ეთგარ კერეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეთგარ კერეთი
სრული სახელი אתגר קרת
დაბადების თარიღი 20 აგვისტო, 1967
დაბადების ადგილი რამათ-განი, ისრაელი
საქმიანობა მწერალი
ენა ებრაული ენა
ეროვნება ისრაელელი/ პოლონელი
მოქალაქეობა  ისრაელი
 პოლონეთი
ალმა-მატერი ნეგევის ბენ-გურიონის უნივერსიტეტი
თელ-ავივის უნივერსიტეტი
ჟანრი მოთხრობა, გრაფიკული რომანი, სცენარი
Magnum opus Kneller's Happy Campers
ჯილდოები ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი, Sapir Prize for Literature, Newman Prize, Prime Minister's Prize for Hebrew Literary Works და Jewish Quarterly-Wingate Prize
მეუღლე შირა გეფენი
შვილ(ებ)ი Lev Keret
ხელმოწერა
საიტი etgarkeret.com

ეთგარ კერეთი (ებრ: אתגר קרת; დ. 20 აგვისტო, 1967) — ისრაელელი მწერალი. ცნობილია მოთხრობებით, გრაფიკული რომანებითა და ფილმებისა და სატელევიზიო გადაცემების სცენარებით.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კერეთი 1967 წლის 20 აგვისტოს რამათ-განში დაიბადა.[1] მისი მშობლები პოლონეთიდან არიან, რომლებიც ჰოლოკოსტს გადაურჩნენ და ისრაელში დასახლდნენ.[2][3] აქვს ისრაელის და პოლონეთის მოქალაქეობა. სწავლობდა ოჰელ შემის უმაღლეს სკოლაში, შემდეგ კი თელ-ავივის უნივერსიტეტში. ცხოვრობს თელ-ავივში ცოლთან, შირა გეფენთან და ვაჟთან ერთად. ასწავლის ნეგევის ბენ-გურიონის უნივერსიტეტსა და თელ-ავივის უნივერსიტეტში.

ლიტერატურული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კერეთის მოთხრობების ოთხივე კრებული ისრაელში ბესტსელერი იყო, 17 ენაზე ითარგმნა და ევროპის ყველაზე პატარა წიგნის მაღაზიაშიც კი იყიდება. ეთგარის თითქმის ყველა მოთხრობაზე ფილმია გადაღებული და როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ის კაცობრიობის ისტორიაში იმ ავტორად შევა, რომლის ყველაზე მეტი ნაწარმოების ეკრანიზება განახორციელეს. მისი მოთხრობები თელ-ავივის სკოლებშიც ისწავლება, თუმცა მათი სასკოლო პროგრამებში შეტანა დღემდე განსჯის საგანია.

კერეთს ბინძური ლექსიკის, ძალადობის, ჟარგონისა და სექსის „ბოროტად“ გამოყენებისათვის აკრიტიკებენ. ბევრი ჰედონისტს, ნიჰილისტსა და ანტისიონისტს ეძახის. სწავლობდა ფიზიკას, მათემატიკასა და კომპიუტერულ პროგრამირებას. მისი ძმა ერთადერთი ადამიანი ყოფილა ისრაელის ისტორიაში, ვინც ჯარში კერპთაყვანისმცემლობისთვის გაასამართლეს. ჯარში მსახურობისას „ცუდ ჯარისკაცად“ მიიჩნევდნენ და 8 დანაყოფი გამოიცვალა.

წერა ჯარში ყოფნისას, მისი მეგობრის თვითმკვლელობის შემდეგ დაიწყო. ავტორს ყველაზე მეტად მისი პირველი მოთხრობა „მილები“ უყვარს, რომელიც ჯარში 40 საათიანი მორიგეობის დროს დაწერა. მის პირველ წიგნს (მოთხრობების კრებულს) კარგი რეცენზიები მოჰყვა, მაგრამ ცოტა გაიყიდა (800; მეორე წიგნი - 80 000).

მეორე კრებულმა – „იძებნება კისინჯერი“ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. კრებულში 50 პატარა მოთხრობა შედიოდა. ამ კრებულზე მუშაობისას ფრანც კაფკას შემოქმედებამ იქონია დიდი გავლენა. მისი მოთხრობა „Siren“ საატესტატო გამოცდებში ლიტერატურის გამოცდაში სავალდებულო საკითავშია შესული.

თანაავტორობით დაწერილი აქვს რამდენიმე კომიკური წიგნი. მისი მოთხრობები ინგლისურ ენაზე თარგმნისას გრაფიკულ ნოველებად გამოსცეს. დაწერილი აქვს საბავშვო წიგნიც.  მწერლის ყველაზე წარმატებული კრებულები „ნებროთმა გარეკა“ (2006) და „უეცრად კარზე აკაკუნებენ“ (2012) გამოდგა, რის შემდეგაც კერეთმა პირველი არამხატვრული წიგნი –„შვიდი კარგი წელიწადი“ – გამოსცა.

2016 წელს მწერალი თბილისს ეწვია.

ავტორი არ არის მორალისტი მწერალი. ის უბრალოდ წერს ებრაელებსა და პალესტინელებზე. წერს ყოველდღიური ენით, სლენგებითა და დიალექტებით. ხშირად მისი მოთხრობები სიურრეალისტურია.

ალტერნატიულ თეატრალურ ფესტივალზე Akko პირველი პრიზი მოიპოვა. 2006 წლის კანის კინოფესტივალის „ოქროს კამერის“ მფლობელი. არის საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის მედლის მფლობელი, ჩარლზ ბრონფმენის პრიზის მფლობელი (2016).

ნაშრომები და ფილმები, რომელბმაც კერეთზე გავლენა მოახდინა: სასკლაო ნომერი 5 (ვონეგუტი), მეტამორფოზები (კაფკა), ხმაური და მძვინვარება (უილიამ ფოლკნერი), მილერის გზაჯვარედინი (კოენები), თორმეტი მაიმუნი (გილიამი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (1 September 1996) Israel: a traveler's literary companion. Whereabouts Press, გვ. 233. ISBN 978-1-883513-03-0. ციტირების თარიღი: 20 September 2011. 
  2. Jaggi, Maya (17 March 2007). „Life at a louder volume“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 20 September 2011.
  3. Rovner, Adam. Interviews Etgar Keret on Tradition, Translation, and Alien Toasters. ციტირების თარიღი: 18 January 2019.