იყო ედუარდ I-ის ძე. ებრძოდა ბარონებს, რაინდებსა და მოქალაქეებზე დაყრდნობით შეზღუდა მათი ძალაუფლება, სამაგიეროდ აიძულეს ეცნო პარლამენტის უფლება უმნიშვნელოვანესი კანონების დამტკიცებისა. 1314 წელს დაამარცხეს შოტლანდიელებმა და იძულებული გახდა შოტლანდიის დამოუკიდებლობა ეცნო. უკმაყოფილო ბარონებმა, რომელთაც სათავეში ჩაუდგა დედოფალი იზაბელა, ტყვედ ჩაიგდეს. უესტმინისტერის პარლამენტმა იგი ტახტიდან გადააყენა. მოკლეს ტყვეობაში.