დინოზავრების პროვინციული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დინოზავრების პროვინციული პარკი
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
მდებარეობა ალბერტა, კანადა
უახლოესი ქალაქი ბრუქსი
ფართობი 73.29კმ²
დაარსდა 1955

დინოზავრების პროვინციული პარკი (ინგლ. Dinosaur Provincial Park) — მდებარეობს კანადის დასავლეთ ნაწილის პროვინცია ალბერტაში. პარკიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს პროვინციის უდიდესი ქალაქი კალგარი. დინოზავრების პროვინციული პარკი დაარსდა 1955 წელს, ხოლო 1979 წელს იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობად გამოაცხადა. პარკში არის უნიკალური ეკოსისტემა, ამ ტერიტორიის ფართობი დაახლოებით შეადგენს 74 კმ²-ს.

პარკი მდებარეობს მდინარე რედ-დირის ხეობაში. აქ აღმოჩენილია ორმოცი სხვადასხვა სახეობის დინოზავრის ნამარხი. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი დინოზავრები მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმშია გამოფენილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 71
ინგლ.რუს.ფრ.