ეკატერინა გუსევა
ეკატერინა გუსევა | |
---|---|
მსახიობი ეკატერინა გუსევა | |
დაბადების სახელი | ეკატერინა გუსევა |
დაბადების თარიღი |
9 ივლისი 1976 მოსკოვი, რუსეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1997–დღემდე |
ეკატერინა გუსევა (რუს. Гусева, Екатерина Константиновна; დ. 9 ივლისი 1976, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი. რუსეთის დამსახურებული არტისტი (2009).[1]
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეკატერინა გუსევა დაიბადა 1976 წლის 9 ივლისს ქალაქ მოსკოვში. მამამისი კონსტანტინ გუსევი პროფესიით მკერავია, ხოლო დედამისი თამარა გუსევა მუშაობს ქალაქ მოსკოვის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ ინსპექციაში მთავარ ინსპექტორად.[2] სკოლაში სწავლების პერიოდში ეკატერინამ თავი მოსინჯა არაერთ საქმიანობაში, მათ შორის გიმნასტიკაში, ციგურებით სრიალში, ცურვაში, ცეკვაში, სასკოლო თეატრში. ჩაბარებას აპირებდა მოსკოვის ბიოტექნოლოგიურ ინსტიტუტში, თუმცა ერთ-ერთი სასკოლო გამოსვლის დროს იგი შენიშნა ევგენი სიმონოვის ასისტენტმა, რომელმაც ეკატერინას შესთავაზა ჩაებარებინა ბორის შჩუკინის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1992 წელს ეკატერინა გუსევამ ევგენი სიმონოვის კურსებზე ჩააბარა.
1997 წელს გუსევამ მიიღო დიპლომი, და ამავე წელსვე შეასრულა მთავარი როლი ფილმში „გველის წყარო“. შემდეგ გუსევამ გადაინაცვლა მარკ როზოვსკის თეატრში, სადაც ოთხი წელი იმუშავა. შემდეგ გუსევა გადავიდა Nord-Ost-ის მიუზიკლში. 2002 წელს ეკატერინა გუსევამ მონაწილეობა მიიღო რუსულ ტელესერიალში „ბრიგადა“, სადაც შეასრულა სერიალის მთავარი გმირის მეუღლის როლი. 2002 წელს Nord-Ost-ის პარტნიორებთან ერთად გუსევამ „დაიპყრო“ ჩრდილოეთი პოლუსი, სადაც −40 °C იმღერა კიდეც. აღნიშნული ფაქტი შეტანილია რუსეთის გინესის რეკორდების წიგნში.[3]
2003 წლიდან გუსევა მოსსოვეტის მსახიობია. ბოლო წლებში არაერთ კინოფილმში მიიღო მონაწილეობა, მ.შ. აღსანიშნავია „180-დან და ზევით“, „გაქცეულები“, „მადლობა სიყვარულისთვის“, „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცოდა“, „მე რომ მყვარებოდი“ და სხვ. 2011 წელს მიიღო მონაწილეობა ტელესერიალ ბრიგადის გაგრძელებაში „ბრიგადა 2“.
2004-2011 წლებში ეკატერინა გუსევა იღებდა ჟურნალისთვის „Maxim“.[4]
პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1996 წლიდან ქორწინებაში იმყოფება ვლადიმერ აბაშკინთან. ვლადიმერ აბაშკინი ბიზმესმენია, რომელიც ფლობს სამხატვრო-საწარმოო ფირმას „Base-Beauty“.[5][6][7]
ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი | ქართული სახელი | ორიგინალი | როლი |
---|---|---|---|
1997 | გველის წყარო | Змеиный источник | დინა |
1998 | სამოთხის ვაშლი | Райское яблочко | ოფიციანტი |
1998 | ბილბორდები | Billboard | ტანია |
1999 | სიკვდილის დირექტორია | Директория смерти | მარინა |
2000 | გაჩერება მოთხოვნის შემდეგ | Остановка по требованию | |
2001 | თეთრკანიანი მატყუარა | Бледнолицый лжец | ნასტია |
2001 | დაბადების დღეს გილოცავ ლოლა! | С днём рождения, Лола! | ლოლა |
2001 | სებასტიან ბახოვის ინტიმური ცხოვრება | Интимная жизнь Севастьяна Бахова | კატია |
2002 | ბრიგადა | Бригада | ოლგა |
2002 | დამცველი | Щит Минервы | მარგო |
2003 | ცა და მიწა | Небо и земля | მარინა |
2003 | ვეძებ პატარძალს | Ищу невесту без приданого | ვერა |
2004 | კურსანტები | Курсанты | ლიზა |
2004 | ზემოთ მასლოვკაზე | На Верхней Масловке | კატია |
2004 | 180-დან და ზევით | От 180 и выше | ოქსანა |
2005 | ესენინი | Есенин | ავგუსტა |
2005 | ნადირობა იზუბრიზე | Охота на изюбря | ირინა |
2006 | პიკის საათი | Час пик | ქსენია |
2006 | ფლეშ.კა | Флэш.ка | ვიკა |
2007 | ის, იგი და მე | Он, она и я | მაშა |
2007 | შარფი | Платки | ანა |
2007 | გამოქცეული | Беглянки | ანა |
2007 | მადლობა სიყვარულისთვის | Спасибо за любовь | ლარა |
2007 | ტანკერ ტანგო | Танкер Танго | ანა |
2007 | დივერსანტი. ომის დასასრული | Диверсант. Конец войны | |
2008 | ცხელი ყინული | Жаркий лёд | ნატაშა |
2008 | გადაარჩინეთ ჩვენი სულები | Спасите наши души | ნადეჟდა |
2009 | ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცოდა | Человек, который знал всё | ირინა |
2009 | ფოტოგრაფი | Фотограф | ალა |
2009 | გასეირნება პარიზში | Прогулка по Парижу | პოლინა |
2009 | ბზობა | Вербное воскресенье | მარგარიტა |
2009 | მე რომ მყვარებოდი | Если бы я тебя любил | ტანია |
2011 | ლექტორი | Лектор | |
2011 | ოქროს თევზი ქალაქში N | Золотая рыбка в городе N | მარუსია |
2011 | ბრიგადა 2 | Бригада 2 | ოლგა |
ნომინაციები და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნომინაცია პრემიაზე „ოქროს ნიღაბი“ (2003)
- პრიზი „ტელესერიალის საუკეთესო მსახიობი“ (ბრიგადა) (2004)
- თეატრალური პრემიის ლაურეატი „ჩაიკა" ნომინაციაში „მაცდური ქალი“ (2005)
- რუსეთის დამსახურებული არტისტი (2009)[1].
- ლაურეატი ინტერნეტ პრემიისა „ჟორჟი“ ნომინაციაში რუსეთის საუკეთესო მსახიობი (2010)[8]
- პრიზი „საუკეთესო ქალის როლი“ ფილმისთვის „ოქროს თევზი ქალაქში N“ (2010)
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ეკატერინა გუსევა კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ეკატერინა გუსევას ოფიციალური საიტი
- ეკატერინა გუსევას ბიოგრაფია
- ეკატერინა გუსევას მოკლე ბიოგრაფია
- ეკატერინა გუსევას პროფილი, ფილმოგრაფია, ფოტოგრაფია
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 Почётное звание присвоено указом президента России № 134 от 6 февраля 2009 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-13. ციტირების თარიღი: 2011-08-19.
- ↑ Информация на proficinema.ru
- ↑ Тимофеева, Лариса. (ноябрь 2007) Актриса Екатерина Гусева / Пресса.
- ↑ Екатерина Гусева снялась в откровенной фотосессии для журнала Maxim (фото) - Новости - Ukranews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-25. ციტირების თარიღი: 2011-08-19.
- ↑ Екатерина Гусева стала мамой. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-04. ციტირების თარიღი: 2011-08-19.
- ↑ Владимир Абашкин: Пресс-Портрет[მკვდარი ბმული]
- ↑ Екатерина Гусева ждет ребенка. Звезды - Звездные новости | Женский журнал Cosmopolitan
- ↑ Лауреаты-2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-21. ციტირების თარიღი: 2011-08-19.