ედუარდ უფროსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედუარდ უფროსი

ედუარდ უფროსი (ინგლ. Edward the Elder; დ. 874/877[1] — გ. 17 ივლისი, 924) — ინგლისის მეფე 899-924 წლებში. ალფრედ დიდის შვილი. ჰყავდა სამი ცოლი და 18 შვილი. ედუარდი გამეფდა 899 წელს, მამამისის, ალფრედ დიდის გარდაცვალების შემდეგ. ის სამეფოს განაგებდა უინჩესტერიდან, შემდგომში უესექსის დედაქალაქიდან. 917 წელს ედუარდმა აღმოსავლეთი ანგლია გაათავისუფლა დანიელთა ბატონობისაგან, ხოლო 918 წელს მისი დის ეთელფლედას გარდაცვალების შემდეგ გახდა მერსიის მმართველიც.

ამის შემდეგ ედუარდმა მიიღო „ანგლო-საქსების მეფის“ ტიტული, მანამდე ეს ტიტული ალფრედ დიდს ეკუთვნოდა. მან ასევე მოჭრა მონეტა, რომელიც გამოიყენებოდა მთელი ინგლისის მასშტაბით, გარდა ნორთუმბრიისა. ედუარდის მეტსახელი „უფროსი“ პირველად გამოიყენა ვულფსტანმა 996 წელს, რომ ის ედუარდ წამებულისაგან განესხვავებინათ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Higham, N.J.; Hill, D.H., eds (2001). Edward the Elder, 899–924. Routledge. ISBN 0-415-21497-1.