ედუარდ ბერნ-ჯოუნზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედუარდ კოლი ბერნ-ჯოუნზი
დაიბადა 28 აგვისტო, 1833
დაბადების ადგილი ბირმინგემი
გარდაიცვალა 17 ივნისი, 1898
გარდაცვალების ადგილი ლონდონი
ეროვნება ინგლისის დროშა ინგლისელი
დიდი ბრიტანეთის დროშა ბრიტანელი
სფერო ისტორიული ფერწერა
მიმდინარეობა პრერაფაელიტები, სიმბოლიზმი
ჟანრი ისტორიული ფერწერა[1] , რელიგიური ფერწერა[1] , საჟანრო ფერწერა[1] , მითოლოგიური ფერწერა[1] და პორტრეტი[1]

ედუარდ კოლი ბერნ-ჯოუნზი (ინგლ. Edward Coley Burne-Jones; დ. 28 აგვისტო, 1833, ბირმინგემი — გ. 17 ივნისი, 1898, ლონდონი) — ინგლისელი ფერმწერი. სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტში. მიეკუთვნებოდა პრერაფაელიტების უმცროს თაობას. 1859 და 1862 წლებში მუშაობდა იტალიაში. განიცადა დანტე გაბრიელ როსეტის და XV საუკუნის იტალიელ ფერმწერთა გავლენა. ლირიკულ და ლეგენდარულ თემებზე შექმნილი ბერნი-ჯოუნზის სურათები რამდენადმე მანერული და სტილიზებულია. ნამუშევრები: „სიყვარული ნანგრევებს შორის“ (1893, ტეიტის გალერეა, ლონდონი), აკვარელები (უმთავრესად 1864-1870), ილუსტრაციები; ვიტრაჟების გობელენებისა და მოზაიკების სურათები უილიამ მორისის სახელოსნოებისთვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 RKDartists