ებოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ებოლა
ვირუსის კლასიფიკაცია
ჯგუფი ჯგუფი V
რიგი Mononegavirales
ოჯახი ფილოვირუსები
გვარი ებოლავირუსები
სახეობა ზაირის ებოლავირუსი

ებოლა, ებოვი (ადრეულ პერიოდში მოიხსენიებდნენ ზაირის ებოლავირუსის სახელით) — ებოლავირუსების გვარის ხუთი ცნობილი ვირუსიდან ერთ-ერთი.[1] ხუთიდან ოთხი ებოლავირუსი, მათ შორის ებოვი, იწვევს რთულ და ხშირად ფატალურ ვირუსულ ჰემორაგიულ ცხელებას ადამიანებში და სხვა ძუძუმწოვრებში, გამოწვეული ავადმყოფობა ცნობილია ებოლას დაავადების სახელით. ინფიცირებულთა უმრავლესობა იღუპება, 2013-2015 წლებში დასავლეთ აფრიკაში ებოლას ავადმყოფობამ ეპიდემიის სახე მიიღო[2]. დაფიქსირდა შეფასებით 28 616, დადასტურებულად კი 11 310 სიკვდილის შემთხვევა.[3] ებოლა ვირუსს და მის გვარს სახელი უკავშირდება ზაირს (დღევანდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა), ქვეყანას, სადაც ის პირველად აღწერეს[1] და მარბურგის ვირუსს დაუკავშირეს.[4][5] გვარისა და უშუალოდ ვირუსის გასარჩევად და გაუგებრობის თავიდან ასარიდებლად 2010 წელს ვირუსს „ებოლას ვირუსი“ ეწოდა. ვირუსის მატარებლები არიან ხელფრთიანები, განსაკუთრებით ხილიჭამია ხელფრთიანები[6]. ადამიანიდან ადამიანზე და ცხოველებიდან ადამიანზე ებოლა სხეულის სითხის მეშვეობით გადადის.[7]

ებოვის გენომი არის ერთსპირალიანი დაახლოებით 19 000 ნუკლეოტიდიანი რნმ-ი.

სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო (83-90%-ზე მაღალი),[8][9] ებოლა ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ აგენტებთა ნუსხაშია.

ეტიოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ებოლას ვირუსი არის ზოონოზური პათოგენი. ებოვის შუამავალი მასპინძლები არიან ხილიჭამია ხელფრთიანები. ღამურებში ინფექცია მოლეკულური და სეროლოგიკური საშუალებით. თუმცა ებოლავირუსები არ არიან იზოლირებული ღამურებში.[10] სულ ბოლოს ინფექცია ადამიანებსა და დიდ მაიმუნებში ვლინდება. დაინფიცირება ხდება ღამურასთან, ან სხვა მასპინძელთან კონტაქტით. ფილიპინებში ღორების მასობრივ ინფიცირებას ხუთი ებოლავირუსიდან ერთ-ერთს, რესტონის ვირუსს უკავშირებენ, ასე რომ ვირუსი სხვა ძლიერ მასპინძლებსაც ირჩევს.[10] ეპიდემია, როგორც წესი, ვრცელდება მაშინ, როდესაც ტემპერატურა დაბალია, ტენიანობა კი მაღალი ვიდრე ჩვეულებრივაა აფრიკაში.[11] ადამიანის მძიმე ავადმყოფობისგან გადარჩენის შემთხვევაში, ებოლა ვირუსი თვეების განმავლობაში არსებობას განაგრძობს რამდენიმე ორგანოში, როგორიცაა თვალი და სათესლეები.[12]

ებოლას დაავადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ებოლა არის ოთხი ცნობილი ებოლავირუსიდან ერთ-ერთი, რომელიც ადამიანს ემართება. სხვებთან შედარებით, ებოვს ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვნებელი აქვს. ამსთან, ოთხიდან ყველაზე ხშირად ებოლას ვირუსი გავრცელდა ეპიდემიურად. დაავადების პირველი აფეთქება 1976 წლის 26 აგვისტოს მოხდა იამბუკუში.[13]დაფიქსირებულთაგან პირველი დაავადებული იყო მაბალო ლოკელა, 44 წლის სკოლის მასწავლებელი. სიმპტომები ჰგავდა მალარიის ნიშნებს და მომდევნო პაციენტები მალარიის სამკურნალო საშუალებებს იღებდნენ. 1976 წლის ზაირის ეპიდემიის დროს, ნგოი მუშოლამ იმოგზაურა ბუმბადან იამბუკუმდე და დაავდების პირველი აღწერა შექმნა:[14]

ვიკიციტატა
„ავადმყოფობა ხასიეთდება მაღალი ტემპერატურით (დაახლოებით 39°C), სისხლის ღებინებით, სისხლიანი დიარეით, მუცლის ტკივილი, პროსტრაცია სახსრებში „სიმძიმით“, და შეუვალი სიკვდილის ევოლუცია დაახლოებით სამი დღის შემდეგ.“

1976 წლის ამ აღწერის შემდეგ, უკანასკნელი ებოლას ეპიდემია დაიწყო 2014 წლის მარტში და მოკლა 8 000-ზე მეტი ადამიანი, როგორც 2015 წლის იანვარში. აფეთქების ცენტრი იყო დასავლეთი აფრიკა. ტერიტორია, სადაც ძველად არ დაფიქსირებულა ებოვის დაავადება. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ადამიანი დაიღუპა გვინეაში, ლიბერიაში და სიერა-ლეონეში. რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა დასავლეთ აფრიკის ქვეყნებს გარეთაც.

ადამიანებში დაავადების სიმძიმე სხვადასხვაგვარია, სწრაფი სიკვდილიდან მსუბუქ ავადმყოფობამდე ან ზოგჯერ ვლინდება ასიმპტომური პასუხიც.[15] კვლევებმა დღემდე ვერ აღმოაჩინა კორელაცია დაავადების სიმძიმესა და ვირუსის გენეტიკურ ბუნებას შორის. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, დაავადების სიმძიმის სხვადასხვაგვარობა დამოკიდებულია დაავადებულის გენეტიკურ განსხვავებებზე.

ვაქცინა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის დეკემბერში მკვლევარებმა 70-100 %-იანი ეფექტურობის ვაქცინა შექმნეს, რომელიც პირველია ებოლას დაავადების წინააღმდეგ.[16][17] წლების განმავლობაში არაერთი ვაქცინის კანდიდატი შემუშავდა, თუმცა ამ ვაქცინამდე ადამიანზე ეფექტურობით არც ერთი გამოირჩეოდა.[18][19][20]

ისტორია და ნომენკლატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარბურგის ვირუსი

ებოლას ვირუსი თავდაპირველად ახალი ტიპის მარბურგის ვირუსად ჩათვალეს 1976 წელს.[4][5][21]იმავე წელს კვლევის მესამე ჯგუფმა ვირუსს „ებოლა“ უწოდა. სახელი უკავშირდება მდინარე ებოლას, რომლის ნაპირებზე პირველი ეპიდემიური აფეთქება მოხდა 1976 წელს.[1][4][5][22] ტაქსონომიისა და ვირუსების საერთაშორისო კომიტეტმა (ICTV) ებოლა ვირუსი მიაკუთვნა ზაირის ებოლავირუსებს, როგორც სახეობა. რომელიც, თავის მხრივ ებოლავირუსების გვარსა და ფილოვირუსების ოჯახს ეკუთვნის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • William Close's 1995 Ebola: A Documentary Novel of Its First Explosion and 2002 Ebola: Through the Eyes of the People focused on individuals' reactions to the 1976 Ebola outbreak in Zaire.[23][24][25][26]
  • "The Hot Zone: A Terrifying True Story": A 1994 best-selling book by Richard Preston about Ebola virus and related viruses including an account of the outbreak of an Ebolavirus in primates housed in a quarantine facility in Reston, Virginia, USA.[27]
  • Tom Clancy's 1996 novel, Executive Orders, involves a Middle Eastern terrorist attack on the United States using an airborne form of a deadly Ebola virus named "Ebola Mayinga".[28][29]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Kuhn, Jens H.; Becker, Stephan; Ebihara, Hideki; Geisbert, Thomas W.; Johnson, Karl M.; Kawaoka, Yoshihiro; Lipkin, W. Ian; Negredo, Ana I; et al. (2010). „Proposal for a revised taxonomy of the family Filoviridae: Classification, names of taxa and viruses, and virus abbreviations“. Archives of Virology. 155 (12): 2083–103. doi:10.1007/s00705-010-0814-x. PMC 3074192. PMID 21046175. დამოწმება იყენებს მოძველებულ პარამეტრს |displayauthors= (დახმარება)
  2. Na, Woonsung; Park, Nanuri; Yeom, Minju; Song, Daesub (4 December 2016). „Ebola outbreak in Western Africa 2014: what is going on with Ebola virus?“. Clinical and Experimental Vaccine Research. 4 (1): 17–22. doi:10.7774/cevr.2015.4.1.17. ISSN 2287-3651. PMC 4313106. PMID 25648530.
  3. Ebola virus disease outbreak. ციტირების თარიღი: 4 December 2016.
  4. 4.0 4.1 4.2 Pattyn, S.; Jacob, W.; van der Groen, G.; Piot, P.; Courteille, G. (1977). „Isolation of Marburg-like virus from a case of haemorrhagic fever in Zaire“. Lancet. 309 (8011): 573–4. doi:10.1016/s0140-6736(77)92002-5. PMID 65663.
  5. 5.0 5.1 5.2 Bowen, E. T. W.; Lloyd, G.; Harris, W. J.; Platt, G. S.; Baskerville, A.; Vella, E. E. (1977). „Viral haemorrhagic fever in southern Sudan and northern Zaire. Preliminary studies on the aetiological agent“. Lancet. 309 (8011): 571–3. doi:10.1016/s0140-6736(77)92001-3. PMID 65662.
  6. Quammen, David. (2014-12-30) Insect-Eating Bat May Be Origin of Ebola Outbreak, New Study Suggests. National Geographic Society. ციტირების თარიღი: 2014-12-30.
  7. Angier, Natalie (October 27, 2014). „Killers in a Cell but on the Loose - Ebola and the Vast Viral Universe“. New York Times. ციტირების თარიღი: October 27, 2014.
  8. Ebola virus disease Fact sheet N°103. World Health Organization (March 2014). ციტირების თარიღი: 12 April 2014.
  9. (2005) Virus taxonomy classification and nomenclature of viruses; 8th report of the International Committee on Taxonomy of Viruses. Oxford: Elsevier/Academic Press, გვ. 648. ISBN 9780080575483. 
  10. 10.0 10.1 Feldmann H (May 2014). „Ebola — A Growing Threat?“. N. Engl. J. Med. 371 (15): 1375–8. doi:10.1056/NEJMp1405314. PMID 24805988.
  11. Ng, S; Cowling, B (2014). „Association between temperature, humidity and ebolavirus disease outbreaks in Africa, 1976 to 2014“. Eurosurveillance. 19 (35): 20892. doi:10.2807/1560-7917.ES2014.19.35.20892. PMID 25210981.
  12. „Clinical care for survivors of Ebola virus disease“ (PDF). World Health Organization. 2016. ციტირების თარიღი: 4 December 2016.
  13. Isaacson, M; Sureau, P; Courteille, G; Pattyn, SR. „Clinical Aspects of Ebola Virus Disease at the Ngaliema Hospital, Kinshasa, Zaire, 1976“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-04. ციტირების თარიღი: 2014-06-24. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  14. Bardi, Jason Socrates. Death Called a River. ციტირების თარიღი: 9 October 2014.
  15. Gina Kolata (Oct 30, 2014). „Genes Influence How Mice React to Ebola, Study Says in ‘Significant Advance’“. New York Times. ციტირების თარიღი: Oct 30, 2014.
  16. Henao-Restrepo, Ana Maria; et al. (22 December 2016). „Efficacy and effectiveness of an rVSV-vectored vaccine in preventing Ebola virus disease: final results from the Guinea ring vaccination, open-label, cluster-randomised trial (Ebola Ça Suffit!)“. The Lancet. doi:10.1016/S0140-6736(16)32621-6. PMID 28017403. ციტირების თარიღი: 27 December 2016. et al.-ის დაწვრილებითი გამოყენება |author=-ში (დახმარება)
  17. Berlinger, Joshua (22 December 2016). „Ebola vaccine gives 100% protection, study finds“. CNN. ციტირების თარიღი: 27 December 2016.
  18. Statement on the WHO Consultation on potential Ebola therapies and vaccines (5 September 2014). ციტირების თარიღი: 1 October 2014.
  19. 2014 Ebola Outbreak in West Africa. ციტირების თარიღი: 1 Oct 2014.[მკვდარი ბმული]
  20. Alison P. Galvani with three others (21 August 2014). „Ebola Vaccination: If Not Now, When?“. Annals of Internal Medicine. 161 (10): 749–50. doi:10.7326/M14-1904. PMC 4316820. PMID 25141813.
  21. http://www.bbc.com/news/magazine-28262541
  22. Johnson, K. M.; Webb, P. A.; Lange, J. V.; Murphy, F. A. (1977). „Isolation and partial characterisation of a new virus causing haemorrhagic fever in Zambia“. Lancet. 309 (8011): 569–71. doi:10.1016/s0140-6736(77)92000-1. PMID 65661.
  23. Close, William T. (1995). Ebola: A Documentary Novel of Its First Explosion. New York: Ivy Books. ISBN 0804114323. OCLC 32753758.  At Google Books.
  24. Grove, Ryan. (2006-06-02) More about the people than the virus. Review of Close, William T., Ebola: A Documentary Novel of Its First Explosion'. Amazon.com. ციტირების თარიღი: 2014-09-17.
  25. Close, William T. (2002). Ebola: Through the Eyes of the People. Marbleton, Wyoming: Meadowlark Springs Productions. ISBN 0970337116. OCLC 49193962.  At Google Books.
  26. Pink, Brenda. (2008-06-24) A fascinating perspective. Review of Close, William T., Ebola: Through the Eyes of the People'. Amazon.com. ციტირების თარიღი: 2014-09-17.
  27. The Hot Zone | Richard Preston. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 4 December 2016.
  28. Clancy, Tom (1996). Executive Orders. New York: Putnam. ISBN 0399142185. OCLC 34878804. 
  29. Stone, Oliver. (1996-09-02) Who's That in the Oval Office?. Books News & Reviews. The New York Times Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-10. ციტირების თარიღი: 2014-09-10.