ეთელ ლილიან ვოინიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეთელ ლილიან ვოინიჩი
ინგლ. Ethel Lilian Voynich
დაბადების თარიღი 11 მაისი, 1864(1864-05-11)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი ბალინტემპლი, კორკის საგრაფო, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[5]
გარდაცვალების თარიღი 27 ივლისი, 1960(1960-07-27)[2] [3] (96 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნიუ-იორკი
საქმიანობა მწერალი, რომანისტი[5] , აქტივისტი[5] , კომპოზიტორი, პროზაიკოსი, მთარგმნელი და suffragist
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
Magnum opus კრაზანა
მეუღლე უილფრიდ ვოინიჩი

ეთელ ლილიან ვოინიჩი, ქალიშვილობის გვარი ბული (ინგლ. Ethel Lilian Voynich; დ. 11 მაისი, 1864, კორკი, ირლანდია — გ. 27 ივლისი, 1960, ნიუ-იორკი, აშშ) — ირლანდიელი მწერალი და კომპოზიტორი, რამდენიმე რევოლუციური წამოწყების მხარდამჭერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეთელ ლილიან ბული 1864 წლის 11 მაისს ირლანდიის ქალაქ კორკში დაიბადა, მათემატიკოს ჯორჯ ბულისა და ფემინისტ ფილოსოფოს[6] მერი ევერესტის ოჯახში, რომელიც ცნობილი ჯორჯ ევერესტის დისშვილი იყო. 1893 წელს ლილიანი ცოლად გაჰყვა პოლონელ რევოლუციონერს, ანტიკვარისტსა და ბიბ­ლი­ო­ფი­ლს, ვოინიჩის ხელნაწერის ეპონიმს ვილფრედ მიხაელ ვოინიჩს. ლილიანი ყველაზე მეტად ცნობილია რომანით „კრაზანა“, რომელიც პირველად 1897 წლის ივნისში აშშ-ში გამოქვეყნდა, ამავე წლის სექტემბერში კი ბრიტანეთში. იგი ეხება საერთაშორისო რევოლუციონერის ბრძოლებს იტალიაში. რომანი განსაკუთრებით პოპულარული საბჭოთა კავშირში გახდა, სადაც ის მოწინავე ბესტსელერად იქცა, მისი წაკითხვა სავალდებულო იყო, რადგან იდეოლოგიურ დატვირთვას აძლევდნენ. იგივე მიზეზით, „კრაზანამ“ პოპულარობა მოიპოვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ვოინიჩის გარდაცვალების მომენტისთვის, სსრკ-ში წიგნის 2 500 000 ეგზემპლარი იყო გაყიდული, 1928 წელს კი საბჭოთა საქართველოში გადაიღეს ფილმი „კრაზანა“.[7]

1955 წელს, საბჭოთა რეჟისორმა ალექსანდრ ფაინციმერმა რომანზე იგივე სახელწოდების ფილმი გადაიღო. კომპოზიტორმა დიმიტრი შოსტაკოვიჩმა დაწერა რომანსი „კრაზანა“, რომელიც ასევე ძალზედ პოპულარული გახდა. 1980 წელს რომანი კვლავ ფილმში (მინისერიალში) გააცოცხლეს, რომელშიც მთავარ როლს სერგეი ბონდარჩუკი თამაშობდა.

ისტორიკოს რობინ ბრიუს ლოკჰარტის მიხედვით, რუსეთში დაბადებული საიდუმლო აგენტი სიდნი რეილი, რომელიც Secret Intelligence Service-ში მუშაობდა 1895 წელს ლონდონში ეთელ ლილიან ვოინიჩს შეხვდა. ამ დროისათვის ვოინიჩი გავლენიანი ფიგურა იყო არა მხოლოდ ვიქტორიანულ ლიტერატურაში, არამედ რუს ემიგრანტთა წრეებშიც. ლოკჰარტი, რომელიც ასევე ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურის აგენტი იყო, ამტკიცებს, რომ ვოინიჩსა და რეილის სექსუალური ურთიერთობები ჰქონდათ და იტალიაში ერთად იმოგზაურეს. ამ ფლირტის დროს, რეილიმ აშკარად „გააშიშვლა სული თავის საიდუმლოებების წინაშე“ და ლილიანს რუსეთში გატარებული თავისი უცნაური ახალგაზრდობის შესახებ მოუყვა. ურთიერთობის დასრულების შემდეგ, ვოინიჩმა „კრაზანა“ გამოაქვეყნა, რომლის მთავარი პერსონაჟი ართურ ბარტონი სავარაუდოდ ახალგაზრდა სიდნი რეილის განსახიერება იყო.[8] მიუხედავად ამისა, რეილის ბიოგრაფი ენდრიუ კუკი არ ადასტურებს ლოკჰარტის ვერსიას და ამტკიცებს, რომ რეილი ვოინიჩის რადიკალურ, რუს ემიგრანტთა სასიკეთო საქმიანობების შესახებ პოლიციის განყოფილება „Special Branch“-ის თანამშრომელ უილიამ მელვილს აწვდიდა ინფორმაციას.[9]

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970 წელს, საბჭოთა ასტრონომმა თამარა მიხაილოვნა სმირნოვამ აღმოაჩინა მცირე პლანეტა, რომელსაც მწერლის პატივსაცემად 2032 ეთელი უწოდა.[10]

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ამბები გერშინიდან (1893) — Stories from Garshin
  • კრაზანა (1897) — The Gadfly
  • ჯეკ რეიმონდი (1901) — Jack Raymond
  • ოლივ ლეთჰემი (1904) — Olive Latham
  • შეწყვეტილი მეგობრობაAn Interrupted Friendship
  • გაიხადე ფეხსაცმელები (1945) — Put Off Thy Shoes

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bernhardt, Lewis (Autumn 1966). The Gadfly in Ruissia“. The Princeton University Library Chronicle. 28 (1): 1–19.[მკვდარი ბმული]
  • Showalter, Elaine (1977). A Literature of Their Own: British Women Novelists from Brontë to Lessing. Princeton: Princeton University Press. ISBN 978-0-86068-285-1. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #119476320 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 FemBio database
  4. Dictionary of Irish BiographyRIA.
  5. 5.0 5.1 5.2 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 1117.
  6. Showalter 1977, გვ. 63.
  7. Cork City Libraries დაარქივებული 2007-11-18 საიტზე Wayback Machine. provides a downloadable PDF დაარქივებული 2017-11-27 საიტზე Wayback Machine. of Evgeniya Taratuta's 1957 biographical pamphlet Our Friend Ethel Lilian Boole/Voynich, translated from the Russian by Séamus Ó Coigligh. The pamphlet gives some idea of the Soviet attitude toward Voynich.
  8. Robin Bruce Lockhart, Reilly: Ace of Spies; 1986, Hippocrene Books, ISBN 0-88029-072-2.
  9. Andrew Cook, Ace of Spies: The True Story of Sidney Reilly, 2004, Tempus Publishing, ISBN 0-7524-2959-0. Page 39.
  10. Schmadel, Lutz D. (2003). Dictionary of Minor Planet Names, 5th, New York: Springer Verlag, გვ. 165. ISBN 3-540-00238-3.