ევსები კესარიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევსები კესარიელი
დაბ. თარიღი 265[1] [2] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი კესარია, რომის იმპერია
გარდ. თარიღი 340[7]
გარდ. ადგილი კესარია, რომის იმპერია
მოქალაქეობა ძველი რომი
საქმიანობა თეოლოგი, მღვდელი, მწერალი[8] [9] [10] და ისტორიკოსი

ევსები კესარიელი, ევსები პამფილიელი (დ. 263 — გ. 340) — რომაელი საეკლესიო მწერალი, ისტორიკოსი, პალესტინის კესარიის ეპისკოპოსი 311 წლიდან. მსოფლიო-ისტორიული პროცესის ბიბლიურ-ქრისტიანული კონცეფციის ავტორი. მის კალამს ეკუთვნის სხვადასხვა ხასიათის საღვთისმეტყველო თხზულება, ისტორიული შრომები. თავის „ქრონიკაში“ მოგვითხრობს კაცობრიობის ისტორიას სამყაროს შექმნიდან 325 წლამდე. ავტორია ასევე ბიზანტიურ ისტორიოგრაფიაში „საეკლესიო ისტორიის“ პირველი ვრცელი თხზულებისა. გვაქვს ცნობა რომ ევსები კესარიელის „საეკლესიო ისტორია“ ქართულად ძველად ყოფილა თარგმნილი, რაც მოხსენიებულია ექვთიმე ათონელის ერთ წერილში. ევსები კესარიელის ზოგიერთი შრომა კორნელი კეკელიძის აზრით:

ვიკიციტატა
„თუ მთლიანი სახით არა, ფრაგმენტულად მაინც შემონახულა ძველ ქართულ მწერლობაში.“

ევსები კესარიელს აქვს ცნობები არგონავტების, მედეას, ტიბარენების, სანიგებისა და ტრაპეზუნტის შესახებ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]