ნაისის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ეკლესია ნაისასი)
ნაისა
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაზილიკური ეკლესია
თარიღდება X–XI საუკუნები
დეტალები

ნაისას ტაძარი — ეკლესია საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხაში.

ტაძარი დათარიღებულია X–XI საუკუნეებით. იგი საკმაოდ მაღალი დარბაზული ტიპის ნაგებობაა. სახურავის დასავლეთ კეხზე დაშენებულია სამრეკლო. ეკლესიის ფასადები არ გამოირჩევა დიდი მორთულობით. აღმოსავლეთ ფასადზე რელიეფური გამოსახულებაა – დანიელი ლომების ხაროში. ნაგებობა გადაკეთებულ-აშენებულია XIX საუკუნეში. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია. ეკლესიის ეზოში ბევრია გამოკვეთილი საფლავის ქვა. აქვეა 2 მეტრი სიმაღლის ოთხკუთხა სტელა, თუმცა ზედა ნაწილი აკლია. იგი ქვაჯვარი ყოფილა.[1]

ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახეთი, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა, საანგარიშო კრებული, გვ. 14-15, თბ., 1997.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]