ევროსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნომი
ევროსი
Έβρος
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ადმ. ცენტრი ალექსანდრუპოლისი
კოორდინატები 41°10′00″ ჩ. გ. 26°05′00″ ა. გ. / 41.16667° ჩ. გ. 26.08333° ა. გ. / 41.16667; 26.08333
ფართობი 4242 კმ²
მოსახლეობა 150 580 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 35,5 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
ოფიციალური საიტი evros.gr

ევროსი (ბერძ. Έβρος) — ნომი საბერძნეთში, მდებარეობს აღმოსავლეთი მაკედონიის და თრაკიას რეგიონში, თავისი დასახელება ნომმა მიიღო მდინარე მარიცას ბერძნული სახელისაგან — ევროსი.

ფართობი — 4242 კმ² (ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნომია საბერძნეთში), მოსახლეობა — 144 023 ადამიანი.ევროსის ნომის ადმინისტრაციული ცენტრია  — ქალაქი ალექსანდროპოლისი (ალექსანდროპოლი) (თურქულ და ბულგარულ ენაზე ცნობილია, როგორც დედეაგაჩი).

სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები და დასახლებული პუნქტები:

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიანი მოსახლეობა შედგება თითქმის მხოლოდ ბერძნებისაგან (95 %), რომელთა უმრავლესობა მეორე-მეოთხე თაობა არის ანატოლიიდან და აღმოსავლეთ თრაკიიდან დევნილი ბერძნების. მუსლიმები შეადგენენ მთლიანი მოსახლეობის 5 %. ამასთან ნახევარ მათგანს აქვთ თურქული და ნახევარს ბულგარული წარმომავლობა (პომაკები).

ბოლო დროებში ევროსი გადაიქცა არალეგალ ემიგრანტთა სატრანზიტო პუნქტად, ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკის ქვეყნებიდან, რომელთაც სურთ მოხვდნენ საბერძნეთში ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

მუნიციპალიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიფერიული ერთეული ევროსი იყოფა 5 მუნიციპალიტეტად.

ალექსანდროპოლისი (1)
დიდიმოტეიხო (2)
ორესტიადა (3)
სამოთრაკია (4)
სოუფლი (5)

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონში დომინირებს ძირითადად ხმელთაშუაზღვის კლიმატი, უფრო ცივია ჩრდილოეთი ნაწილი.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროსი — ერთ-ერთი ეკონომიკურად ჩამორჩენილი რეგიონია საბერძნეთში, თუმცა ბოლო დროს ხელისუფლება იღებს გარკვრულ ზომებს რეგიონის ეკონომიკის განვითარებისათვის.

ეკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროსის ნომის ტერიტორიაზე მდებარეობს ევროპული ღირებულებების ორი ეროვნული პარკი:

  • დადა-ლევკიმი-სუფლი. გამოცხადებულია დაცულ ტერიტორიად 1980 წლიდან.
  • მდინარე ევროსის დელტა. იმყოფება Ramsar-ის კონვენციის დაცვის ქვეშ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]