელიც შეცავდა დუეტს ლაურა პაუზინისთან ერთად ("On n'oublie rien, on vit avec") და სიმღერა "L'Amour est un soleil", რომანო მუსუმარას კომპოზიციით. ალბომი 700, 000 ცალად გაიყიდა. გვიან 2003 წელს მან დაიწყო ახალი ტურნე, მაგრამ იძულებული გახდა ტურნე შეეჩერებინა მძიმე ფეხმძიმობის გამო.

2003 წლის აგვისტოში იგი აიაჩოში დაქორწინდა მეთიუ ლეკატზე (ჟურნალისტ დიდიე ლეკატის შვილზე), რომელთანაც 2003 წლის მაისში შეეძინა მატეო, ხოლო 2004 წლის ოქტომბერში-მაია.

სეგარას მეოთხე ალბომი Quand l'éternité ... გამოვიდა 2006 წელს. ეს ალბომი აერთიანებდა სხვადასხვა ჟანრის მუსიკას, თუმცა აშკარად როკის გავლენის ქვეშ იყო. ალბომის გამოსვლიდან სამი თვის შემდეგ გაიყიდა 200,000 ეგზემპლარი და დისკმა ოქროს სტატუსს მიაღწია. 2007 წელს მან ახალი ტურნე წამოიწყო საფრანგეთის მასშტაბით.

2007 წელსვე, როდესაც სეგარამ თავისი ტურნეს პირველი ნაწილი დაასრულა სიმღერები: "Tu ne seras jamais libre" და "Father", თავისი ბოლო ალბომიდან გაეგზავნა რადიოს. 2008 წლის თებერვალში მან დუეტი ჩაწერა ბრუნო პელეტიესთან. იმავე წლის აგვისტომდე სეგარამ ახალი ტურნე წამოიწყო საფრანგეთსა და საზღვარგარეთ და ჩაწერა ახალი ალბომი "რეალისტური მოგზაურობა სამყაროში". 2008 წლის ბოლოს (23 და 24 ნოემბერს) ოლიმპიაში ჩატარებული ორი კონცერტით გახნა ახალი საერთაშორისო ტურნე.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1996: Cœur de verre
  • 1998: Notre Dame de Paris (მიუზიკლი)
  • 2000: Au Nom d'une Femme
  • 2001: En concert à l'Olympia]]
  • 2002: Hélène (ესპანურად)
  • 2003: Humaine
  • 2004: Le Best of
  • 2006: Quand l'éternité...
  • 2007: Les 50 plus belles chansons
  • 2007: Collection prestige
  • 2008: Mon pays c'est la terre
  • 2011: Parmi la foule
  • 2013: Et si tu n'existais pas

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1993: "Loin
  • 1996: "Je vous aime adieu"
  • 1996: "Une voix dans la nuit"
  • 1997: "Les Larmes" (რემიქსი)
  • 1997: "Auprès de ceux que j'aimais"
  • 1997: "Vivo per lei (je vis pour elle)" (დუეტი ანდრეა ბოჩელთან)
  • 1998: "Loin du froid de Décembre" ( ფილმიდან ანასტასია)
  • 1998: "Vivre" (მიუზიკლიდან პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი)
  • 1999: "Les Vallées d'Irlande"
  • 1999: "Il y a trop de gens qui t'aiment"
  • 2000: "Elle, tu l'aimes..."
  • 2000: "Parlez-moi de nous"
  • 2001: "Tu vas me quitter"
  • 2001: "Au nom d'une femme" (რემიქსი)
  • 2001: "Mrs Jones"
  • 2002: "Donner tout"
  • 2003: "L'Amour est un soleil"
  • 2003: "Encore une fois"
  • 2003: "On n'oublie jamais rien, on vit avec" (დუეტი ლაურა პაუზინისთან)
  • 2004: "Humaine"
  • 2004: "On ne dit pas"
  • 2004: "Ailleurs comme ici"
  • 2006: "Méfie-toi de moi"
  • 2007: "Rien n'est comme avant"
  • 2007: "Tu ne seras jamais libre"
  • 2007: "Father"
  • 2008: "La Moitié de nous" (დუეტი ბრუნო პელეტიესთან)
  • 2008: "Qu'est-ce qu'on faire avec ce monde (Sodad)"
  • 2009: "Danse à Nouveau"
  • 2011: "La vie avec toi"
  • 2011: "A la renverse"
  • 2013: "Et si tu n'existais pas" (დუეტი ჯო დასენთან)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]