დოროთი დენდრიჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოროთი დენდრიჯი

დოროთი 1962 წელს
დაბადების სახელი დოროთი ჯინ დენდრიჯი
დაბადების თარიღი 9 ნოემბერი, 1922
კლივლენდი, ოჰაიო, აშშ
გარდაცვალების თარიღი 8 სექტემბერი, 1965 (42 წლის)
ჰოლივუდი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე
აქტიური 1933-1965
მეუღლე(ები)
შვილ(ებ)ი 1
მშობლები დედა: რუბი დედრიჯი

დოროთი ჯინ დენდრიჯი (ინგლ. Dorothy Dandridge; დ. 9 ნოემბერი, 1922 — გ. 8 სექტემბერი, 1965) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოცეკვავე. ის პირველი აფრო-ამერიკელი კინოვარსკვლავია, რომელიც ნომინირებულია ოსკარზე, საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში, ფილმ, ''კარმენ ჯოუნსში'' (1954) შესრულებული როლისთვის. [1] ვოკალისტად მუშაობდა ისეთ ადგილებში, როგორიცაა ბამბის კლუბი და აპოლოს თეატრი. ადრეული სამსახიობო კარიერის განმავლობაში მან როლი ითამაშა ფილმ, "Wonder Children"-ში, მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ წარმატებულ ფილმში.

ფილმ ''ფორგი და ბესი''-ში შესრულებული როლისთვის, 1959 წელს ნომინირდა ოქროს გლობუსზე. 1999 წელს გადაღებული HBO-ს ბიოგრაფიული ფილმი, ''წარმოგიდგენთ დოროთი დენდრიჯს'', დოროთის შესახებაა. ჰოლივუდის დიდების ხეივანზე დაჯილდოვებულია ვარსკვლავით. დენდრიჯმა სულ ორჯერ იქორწინა. პირველად დაქორწინდა მოცეკვავე ჰაროლდ ნიკოლასზე (მისი ქალიშვილის, ჰაროლინ სუზანის მამა), შემდეგ იქორწინა სასტუმროს მფლობელ ჯეკ დენისონზე. მსახიობი იდუმალ ვითარებაში, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. [2]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მომღერალი დოროთი დენდრიჯი დაიბადა 1922 წლის 9 ნოემბერს, კლივლენდში, ოჰაიში. იყო რუბი დენდრიჯის და ბაპტისტი მინისტრის, სირილ დენდრიჯის ქალიშვილი. მისი მშობლები მის დაბადებამდე დაშორდნენ.

დები 5 წლის განმავლობაში თითქმის დაუყოვნებლად ათვალიერებდნენ სამხრეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს (იშვიათად დადიოდნენ სკოლაში), ხოლო რუბი მუშაობდა და გამოდიოდა კლივლენდში.[3]

დიდი დეპრესიის დროს, დენდრიჯის მშობლის, რუბის სამუშაო შემცირდა, ამიტომ რუბი გადავიდა ჰოლივუდში, კალიფორნიაში, სადაც მან სტაბილური სამუშაო იპოვა. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემდეგ, 1930 წელს, დოროთი ''მაკკინლის საშუალო სკოლაში'' სწავლობდა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საწყისები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დენდრიჯი მაყურებელმა ეკრანზე პირველად 1935 წელს, პატარა როლით, ფილმ, ''მასწავლების ლამაზმანი''-ში გამოჩნდა. როგორც ''დები დენდრიჯების'' მონაწილემ, 1936 წელს მონაწილეობა მიიღო კომედიურ ფილმში, ''1936 წლის დიდი გადაცემა'', სადაც მასთან ერთად თამაშობდა მსახიობი ბილ რობინსონი. 1937 წელს გადაიღეს ფილმში, ''A Day at the Races''. ამავე წელს, მონაწილეობა მიიღო ფილმში, ''ეს სამუდამოდ ვერ გაგრძელდება''. მიუხედავად იმისა რომ ეს როლები მინორული იყო, მან ღამის კლუბებში გამოსვლებით დიდი აღიარება მოიპოვა.

დანდრიჯის პირველი დამსახურებული ფილმი იყო ''ოთხი ადამიანი მოკვდება'' (1940). სტერეოტიპული „შავი“ როლების უარყოფის გამო, მას შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა კინოროლებში.[4] ჯონ უეინთან ერთად, პატარა როლით მიიღო მონაწილეობა ფილმში, ლედი ლუიზიანიდან (1941), ამავე წელს, ჯინ ტიერნისტთან ერთად გადაიღეს ფილმში, ''მზის ჩასვლა''. ამ პერიოდში ''20th Century Fox''-თვის გამოჩნდა მიუზიკლში, ''მზიანი ველის სერენადა''. კინოფილმების გარდა, დენდრიჯი გამოჩნდა "soundies"-ის კინოკლიპებში, რომლებიც ნაჩვენები იყო ჯიუკბოქსებზე, მათ შორისაა "Mills Brothers"-ის "ქაღალდის თოჯინა", "Cow, Cow Boogie", "Jig in the Jungle" და სხვა.

1940-იან წლებში განაგრძო ფილემბსა და სცენაზე თამაში, ასევე იყო რამდენიმე კარგი კომპანიის ბენდის მომღერალი. 1951 წელს დოროთიმ მელმენდის როლი ითამაშა ფილმში, ტარზანის საფრთხე, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ ლექს ბარკერი და ვირჯინია ჰიუსტონი. იმავე წელს მას მეორეხარისხოვანი როლი ჰქონდა ფილმში „ჰარლემის გლობეტროტერები“ (1951).

დენდრიჯი 1958 წელს

1957 წელს, სამწლიანი კინო-კარიერის შესვენების შემდეგ, მსახიობი გამოჩნდა ფილმში, ''კუნძული მზეში''. სადაც მასთან ერათად მონაწილეობას იღებდნენ მსახიობები: ჰარი ბელაფონტი, ჯოან ფონტეინი, ჯოან ქოლინზი და სტივენ ბოიდი. დენდრიჯმა განასახიერა ადგილობრივი ინდური მაღაზიის თანამშრომელი, რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა თეთრ მამაკაცთან. კულისებში არსებული დაპირისპირების მიუხედავად, ფილმმა მიიღო დადებითი შეფასებები და ერთ – ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი იყო. [5]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დენდრიჯი დემოკრატი იყო, იგი მხარს უჭერდა ადლაი სტივენსონის კამპანიას 1952 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს.[6]

მოგვიანებით, იგი დაინტერესდა აქტივიზმით და გაწევრიანდა ეროვნულ ურბანულ ლიგასა და ფერადი ხალხის წინსვლის ეროვნულ ასოციაციაში.[7]

„კოტონის კლუბში“ მუშაობის დროს, დოროთიმ მოცეკვავე ჰაროლდ ნიკოლასი გაიცნო.[8] ისინი დაქორწინდნენ ჰოლივუდის ცერემონიაზე, 1942 წლის 6 სექტემბერს. [9] მათი ქორწილის სტუმრები იყვნენ ოსკაროსანი ჰეტი მაკდენიელი, ჯაზის მომღერალი ეტა ჯონსი და ქორეოგრაფი ნიკ კასლი. [10] ისინი ამ ქორწინებაში ბედნიერები არ იყვნენ, [11] 1948 წლისთვის ნიკოლასმა მიატოვა ოჯახი. დენდრიჯმა განქორწინების შესახებ განცხადება 1950 წლის სექტემბერში შეიტანა, ისინი ოფიციალურად 1951 წლის ოქტომბერში განქორწინდნენ. [12]

1943 წლის 2 სექტემბერს შეეძინა მისი ერთადერთი შვილი, ჰაროლინ სიუზან ნიკოლასი.

კარმენ ჯონსის (1954) გადაღების დროს მან სასიყვარულო უერთიერთობა დაიწყო რეჟისორ ოტო პრემინგერთან, ეს ურთიერთობა ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდა. იგი 1955 წელს დაორსულდა, მაგრამ სტუდიამ მას აბორტის გაკეთება აიძულა. [13] მან პრემინგერთან ურთიერთობა მაშინ გაწყვიტა, როდესაც მიხვდა რომ პრემინგერი მის გამო ცოლს არ გაშორდებოდა.[14] მათი რომანი აისახა HBO Films-ის ბიოგრაფიულ ფილმში, "წარმოგიდგენთ დოროთი დანდრიჯს", რომელშიც პრემინგერი განასახიერა ავსტრიელმა მსახიობმა, კლაუს მარია ბრანდაუერმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Potter, Joan (2002). African American Firsts: Famous Little-Known and Unsung Triumphs of Blacks in America. Kensington Books, გვ. 81. ISBN 0-7582-0243-1. 
  2. McCann, Bob (2010). Encyclopedia of black actresses in film and television. McFarland & Company, გვ. 87–90. ISBN 978-0-7864-5804-2. 
  3. Taylor, Quintard; Moore, Wilson; Ann, Shirley (2003) African American Women Confront the West. University of Oklahoma Press, გვ. 239. ISBN 0-8061-3524-7. 
  4. (2009) Encyclopedia of African American history, 1896 to the present : from the age of segregation to the twenty-first century, Finkelman, Paul, 1949-, New York: Oxford University Press. ISBN 978-0-19-539768-0. OCLC 416601965. 
  5. Rippy 2001
  6. Motion Picture and Television Magazine, November 1952, page 33, Ideal Publishers
  7. (2009) Encyclopedia of African American history, 1896 to the present : from the age of segregation to the twenty-first century, Finkelman, Paul, 1949-, New York: Oxford University Press. ISBN 978-0-19-539768-0. OCLC 416601965. 
  8. „Dorothy Dandridge Hollywood's Tragic Enigma“. March 1966. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  9. (2017-07-07) Race in American Film: Voices and Visions that Shaped a Nation [3 volumes]. 
  10. (2008-01-10) Dancing on the White Page: Black Women Entertainers Writing Autobiography. 
  11. „Dorothy Dandridge's Story A Hollywood Tragedy“. Chicago Tribune. September 1, 1997."Dorothy Dandridge's Story A Hollywood Tragedy". Chicago Tribune. September 1, 1997.
  12. African American Actresses: The Struggle for Visibility, 1900–1960. 
  13. Bianco, Marcie. „Classic Hollywood's Secret: Studios Wanted Their Stars to Have Abortions“. HWD (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-11-27.
  14. „Dorothy Surrender“. Entertainment Weekly. September 3, 1999. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 15, 2014. ციტირების თარიღი: September 23, 2013.